საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXII ტური
უკვე მეორე შეხვედრაა, რაც ძირითადის მოთამაშეების დათხოვნის შემდეგ ადგილობრივებზე აქცენტგადატანილი "კოლხეთი" ბრძოლისუნარიანობით გვაკვირვებს.

წინა ტურში კოლხებმა ერთ-ერთ ლიდერ "დილასთან" ავტოგოლით წააგეს, ხოლო ამჯერად ვიტელებთან სულაც ფრეს მიაღწიეს.

მეტიც, ფოთელებს მოგებაც შეეძლოთ - 63-ე წუთზე გიორგი ბუხაიძის მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდების შემდეგ შალვა კვანტალიანმა 12-13 მეტრიდან დალაშქრა სტუმართა კარი.

მართალია, თბილისელებმა გაქვითვა ხუთიოდ წუთში მოახერხეს, როცა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე გამოსვლისას მიხეილ ხარშილაძე შეცდა და ადამაძემ ანგარიში გაქვითა, მაგრამ ამის შემდეგ კოლხებს სამი შანსი მიეცათ.

სამივეჯერ "ვიტ ჯორჯია" ნიკა დაუშვილმა გადაარჩინა: ორჯერ თორნიკე მოსიაშვილის თავური გააუვნებელყო, აქედან ერთხელ ურთულესი ბურთის მოგერიება მოუხდა, ხოლო მესამე შემთხვევაში პირისპირ შეყრილ ბუხაიძეს არ დანებდა.

რა თქმა უნდა, მოგებას სტუმრებიც ეცადნენ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს და წინა ტურის მსგავსად, მეორე აუტსაიდერთანაც დაკარგეს ქულები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა