"სოხუმმა", როგორც იქნა, სენსაცია "გამოაცხო"
სუპერლიგის პირველი წრის ბოლო ტურში ველოდით, რომ ცენტრალური მატჩი, "არმია"-"ოლიმპი" დაძაბულ ბრძოლაში ჩაივლიდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა - არმიელებმა 31-ქულიანი სხვაობით მოიგეს.

სამაგიეროდ, "სოხუმმა", როგორც იქნა, სენსაცია "გამოაცხო". "როგორც იქნა" იმიტომ დავწერეთ, რომ ვაჟა კვარაცხელიას შეგირდები მანამდეც ახლოს იყვნენ სენსაციურ გამარჯვებებთან, ჯერ "შსს აკადემიასთან", შემდეგ "დინამოსთან", თუმცა მე-11 ტურამდე მოუწიათ მოცდა - შაბათს "ქუთაისი" დამაჯერებელი თამაშით დაამარცხეს.

სწორედ ამიტომ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი სოხუმელი - ირაკლი ჩლაიძე და ვახტანგ ქადარია. საინტერესოა, რომ ეს დუეტი სტატისტიკურ ლიდერებშიც გამორჩეულია: ირაკლი საშუალო მაჩვენებლის მიხედვით საუკეთესო მექულეა, ხოლო ვახტანგი - საუკეთესო მომხსნელი (დაფარებებშიც პირველია).

რიჩარდ მათიაშვილის წინააღმდეგ კარგი თამაში ქადარიას ტურის კალათბურთელად დასახელების საწინდარი გახდა.

მაღალი შედეგიანობით სტყორცნეს "არმიელთა" ამერიკელმა ლიდერებმა, კურტის მილეიჯმა და ლემეინ უილსონმა.

ამიტომ არც მათი სიმბოლურში გამოჩენა უნდა გაგვიკვირდეს. რუსთაველებს სატურნირო ცხრილში მესამე ადგილის დასაკავებლად ბათუმში გამარჯვება სჭირდებოდათ. მოინდომეს და მიზანსაც მიაღწიეს.

კვლავ ეფექტური იყო ქვემოქართლელთა გამთამაშებელი ნეით ბოუი. 182 სმ სიმაღლის კალათბურთელმა ბურთი 13-ჯერ მოხსნა, 5-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და 25 ქულამდე ავიდა.

იმედი დავიტოვოთ, რომ 2013 წელს კიდევ უფრო საინტერესო შეხვედრებს ვიხილავთ. სუპერლიგის განახლებამდე ერთ გვერდს პირველი წრის შეჯამებას დავუთმობთ.

2013-მდე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tony
საღოლ ფაჟა! გაიხარე! сухуми город без фрайеров!!!
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა