მოდელმა რაფაელა ფიკომ მკაცრად გააკრიტიკა თავისი ახლად დაბადებული ქალიშვილის, პიას მამა
მოდელმა რაფაელა ფიკომ მკაცრად გააკრიტიკა თავისი ახლად დაბადებული ქალიშვილის, პიას მამა, "მანჩესტერ სიტისა" და იტალიის ნაკრების ფორვარდი მარიო ბალოტელი. მისი თქმით, ფეხბურთელს საერთოდ არ აინტერესებს თავისი შვილი და ერთხელაც კი არ უნახავს ის!

იტალიელმა სუპერმოდელმა და კრისტიანო რონალდოს ყოფილმა შეყვარებულმა დაახლოებით ერთი თვის წინ იმშობიარა.

მან და მარიო ბალოტელიმ გოგონას პია დაარქვეს. ამასთან, ფეხბურთელს თავი არ შეუწუხებია სამშობიაროში თავისი შვილის დედის მონახულებით და პირადად დღემდე არ უნახავს პია. მთელი ამ დროის განმავლობაში ის მხოლოდ ჩვილის სურათებს იღებდა ელექტრონული ფოსტით.

მშობიარობის შემდეგ პირველი ინტერვიუ რაფაელამ იტალიურ გამოცემა Chi-ს მისცა. ფიკო მკაცრად აკრიტიკებს თავისი ქალიშვილის უპასუხისმგებლო მამას: "ყოველთვის ვიცოდი, რომ მარიოს ნდობა არ შეიძლებოდა. ის უპასუხისმგებლო ადამიანია. მაგრამ ახლა ჩემმა მოთმინებამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია".

შეგახსენებთ, რომ მარიო და რაფაელა თითქმის ერთი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს და დაქორწინებასაც კი აპირებდნენ, მაგრამ მოულოდნელად წყვილი დაიშალა.

შემდეგ ბალოტელი ინგლისში "მანჩესტერ სიტიში" სათამაშოდ გადავიდა. სწორედ იქ გაიგო შავკანიანმა იტალიელმა თავისი ყოფილი შეყვარებულის ფეხმძიმობის შესახებ.

თავიდან ფეხბურთელის რეაქცია დადებითი არ ყოფილა და ბალოტელიმ ბავშვის დნმ-ის ანალიზი მოითხოვა.

თუმცა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა გაიგო, რომ მისი შვილი მალე მოევლინებოდა ამ ქვეყანას, პირობა დადო, რომ მომავალი ბავშვისთვის კარგი მამა იქნებოდა. თავის მხრივ, რაფაელა ასევე აცხადებდა იტალიური პრესის ფურცლებზე, რომ მარიოსგან მზრუნველი მამა დადგებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ცდებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ რაფაელა ფიკო პრესაში ფიგურირებდა სწორედ იმ გოგონად, რომელიც ადრე თავის ქალიშვილობას ერთ მილიონ ევროდ ყიდიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა