მოტოგრან-პრის კლასში ჩემპიონატი პრაქტიკულად დასრულებულია, უფრო სწორედ ჩემპიონი თითქმის გარკვეულია...

მოტოგრან-პრის კლასში ჩემპიონატი პრაქტიკულად დასრულებულია, უფრო სწორედ თითქმის გარკვეულია ჩემპიონი - "იამაჰას" პილოტმა ხორხე ლორენსომ აქამდე ჩატარებულ შვიდ რბოლაში მეხუთე მოიგო და დიდი უპირატესობით უსწრებს კონკურენტებს, თანაც ნუ დაგვავიწყდება, რომ ტრავმის გამო კარგა ხანი ვერ დაბრუნდება ტრასაზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვალენტინო როსი.

სტარტზე განსაკუთრებული უსიამოვნებები დანი პედროსას ელოდა. დისტანციის პირველ მეტრებზე ესპანელი მეორე ადგილზე გავიდა, მაგრამ პირველ მოსახვევში შეცდა და მეათე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ამასობაში, ლორენსომ შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია, თუმცა სტოუნერი კვალში ჩაუდგა. კეისმა შეძლო ტემპის შენარჩუნება და ბრძოლა გაუმართა ესპანელს.

მაგრამ ავსტრალიელი არ გამხდარა ლორენსოს მთავარი პრობლემა. ანდრეა დოვიციოზომ დამაჯერებელი სტარტი აიღო და მეორე წრე მეორე პოზიციაზე დაასრულა - სტოუნერი ჩამორჩა და იტალიელმა რბოლის ლიდერზე მიიტანა იერიში. ეს ტრიო მეტად მჭიდროდ მიდიოდა და ადრე თუ გვიან გასწრება გარდაუვალი იყო. ხორხე ლორენსომ გაქცევა ვერ შეძლო, როგორც ამას წინა ეტაპებზე აკეთებდა და მეოთხე წრეზე დოვიციოზო გაატარა.

მაგრამ ანდრეამ ლიდერობის შენარჩუნება ვერ შეძლო - რამდენიმე წუთის შემდეგ ხორხემ დაიბრუნა თავისი საყვარელი და ჩვეული პოზიცია. იტალიელი არ დანებდა, თუმცა მეორედ გასწრების რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ტრასაზე დაეცა და პრაქტიკულად აჩუქა გამარჯვება ესპანელს. ამ მომენტში ჩემპიონატის ლიდერის უკან... დანი პედროსა იმყოფებოდა. კატალონელმა რამდენიმე წუთში რვა პოზიციის მოგება მოახერხა. ამაში მას კეისი სტოუნერიც დაეხმარა, რომელმაც მცირე შეცდომა დაუშვა.

ავსტრალიელმა არამარტო დაკარგა გამარჯვების შანსი, არამედ კინაღამ პოდიუმის მიღმა დარჩა - კეისი მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითდა, მაგრამ შემდეგ მოახერხა რენდი დე პუნიეს გასწრება, მესამე ადგილი კი დოვიციოზოს წაქცევის შემდეგ ერგო. ფინიშთან ახლოს სტოუნერმა პედროსას შეუტია, მაგრამ "ჰონდას" საუკეთესო პილოტს ვერაფერი დააკლო.

კატალონიის გრან-პრი

1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 43.22,805; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - +4,754; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - +4,956; 4. რენდი დე პუნიე (საფ, "ჰონდა") - +18,057; 5. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "სუძუკი") - +21,361; 6. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +21,503...

საერთო ჩათვლა

1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 165 ქულა; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 113; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 91; 4. რენდი დე პუნიე (საფ, "ჰონდა") - 69; 4. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 69; 6. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 67...

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე