თბილისის "დინამოს" მმართველი დირექტორი გუნდში მოსალოდნელ ცვლილებებსა და მოსამზადებელ გეგმაზე საუბრობს
თბილისის "დინამოს" მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე გვიმხელს, რა ცვლილებებია მოსალოდნელი "დინამოში", სად გაივლის გუნდი მოსამზადებელ შეკრებას და ა.შ.

- სანამ მოსამზადებელი ეტაპის ამბებზე ვილაპარაკებ, მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში სულ დინამოელები რომ დაასახელეს. ჩისკოს კი გამარჯვება მინდა მივულოცო.

- ამტკიცებენ, რომ თბილისის "დინამო" გაძლიერებულად ეძებს მცველებს. ამას ადასტურებდა ის ფაქტიც, რომ სეზონის მსვლელობისას განელი მცველი გასინჯეთ.

- ჩვენ ლეგიონერ მცველებზე უარს არ ვიტყვით, თუ ისინი ჩვენებზე ძლიერები იქნებიან. მაგრამ ვეძებთ არა მხოლოდ მცველებს.

არაერთხელ ხაზგასმით მითქვამს, რომ გაძლიერება ყველა რგოლში გვჭირდება.

ორი ცვლილება უკვე ცნობილია: ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტები გაუწყდათ ალბერტ იაგუესა და გოგიტა გოგუას. ეს უკანასკნელი გორის "დილაში" იჯარით იყო და მისი ტრანსფერი "დინამოს" ეკუთვნოდა.

- ახალწვეულები უკვე გყავთ?

- ჯერ არა, თუმცა ჩვენს გეგმაში რადენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატებაა, რომლებიც მომავალში "დინამოში" თავის ადგილს დაიკავებენ. სელექციას ვაგრძელებთ და ისეთ მოთამაშეებსაც ვეძებთ, რომლებიც გუნდს დღესვე გააძლიერებენ.

- როგორც ჩანს, პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, "სასკოს" თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია თქვენთან არ ითამაშებს.

- მის მიმართ ინტერესი მართლაც გვქონდა, მაგრამ ეს ისეთი ინტერესი იყო, როგორიც პირველი ლიგის ფეხბურთელს შეეფერებოდა. იმის თქმა, რომ ქვილითაიას მოყვანით წინა ხაზში ყველა პრობლემას გადავჭრიდით, არასწორი იქნებოდა. ის პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელიც თავის გამოვლენას მომავალში შეძლებდა.

- ვინმე უკვე დაიმატეთ?

- დავიმატეთ ახალგაზრდა თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძე, რომელიც ჯერ "ორჰუსში", შემდეგ კი "ზესტაფონში" თამაშობდა. ასევე დიდი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთან ითამაშებს ბათუმის "დინამოს" 18 წლის ნახევარმცველი ნიკა დიასამიძე.

- მომზადებას სად და როდის დაიწყებთ?

- გუნდი 10 იანვარს შეიკრიბება და თბილისში ივარჯიშებს, 21 იანვარს კი ანტალიაში 10 დღით გაემგზავრება, 5 დღით დაბრუნდება და შემდეგ ისევ თურქეთში მოემზადება.

დინამო: პერსპექტიული ახალგაზრდები და... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

2012 წლის ნომინანტები: საუკეთესო ფეხბურთელი გურამ კაშიაა

აკაკი ხუბუტიამ რუმინეთი დატოვა - მცველის მენეჯერს დუშან უჰრინი დაელაპარაკა

ნიკა საბანაძე, ლაშა სალუქვაძე და აკაკი ხუბუტია თბილისის "დინამოში"?

გიორგი ლორია: ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას ველოდები

dudu
შერჩევების გამოცხადებაა საჭირო და ნიჭიერი ბიჭების შერჩევა ყველა ასაკში, თორე იკარგებიან კარგი მონაცემების მქონე ახალგაზრდები. კლუბსაც წაადგება.
asea es
მარტო დინამოს გაძლიერება არაფერს იზამს. სხვა გუნდებიც უნდა გაძლიერდნენ და მძაფრი კონკურენციის პირობებში ამაღლდება ფეხბურთი დონე. დინამო 10 წელი ზედიზედ ხდებოდა ჩემპიონი, მაგრამ ვინაიდან კონკურენცია არ იყო, ევროპაზე პირველსავე ეტაპიდან ვარდებოდა.
gocha
ეგერ შალამბერიძე ყოფილა მერე უგუნდოდ. პოლონეთში საკმაოდ კარგი პრესა ჰქონდა. არამგონია, ცდად არ ღირდეს. სწრაფია ძალიან
fani
მივესალმები დინამოს გაძლიერებას და წარმატებები მინდა ვუსურვო.. კარგია ახალი ფეხბურთელების ძიებაც..ვფიქრობ პირველი ლიგისა და დუბლების ბიჭებიც იმსახურებენ წინსვლას..იქ არაერთი ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშე ყავს დინამოს..არ დაჩაგროთ ეს ბიჭები
zvezda
ძალიან კარგია რომ გუნდის გაზლიერებაზე მუდამ ზრუნავს დინამოს ხელმძგვანელობა, მაგრამ დუბლებში და პირველი ლიგის გუნდშიც ყავთ კარგი ბიჭები.. მატზეც რომ იზრუნონ მომავლისატვის არ იქნება ურიგო..წარმატებები მინდა ვუსურვო დინამოს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა