25 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა
25 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

დელეგატებმა ამ თანამდებობაზე ყოველთვიური ჟურნალ "ათიანის" მთავარი რედაქტორი გია გორგოძე აირჩიეს.

ელგუჯა ბერიშვილი, ვინც ბოლო ოცი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა სსჟა-ს, კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

საპრეზიდენტო არჩევნებში გორგოძეს სამი კონკურენტი ჰყავდა: პაატა ნაცვლიშვილი, ოთარ გიორგაძე და დავით თავართქილაძე.

არჩევნების დაწყებამდე პაატა ნაცვლიშვილმა გია გორგოძის სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა, ხმები კი შემდეგნაირად განაწილდა: გამარჯვებულს 46-მა დაუჭირა მხარი, ოთარ გიორგაძეს ოცდაცხრამ, დავით თავართქილაძეს კი 4 ხმა ერგო. ხმის დამთვლელმა კომისიამ ორი ბიულეტენი ბათილად სცნო.

"ჩვენ უამრავი გეგმა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, თქვენი დახმარებით ყველას განვახორციელებთ. ჩემი სურვილია, რომ ქართველი სპორტული ჟურნალისტები ერთ დიდ ოჯახად ვიქცეთ," - განაცხადა გია გორგოძემ.

მანვე დელეგატებს თავისი გუნდი გააცნო: ბიძინა ბარათაშვილი და ირაკლი თავაძე ვიცე-პრეზიდენტები იქნებიან, ილია ბაბუნაშვილი კი გენერალური მდივანი.

სსჟა-ს ახალი პრეზიდენტის თქმით, სპორტულ ჟურნალისტთა პირველი შეკრება მაისში გაიმართება.

msy.gov.ge

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა