"ბენფიკას" დუბლებში ქართველს შემთხვევით არ მიიწვევდნენ, მაგრამ 20 წლის მცველს საქართველოში არ სწყალობენ
ბაქარ მირცხულავა 16 წლის იყო, ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შეხვედრაში ლისაბონის "ბენფიკას" სელექციონერებმა რომ შენიშნეს და ახალგაზრდულ გუნდში მიიწვიეს.

ქართველი ახალგაზრდა ერთი წლის შემდეგ პორტუგალიური გრანდის დუბლებში დააწინაურეს, სადაც ორი წელი შეუცვლელად ითამაშა და გუნდის ვიცე-კაპიტანი გახდა.

"ბენფიკას" დუბლებიდან იმ იმედით წამოვიდა, რომ კარიერას რომელიმე ევროპული გუნდში გააგრძელებდა, რის გამოც თბილისის "დინამოს" მიწვევაზე უარი თქვა, მაგრამ პორტუგალიური "მარიტიმუს" ვარიანტი ჩაიშალა და ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნდა.

მაგრამ ჯერ "ბენფიკამ" გათავისუფლების ფურცელი ორი თვით დაუგვიანა, შემდეგ კი ამ კლუბის დატოვებაც მოუხდა.

ბოლოს ის თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობდა, მაგრამ...

"გასული სეზონი რომ დამთავრდა, "ტორპედოს" მწვრთნელს და გუნდის ხელმძღვანელობას გაშვება ვთხოვე. ვიცოდი, არ მათამაშებდნენ.

იქ ყოფნის პერიოდში თავი ფეხბურთელად არ მიგრძვნია, ამის საშუალება არც მომცემია.

მერე შემპირდნენ, რომ უკრაინაში გუნდს გამიხერხებდნენ. 2 თვე იქ ვიყავი, მაგრამ ეს დრო ისე გავიდა, გუნდში სინჯზეც არ მიმიყვანეს და ქუთაისში დავბრუნდი.

ნახევარი წელი უგუნდოდ ვიყავი და ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. ბოლო თვენახევარი "დინამოს" დუბლებში ვვარჯიშობდი და ნელ-ნელა რაღაცას ვემსგავსებოდი.

დიდი იმედი მქონდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ არა მგონია, რომ დავრჩე. მე რა პირობებიც მინდოდა, ბუბა ტყავაძეს ვუთხარი და დაგიკავშირდებითო, მაგრამ ეს, კარგად ვხვდები, რასაც ნიშნავს. ისეთი პირობები მითხრა, გაოცებული დავრჩი.

ჯერ ვარიანტები არ მაქვს, მაგრამ იმედია, საინტერესო რამე გამოჩნდება, მეც მეშველება და ერთხელ და სამუდამოდ დავლაგდები", - ამბობს მირცხულავა.

20 წლის მცველს კარგი სტატისტიკა აქვს. "ბენფიკას" დუბლებში ქართველებს შემთხვევით არ მიიწვევდნენ, მაგრამ საქართველოში არ სწყალობენ:

"ყველა ქართველ მწვრთნელს ჩემს ხასიათზე ჰქონდა გართულება და არა თამაშზე. მეუბნებოდნენ, უხეში და ფიცხი ხარო. ზოგიერთმა, თავში გაქვს ავარდნილი და ცოტა მიწაზე დაეშვიო და ასეთები.

ვფიქრობდი, ყველა ასე რომ მეუბნება, იქნებ რაღაც მართლა გადავამლაშე-მეთქი, მაგრამ "ბენფიკას" დუბლებში 3 წელი ყველაზე მეტი თამაში ჩავატარე, ვიცე-კაპიტნად ამირჩიეს და პირველ გუნდთან სისტემატურად ვვარჯიშობდი. ამ პერიოდში 3 მწვრთნელი გამოვიცვალე.

იქ თუ კარგი ფეხბურთელი და პიროვნება ვიყავი, დღემდე მიკვირს, ქართველმა მწვრთნელებმა რატომ ამითვალწუნეს? პორტუგალიელებისთვის არ მქონდა ცუდი ხასიათი?

ერთი ახსნა მაქვს: მლიქვნელობა არ მიყვარს და ალბათ, ამიტომ ამითვალწუნეს. რასაც ვფიქრობ, იმას ვლაპარაკობ, მიყვარს პირდაპირობა და ბევრს ეს არ მოსწონს. ან რატომ არ უნდა ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ და ჩემი აზრი არ დავაფიქსირო?

ბავშვი ვიყავი, საქართველოდან რომ წავედი და პორტუგალიაში ასე გავიზარდე. მწვრთნელებთან რა პრობლემაც უნდა გვქონოდა, ვეუბნებოდი და სულ მიგებდნენ და მეხმარებოდნენ. აქ პრობლემას რომ იტყვი, მწვრთნელი არ მოგისმენს. ანუ ევროპაში მიღებული აქ ცუდ ტონად ითვლება.

"ბენფიკაში" მწვრთნელთან ვხუმრობდით. რამე დამჭირდებოდა? - დირექტორს და მწვრთნელს ვაკითხავდი, ვარჯიშის მერე რესტორანში ერთად მივდიოდით. გუნდი კი არა, ერთი ოჯახი ვიყავით. ასეთი გარემოს შექმნას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ, რადგან სხვაგვარად წარმატების მიღწევა წარმოუდგენელი იყო.

აქ ფეხბურთელი მწვრთნელთან მისვლასა და ორ სიტყვის თქმასაც ერიდება, რადგან დიდი ალბათობაა, უზრდელის, უხასიათოსა და ქვეყნის ამომგდების სახელი მოგაკერონ და შემდეგ არ გათამაშოს ან საყვედური გითხრას...

ცხადია, ყველა მწვრთნელს არ ვგულისხმობ, რადგან ბევრი გულისხმიერი ადამიანი მინახავს, მაგრამ ზოგადი წარმოდგენა ასეთია. მიმაჩნია, რომ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ეს არის - არასწორი მიდგომები.

არადა, ძალიან ბევრს ნიშნავს, მწვრთნელი ფეხბურთელს როგორ მიუდგება. ჩემს ამბავს გავიხსენებ: პორტუგალიაში ჩასულს ადაპტაცია ცოტა გამიჭირდა. მწვრთნელმა იცოდა, რაც შემეძლო, მენდობოდა და მათამაშებდა. პირველი 6-7 მატჩი საერთოდ არ გამომივიდა.

მაგრამ ბოლომდე გვერდში დამიდგა, მენდო და 6-7 თამაშის მერე გავიხსენი. ძალიან დამეხმარა და მას შემდეგ აშკარად უკეთ და უკეთ ავთამაშდი.

პორტუგალიელები დღემდე მიკავშირდებიან და მამხნევებენ, მათ შორის, ძველი მწვრთნელებიც. რომ ვეუბნები, წელიწადზე მეტია, უგუნდოდ ვარ და არ ვთამაშობ-მეთქი, ჰგონიათ, რომ ვხუმრობ და სინამდვილეში ევროპის რომელიღაც კლუბში ვასპარეზობ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zizi
ბაქარი შენ ძლიერი ხარ,გიცნობ და ვიცი..შენ გაიმარჯვებ,ორივემ ვიცით საქართველოში ფეხბურთს გამარჯვება არ უწერია,მანამ....ხო იცი არაა??წარმატებებს გისურვებ..
nevedimka
დატუნა უფასოდ ტამაში როგორია ტან ნახევარი წელი თბილიში იყავი ნახევარი წელი უფულოდ და ნახავ როგორ გაგიჭირდება ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ ბიჭს საქართველოში ფეხბურთს განვიტარება არ უცერია საქართველოში ტამაშს ფული და კაცი უნდა ერთი განახათ ამ ბავშვზე რას წერდა ბენფიკის მტავარი მწვრთნელი პორტუგალიაში თუ ენდობოდნენ საქართველო რა გახდა ასეტი
nuca
ბოლო კომენტარების ავტორებს მივმართავ: ფეხბურთის იმ მესვეურების დაცვა, რომლებიც ფეხბურთელების აღზრდას, თავის გამოჩენის შესაძლებლობის მიცემას პერსპექტივაში კი არ უყურებენ, არამედ ფეხბურთი ყოვედღიურ საშოვრად აქვთ გადაქცეული, არა მგონია ზნეობრივი იყოს. ზოგადად ქართულ საზოგადოებაში ადამიანი ღირებულებას არ წარმოადგენს, ზოგიერთებისათვის ის მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი საგანია. დარწმუნებული ვარ ბოლო კომენტარების ავტორებისნაირები ხვდებიან ყველა კლუბში ახალგაზრდებს! თორემ 90-იან წლებში გვყავდა მსოფლიო დონის ფეხბურთის ვარსკვლავები და ამ "აღმშენებლობის" პერიოდში როგორ ხდება, რომ ჩემპიონთა ლიგაზე აღარცერთი ქართველი აღარ გვიხარებს გულს....
datuna
რატო არ წერ რა პირობებია რო არ გიკმაყოფილებენ? 2 წელი არ გითამაშია კიდე პირობებს აყენებ ტო? შენ ადგილას უფასოთ თამაშზეც თანახმა ვიქნებოდი. დათანხმდი სანსმ დროა მაგ პირობებს გირჩევნია ბუბა რასაც გეუბნება თუ არადა იქნები კიდევ ერთი ნიჭიერი მარა ქართული ხასიათის გამო გაფუჭებული
სამწუხაროდ
სამწხაროდ შენც იგივე დაგემართა, რაც ჭანტურიას, რას გამორბოდი ბენფიკადან, მაგრამ შენ ხომ დიდ ფეხბურთელად იგრძენი თავი და უკვე დუბლ გუნდში თამაში გიტყდებოდა, ეგაა სიმართლე ჯიგარო, გეგონა გრანდები მიგიწვევდნენ მაგრამ მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო, მწვრთნელებს კიდე სავარაუდოდ უტლიკინებ ენას, რომ შენ დიდი ფეზბურთელი ხარ და ისნი ვერ გამჩნევენ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ტავში აგივარდა და დაენარცხე. ისევ და ისევ სამწუხაროდ თქვენნაირების გამო ქართულ ფეხბურთს განვითარება არ უწერია.
დუდუ
კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ქართული ფეხბურთს ყველა დონეზე მართავენ არაკომპეტენტური ადამიანები. სისტემაა ბანძი. ამოჩემებს რამეს რომელიმე ხეპრე მწვრთნელი, შეჯდება ვირზე და პატრონიც და გამკითხავიც არავინაა. იმიტომაც გვაქვს მაგარი შედეგები.
გულშემატკივარი
ბუბა ტყავაძეზე კარგის მთქმელი ვერ ვნახე, ვერც თაამშრომლებში და კოლეგებში და ვერც ფეხბურთელებში! რაში სჭირდება ასეთი უარყოფითი რეპუტაციის პიროვნება დიდი ისტორიის მქონე გუნდს?
nuca
გარკვეული მიზეზების გამო კარგად მესმის ახალგაზრდა ფეხურთელის! გამხნევდი, ნუ მისცემ ბუბა ტყავაძისნაირ მედროვეებს შენზე ძალადობის საშუალებას, ისინიც იწვნევენ ბეუკუღმართობას საკუთარ თავზე.ამდენი ახალგაზრდის გულისტკივილი დაუსჯელი არ დარჩება ფეხბურთის ვაიმესვეურებისთვის.მინდა გავმხნევო ასე ჭკვიანურად მოაზროვნე ფეხბურთელი და წარმატებები ვუსურვო.ფეხბურთის დღევანდელი ვარსკვლავების ცხოვრებაშიც ყოფილა დაბრკოლებები, მაგრამ თუ ფეხბურთი გიყვარს და ფეხბურთს -ძირითადი ღირებულებების"უფლისა და სამშობლოს" სამსახურში ჩააყენებ, აუცილებლად გაიღება შენთვის დიდი საფეხბურთო სამყარო!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა