17 ოქტომბერს პლოვდივში მოჭადრაკეთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი ქართველებმა მძიმედ დაიწყო
პლოვდივში გუშინ დაიწყო მოჭადრაკეთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი, რომელშიც ქალთა 14 და ვაჟთა 49 გუნდი მონაწილეობს. მანდილოსნები 4, მამაკაცები კი 6 დაფაზე ცდიან ძალებს. საქართველოდან მონაწილეობს თბილისის "სამაია", რომელსაც შეჯიბრებაზე მეორე წელიწადია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აფინანსებს. ქართველ ქალთა გუნდმა შარშან მაკედონიაში მე-3 ადგილი დაიკავა. ბრინჯაოს მოპოვებაში თავისი წვლილი შეიტანეს მაია ჩიბურდანიძემ, ლელა ჯავახიშვილმა, მაია ლომინეიშვილმა, სოფიო ხუხაშვილმა და სალომე მელიამ.

წელს გუნდი ნაწილობრივ გადახალისდა. ლომინეიშვილისა და ხუხაშვილის ნაცვლად ნინო ხურციძე და ბელა ხოტენაშვილი თამაშობენ. საგულისხმოა, რომ ჩიბურდანიძემ და ხურციძემ 2006 წელს ერევნის "მიკას" შემადგენლობაში მოიგეს ევროპის საკლუბო ჩემპიონატი, 2007 წელს კი ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. ნინოს ჯერ კიდევ 2001 წელს ბელგრადის "აგროუნივერსალთან" ერთად აქვს მოპოვებული ოქროს მედალი. "სამაიას" ამჟამინდელი შემადგენლობიდან ევროპის საკლუბო პირველობებზე ყველაზე მეტი ჯილდო ლელა ჯავახიშვილმა შემატა საკუთარ კოლექციას - 2-2 ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.

ალბათ, ინტერესმოკლებული არ იქნება, ქომაგებს ევროპის საკლუბო ჩემპიონატებზე 2002 წლიდან ქართველ ქალთა მონაგარი შევახსენოთ: 2002-ნტნ (III ადგილი, ანა მათნაძე, ლელა ჯავახიშვილი, სოფიო გვეტაძე, ნანა ძაგნიძე), 2003-ნტნ (II, ძაგნიძე, მაია ლომინეიშვილი, ჯავახიშვილი, მათნაძე, გვეტაძე), 2004-ნტნ (I, ძაგნიძე, ლომინეიშვილი, ჯავახიშვილი, მათნაძე, გვეტაძე), 2005-ნტნ (I, ლომინეიშვილი, ძაგნიძე, ჯავახიშვილი, მათნაძე, თამარ წერეთელი), 2006-"ენერჯი ინვესტი" (II, ძაგნიძე, ჯავახიშვვილი, გვეტაძე, ლომინეიშვილი, მათნაძე), 2007-თბილისის "ინტერპლასტი" (VIII), 2009-"სამაია" (III ადგილი).

რაც შეეხება გუშინდელ შედეგებს, პირველ ტურში "სამაია" ბულგარეთის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა: ადრიანა ნიკოლოვა (2295)-ლელა ჯავახიშვილი (2451) 1:0, სალომე მელია (2439)-ივა ვიდენოვა (2283) 1:0, დარენა სირკოვა (2094)-ნინო ხურციძე (2435) 0.5:0.5, ბელა ხოტენაშვილი (2464)-მარია იანევა (2042) 1:0. მართალი გითხრათ, ამგვარ მძიმე დასაწყისს არ ველოდით, რადგან ნიკოლოვა ის მოჭადრაკე არ არის, რომელთანაც ჯავახიშვილი უნდა დამარცხდეს, ხოლო სირკოვა სულაც 16 წლისაა და ამას წინათ ბათუმში ახალგაზრდების ევროპის პირველობაზე თანატოლთა შორის 9 შესაძლებლიდან 5.5 ქულით მე-13 ადგილი დაიკავა, თანაც ნანი უნაფქოშვილსა და ანა კუჭავას დანებდა.

ქალებში დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: "მონტე კარლო" (მონაკო)-"ფოლკსბანკი" (გერმანია) 4:0, "აშდოდი" (ისრაელი)- AAVS (რუსეთი) 1:3, "პეტერბურგი" (რუსეთი)-"ფიშერ კიეტი" (იტალია) 3:1, "მიკა" (ერევანი)-"ჰერცლია" (ისრაელი) 4:0, "კომარნო" (სლოვაკეთი)-"ჰიდრორეჩტრანსი" (რუსეთი) 0.5:3.5, ბას ბელგრადი (სერბეთი)-"ოსლო" (ნორვეგია) 4:0. როგორც ვხედავთ, შვიდივე პაექრობა შედეგიანად დამთავრდა. გუნდის მოთამაშეთა საერთო მონაგრით ტურნირის რეიტინგფავორიტი "მონტე კარლო", "მიკა" და "ბას ბელგრადი" დაწინაურდნენ, რომლებმაც ოთხივე დაფაზე სძლიეს მეტოქეებს. "სამაია" მეშვიდეა. დღეს, მეორე ტურში, ჩვენი გუნდი მონაკოელებს (ჰამფი კონერუ, ინდოეთი - 2593, ჰოუ იფანი, ჩინეთი - 2578, ანა მუზიჩუკი, სლოვენია - 2535, პია კრამლინგი, შვედეთი - 2509, ელმირა სკრიპჩენკო, საფრანგეთი - 2464) დაუპირისპირდება, ფაქტობრივად, უძლიერეს მსოფლიო ნაკრებს. დანარჩენები კი ასე დაწყვილდნენ: AVშ-ბას, "მიკა"-"პეტერბურგი", "ჰიპრორეჩტრანსი"-"ოსლო", "ფოლკსბანკი"-"აშდოდი", "ფიშერ კიეტი"-"კომარნო", "ჰერცლია"-"ლოკომოტივი"...

ვაჟთა ტურნირი ჩვენთვის იმითაა საინტერესო, რომ ჩერნიგოველთა შემადგენლობაში ბაადურ ჯობავა გამოდის, ხოლო ლუქსემბურგელებს თორნიკე სანიკიძე მეწინავეობს. ჯობავას გუშინ არ უთამაშია. მისმა გუნდმა ბელარუსებს (გენტსე) სძლია 5.5:0.5, ხოლო სანიკიძის "კავალიემ" (ამ გუნდში თორნიკეს გარდა წოდება არავის აქვს) 0:6 წააგო `ბიჰაჩთან~ (ბოსნია-ჰერცეგოვინა), რომლის შემადგენლობაში 5 დიდოსტატი და 1 საერთაშორისო ოსტატი გამოდის. თავად სანიკიძე პირველ დაფაზე დიდოსტატ სტევიჩთან დამარცხდა. ასევე მშრალი ანგარიშით აჯობა ბელარუსთა "ვესნიანკამ" უელსის "კარდიფს" და ბოსნია-ჰერცეგოვინის "გლასინაჩმა - ალბანეთის "ბუტრინტის". ტურნირის რეიტინგფავორიტმა აზერბაიჯანის "სოკარმა" 5.5:0.5 დაჯაბნა მაკედონიის "გამბიტი". ნახევარი ქულა ჩვენი მეზობლებიდან შაჰრიარ მამედიაროვმა (2756) დაკარგა მარიან მიტკოვთან (2392) შეხვედრისას, არადა, როგორც ვხედავთ, აზერბაიჯანელი მეტოქეს რეიტინგში 364 პუნქტით უსწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა