"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი "სანდერლენდთან" შეხვედრაში მსაჯის, კევინ ფრენდის გადაწყვეტილებებით უკიდურესად უკმაყოფილო დარჩა
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი "სანდერლენდთან" შეხვედრაში მსაჯის, კევინ ფრენდის გადაწყვეტილებებით უკიდურესად უკმაყოფილო დარჩა.

ინგლისის ჩემპიონატის მე-19 წუთის მატჩში "მანჩესტერ სიტი" სტუმრად "სანდერლენდთან" 0:1 დამარცხდა და თან ის ერთადერთი გოლიც "ქალაქელთა" ყოფილმა მოთამაშემ ადამ ჯონსონმა გაიტანა.

იქამდე კი, სანამ ჯონსონი გადამწყვეტ დარტყმას შეასრულებდა, არბიტრს გამოეპარა კრეიგ გარდნერის უხეში თამაში პაბლო საბალეტას წინააღმდეგ.

"კიდევ კარგი, არბიტრმა წითელი ბარათი საბალეტას არ უჩვენა...

იქამდე, სანამ ბურთს ჯონსონი მიიღებდა, საბალეტაზე აშკარა უხეში თამაში იყო.

გასაოცარია, მაგრამ ერთბაშად ორმა არბიტრმა ვერ შენიშნა ეს ეპიზოდი. ეტყობა, მსაჯმა შობას მაგრად მოილხინა", - სარკაზმით თქვა იტალიელმა.

Video

სანდერლენდი - მანჩესტერ სიტი 1:0

"არ ვიცი, როგორ შეიძლებოდა ამ მატჩის წაგება. ბრწყინვალედ ვთამაშობდით, მაგრამ შემდეგ გავუშვით და თავად ვეღარ გავიტანეთ.

ჩემს თავდამსხმელებს სერიოზული მუშაობა მართებთ თავიანთ ფორმაზე.

სულ ერთია, რამდენია ახლა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩვენი ჩამორჩენა - ხუთი, ექვსი თუ შვიდი ქულა. სეზონი გრძელია. "წითელი ეშმაკები" ძალიან ბევრ გოლს უშვებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დეფიციტის აღმოფხვრა შეგვეძლება", - აქვეყნებს მანჩინის სიტყვებს "მანჩესტერ სიტის" ოფიციალური გვერდი.

ინგლისის ჩემპიონატის მომავალ ტურში "მანჩესტერ სიტი" სტუმრად "ნორვიჩთან" ითამაშებს.

ასევე იხილეთ:

ინგლისი. პრემიერლიგა. XIX ტური: "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩვეულ ამპლუაში [VIDEO]

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა