საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდმა სადებიუტო მატჩში თავი გამოიჩინა
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ბელგიის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. მისმა "პეპინსტერმა" "ანტვერპენს" უმასპინძლა და 98:84 დაამარცხა.

კალათბურთს მოწყურებულმა პეპინსტერელებმა მრისხანე მეტოქესთან პირველივე ტაიმში მოითავეს საქმე - დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ (57:40). მასპინძლებმა სტუმრებს არც მეორე ტაიმში დაუთმეს რამე და სეზონი გამარჯვებით გახსნეს.

"პეპინსტერისგან" განსხვავებით, "ანტვერპენი" ბელგიური კალათბურთის ფლაგმანია. მას ამ ქვეყნის ნაკრების თავკაცი ედი კასტელსი წვრთნის. 16 ოქტომბრის მატჩში შენგელიას სამ მეტოქეს 20 აგვისტოს თბილისშიც უთამაშია: როელ მოორსს, რენდი ოვენეკეს და ვან დერ იონკჰეიდს.

თორნიკემ მათთან ბრძოლაში საკუთარი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა: 18 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი-დაფარება მიითვალა. მან 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ახალგაზრდა შენგელია მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა. სასტარტო ხუთეული ძირითადად ამერიკელებმა შეავსეს. მატჩის ბედიც სწორედ ოკეანისგაღმელებმა გადაწყვიტეს: დომინიკ ვოტერსმა 26 ქულა ჩააგდო, სტეფონ ჯექსონმა - 21, რაშუან ფრიმანმა - 20.

ზემოთ პეპინსტერელებს "კალათბურთს მოწყურებულები" იმიტომ ვუწოდეთ, რომ ისინი ორი კვირაა, იცდიან... ბელგიის ჩემპიონატი 2 ოქტომბერს დაიწყო. შეჯიბრებაში 9 კლუბი მონაწილეობს და ყოველ ტურს ერთი გუნდი ტოვებს. პირველ დღეს სწორედ შენგელიას თანაგუნდელებს მოუწიათ დასვენებამ. მეორე ტურის მატჩი 10 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ "პეპინსტერის" მეტოქე "შარლერუა" საერთაშორისო სარბიელზე თამაშისთვის ემზადებოდა და ბელგიის ჩემპიონატის მატჩი გადაიდო. "პეპინსტერის" უახლოესი მატჩი 23 ოქტომბერს იგეგმება - "მონსს" ეწვევა.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა