საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXII ტური
მატჩის პირველივე რეალური ხიფათი საჩხერელებმა გოლად აქციეს - მე-13 წუთზე საგოლე შეტევა "ჩიხურას" მეკარემ წამოიწყო, რომელსაც საბოლოოდ საგოლე გადაცემა გამოუვიდა: ბურთისთვის ბრძოლაში დავით კირკიტაძემ მეტოქეს შეცდომა დააშვებინა (ამ დროს "დინამოს" N13 არჩილ ბაჯელიძის დაცემა მსაჯმა წესების დარღვევად არ შეაფასა), თავად სწრაფად გაიჭრა კარისკენ და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შოთა მამინაშვილს შანსი არ დაუტოვა.

როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ამ სეზონში "ჩიხურას" მე-13 მოგებისთვის ეს გოლი საკმარისი იყო.

გაშვებულმა გოლმა ბათუმელები არია და ათწუთიან მონაკვეთში სტუმრებს რამდენიმე აშკარა საგოლე მომენტის შექმნის შანსი მისცეს.

მასპინძლები ორჯერ მეკარის საიმედო თამაშმა გადაარჩინა. 28-ე წუთზე კი ერთ ეპიზოდში "დინამო" სამჯერ გადარჩა - ბათუმელ მცველებს თამაშგარეს შექმნისას ვერცხლისწყალივით მოძრავი კირკიტაძე ისევ გაეპარათ მეკარესთან პირისპირ; მას კი ჯერ მამინაშვილმა არ მისცა გატანის საშუალება, მეორედ "ჩიხურას" 7-იანმა ძელს მოარტყა, ხოლო იქიდან გამოვარდნილს უკვე წონასწორობადაკარგულმა დაჰკრა, რომლის დარტყმის ძალა მეკარემ შეანელა, თუმცა საბოლოოდ კარის ხაზიდან ნიკა ხუხიამ გამოიტანა ბურთი.

იქვე, ერთ წუთში, იმავე კირკიტაძის ჩინებული პასით დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ნიკა კვასხვაძემ ძელს მოარტყა.

ამ ეპიზოდების შუაში ხიფათი მასპინძლებმაც შექმნეს, მაგრამ ამირან მუჯირისა და თორნიკე ბერიძის სახიფათო გასროლებიდან ერთი მეკარემ გააუვნებელყო, ხოლო მეორე - კარს გადასცდა; ერთხელაც მოედნის ცენტრში მცველს დათა სიჭინავამ აჯობა და მასპინძლებს სტუმრების კონტრშეტევაზე "დაჭერის" კარგი შანსი გაანიავეს - მუჯირის გადაცემას სიჭინავა მეკარესთან პირისპირ გაჰყავდა, მაგრამ კაპიტანმა პასი დააგვიანა და ფორვარდი უკვე თამაშგარეში იმყოფებოდა.

ტაიმის ბოლოსკენ კი იმავე მუჯირმა მცველის შეცდომით კინაღამ ისარგებლა.

მეორე ნახევარიც ხიფათებით დატვირთული აღმოჩნდა. პირველად სიჭინავა დაემუქრა "ჩიხურას" კარს, მაგრამ ბურთი კარის ბადეს ზემოდან დაეცა.

იქვე მუჯირის საჯარიმოში ჩაწოდებულს თანაგუნდელებიდან არავინ გამოეხმაურა, თუმცა მეკარეს კი შეუშალეს ხელი. მწყერაშვილის იღბლად, ბურთი პირდაპირ მისკენ წავიდა და თავადაც საიმედოდ გაისარჯა.

ამის შემდეგ ორი შანსი უკვე გაგა ჩხეტიანს მიეცა - პირველად მეკარესთან პირისპირ გასულს მამინაშვილმა ბრძოლაში დაატოვებინა ბურთი, მეორედ კი "დინამოს" მეკარემ მასვე საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დარტყმული არ გაატანინა.

მატჩის გადარჩენის ყველაზე რეალური შანსი კი მასპინძლებს 82-ე წუთზე მიეცათ - ნიკა დიასამიძის ჩაწოდებას მცველებისგან თითქმის დაუცველი ზვიად ლობჟანიძე კი გამოეხმაურა, მაგრამ ვიცე-კაპიტანმა ბურთი კარში როგორ ვერ მოახვედრა, მართლაც გასაკვირია.

იქვე მარცხნიდან ჩაწოდებულზე მეკარე ბათუმელ მობურთალს შეეჯახა, თუმცა მასპინძელი არ დაეცა და ამით მსაჯისგან პენალტის დანიშვნის შანსიც დაკარგა.

ამ ეპიზოდამდე ათი წუთით ადრე და შემდეგ კი ბესიკ დეკანოიძე აღმოჩნდა მოვლენების ეპიცენტრში - პირველად მისი ძლიერი გასროლა მამინაშვილმა რის ვაი-ვაგლახით მოიგერია. იქვე ბურთი მცველებმა ვერ ამოიტანეს ხეირიანად, მაგრამ ამით სტუმრებმა ვერ ისარგებლეს;

92-ეზე კი დეკანოიძემ ბოლომდე იბრძოლა, საჯარიმოს ხაზამდე გასულ მამინაშვილს შეცდომა დააშვებინა და მეკარემაც "ჩიხურას" მარცხენაფლანგელი ბოლო იმედის ჯარიმით შეაჩერა - პენალტი გოლად ლევან ბაკურაძემ აქცია.

ამ ეპიზოდიდან ორი წუთით ადრე მოედანზე გუნდური "გარჩევა" ვიხილეთ - დეკანოიძემ ბურთი სასტვენის შემდეგ გადააგდო. მას ლობჟანიძემ ხელი ჰკრა. ამ ორს შორის შეხლა-შემოხლას მოჰყვა სწორედ ინციდენტი, რომელშიც ჯერ დავით დიღმელაშვილი, შემდეგ კი ორივე გუნდი ჩაერთო.

არსენ ნონიკაშვილმა სამივე "მოთავე" მხოლოდ გააფრთხილა, ის კი გადაავიწყდა, რომ დეკანოიძის გაფრთხილებას ბურთის გადაგდებისთვისაც აპირებდა და "ჩიხურას" #51 აშკარად დაინდო, ისევე, როგორც უკვე ნახსენებ სულ ბოლო ეპიზოდში მასპინძელთა კარის დარაჯი, რომელსაც ყვითელი აკმარა.

P.S. მატჩის შემდეგ მსაჯები, ტრადიციულად, გინების ფონზე გავიდნენ მოედნიდან. პოლიცია ქომაგების დაშოშმინებას ლამობდა, როცა გულშემატკივრებს ერთ-ერთი ფეხბურთელი გამოექომაგა, რასაც სამართალდამცველების მხრიდან "ორივე მიმართულებით" შეხლა-შემოხლაც მოჰყვა, თუმცა ვითარება იოლად განიმუხტა.

ცამეტი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია