ჰენრიხ მხითარიანის ყველა მოგზაურობა, რომელიც ბრაზილიელებს შორისაც "შახტარის" შეტევის ლიდერი გახდა და ნახევარ სეზონში 20 გოლი გაიტანა

ჰენრიხ მხითარიანს "შახტარში" ხუმრობით "ბაზის დირექტორს" ეძახიან, თუმცა მეორე მეტსახელიც აქვს - ყოველგვარი ირონიის გარეშე მას "ჩვენი ბექჰემი" შეარქვეს.

სინამდვილეში, მხითარიანი საერთოდ არ ჰგავს ინგლისელ ვარსკვლავს, მაგრამ "შახტარის" თანამშრომლები ამტიკცებენ, რომ დონეკური კლუბის ფორვარდი უკვე შემდგარი ვარსკვლავია (ამაზე მეტყველებს დღეს სახალხო სიყვარულის ყველაზე საიმედო და მოდური საზომი - "ლაიქების" რაოდენობა "ფეისბუქში").

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პურის ფულს ფეხბურთით შოულობენ, მდიდარი გეოგრაფიული ბიოგრაფია უცხო არ არის, მაგრამ თავისი 24 წლის ასაკში, ჰენრიხმა მოასწრო საკმაოდ უცნაური მარშრუტებით მოგზაურობა და საბოლოოდ, ცხოვრებამ დონეცკური ბაზის დირექტორობამდე და "შახტარის" გულშემატკივრების საყვარელ ფეხბურთელობამდე მიიყვანა.

პარიზი-ერევანი

მხითარიანს ჰქონდა კარგი შანსი იმისა, რომ გაემეორებინა ალენ ბოგოსიანის ან იური ჯორკაეფის ბედი - ის საფრანგეთში აღმოჩნდა მაშინ, როცა ერთი წლისა შესრულდა.

ჰენრიხის მამამ - ჰამლეტმა 1984 წელს "არარატში" თამაშისას გაითქვა სახელი, როცა 18 გოლი გაიტანა (მან სეზონში სამი ჰეთ-თრიკი და ერთი პოკერი შეასრულა). უფროსმა მხითარიანმა მიიღო საფრანგეთის მესამე დივიზიონის კლუბის "ვალანსის" წინადადება.

ამ გუნდის რიგებში მან ხუთი წელი ითამაშა, რის შემდეგაც რამდენიმე თვე გაატარა პარიზის ახლოს მდებარე ისი-ლე-მულინოს "არარატში".

"მამას ხანდახან დავყვებოდი ვარჯიშებზე, ვერთობოდი, მაგრამ შემდეგ ფეხბურთში მეცადინეობის დრო აღარ იყო, რადგან მამა დაავადდა. სამაგიეროდ, ფრანგული შევისწავლე - თავისუფლად შემიძლია ლაპარაკი", - ამბობს ჰენრიხი.

უფროსი მხითარიანის ავადმყოფობის გამო, ოჯახს სომხეთში დაბრუნება მოუწია, სადაც 1996 წელს ჰამლეტ მხითარიანი გარდაიცვალა. მამის სიკვდილის შემდეგ, ჰენრიხმა სერიოზულად დაიწყო ფეხბურთში ვარჯიში.

- მაშინ ცხოვრება რთული იყო. შუქს ხშირად რთავდნენ, წყალს დღე-ღამეში ოთხი საათი გვაძლევდნენ.

ვხედავდით, რომ საფრანგეთის შემდეგ, სომხეთში რთული იყო ცხოვრება, მაგრამ გვესმოდა, რომ სირთულეებს უნდა გავმკლავებოდით. ფეხბურთს არა მინდორზე, არამედ მიწაზე ვთამაშობდით.

მაშინ ბალახიც არ იყო. არც პირობები: ვარჯიშის შემდეგ ძლივს ვშოულობდით წყალს, რომ დაგვებანა და შინ წავსულიყავით.

- ბავშვობაში კარგი მწვრთნელები გყავდათ?

- ადრეულ ასაკში მწვრთნელი გასწავლით როგორ დაარტყა და როგორ მიიღო ფეხბურთისგან სიამოვნება, ამიტომაც, ასეთ ასაკში რაღაც სერიოზულ ვარჯიშს აზრი არ აქვს.

- ამბობენ, რომ ტექნიკა სწორედ ბავშვობაში იხვეწება...

- ასეა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელს სწავლა უნდა. გარდა იმისა, რომ მინდორზე ვარჯიშობ, დამატებით სახლში ან ეზოშიც უნდა იმეცადინო, რათა რაღაც შეისწავლო, რადგან დღეში ერთი საათი ან საათნახევარი ბურთის დევნა საკმარისი არ არის.

მხითარიანმა ვერ მოასწრო ფრანგული საფეხბურთო სისტემის გაცნობა, სამაგიეროდ, პარიზიდან ჩამოიტანა "კულტურული" ხასიათის ტვირთი.

- ვუყურებდი ათასგვარ ფილმს ტექნიკაზე, ვარჯიშებზე. ბევრი კასეტა მქონდა. მაგალითად, 1500 საუკეთესო გოლი ან ფრანკ ლებეფის ვარჯიშები პატარა ბიჭებთან. ეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის "სტრასბურში" თამაშობდა.

- სავარაუდოდ, ლებეფი არ ყოფილა თქვენი საყვარელი ფეხბურთელი.

- როგორც ფეხბურთელი, ჩემთვის იდეალი ზიდანი იყო. შეიძლება ეს იმას უკავშირდება, რომ ის ფრანგი იყო. დიდი როლი ითამაშა იმან, რომ ადრე საფრანგეთში ვცხოვრობდით და ჩემთვის ეს ქვეყანა სამშობლოსავითაა.

ერევანი - სან პაულუ

13 წლის მხითარიანმა უცნაური მარშრუტით დაიწყო წინსვლა - მის პირველ უცხოურ კლუბად უნდა მივიჩნიოთ ბრაზილიის "სან პაულუ". თუმცა იქ ჰენრიხმა მხოლოდ ოთხი თვე გაატარა.

- "პიუნიკსა" და "სან პაულუს" შორის ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც ყოველ ექვს თვეში უნდა გაეცვალათ მოთამაშეები. იქ ბევრი რამ ვისწავლე, რადგან ბრაზილიელ ფეხბურთელებთან ერთად თამაში ძალიან სასარგებლოა.

ისინი ძალიან ტექნიკურები არიან. ვარჯიშებზე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ დარტყმებს: როგორ უნდა მოიქნიო ფეხი, როგორ უნდა მოჭრა ბურთი... ბაზაზე ვცხოვრობდით და სკოლაშიც ბაზიდან დავდიოდით. ორ კვირაში ერთხელ ბრაზილიელ ბიჭებთან ერთად ქალაქში გავდიოდით.

- პორტუგალიურის შესწავლა მოასწარით?

- იქამდე, სანამ ბრაზილიაში გავემგზავრებოდით, პორტუგალიის შესწავლა ერევანში დავიწყეთ - მასწავლებელი დაგვიქირავეს. მაგრამ ერთია სწავლა და მეორე - ურთიერთობა. პორტუგალიურად ლაპარაკი უკვე ბრაზილიაში ჩასვლის შემდეგ დავიწყეთ.

"პიუნიკში" მხითარიანს 17 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი და მან პირველივე მატჩში გაიტანა. სამი კალენდარული წლის განმავლობაში, ფორვარდი ოთხჯერ გახდა სომხეთის ჩემპიონი, პარალელურად, ორი წელი არმიაში იმსახურა.

- სპორტსმენებს ცალკე ნაწილი ჰქონდათ - იქ ცხოვრობდნენ და ვარჯიშებზე დადიოდნენ. ყოველდღე იქ ღამით დარჩენა არ გვიწევდა, მაგრამ როცა საჭირო იყო, ნაწილში ზედიზედ რამდენიმე ღამეს ვატარებდით. ამ დროს ნამდვილ სამხედროებს ვგავდით - შვიდ საათზე ადგომა, საუზმე, 40 წამში ჩაცმა...

- ნუთუ სომხეთში შეუძლებელი იყო ბრტყელტერფიანობის ან კუჭის წყლულის "ყიდვა"?

- რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო, მაგრამ თუ შენ სომხეთის მოქალაქე ხარ, სხვებივით უნდა იმსახურო. სხვებისგან არაფრით გამოირჩევი. ჩვენთან ყველა ადამიანი ერთ დონეზე დგას.

მხითრიანით დაინტერესებას გამოთქვამდნენ ისეთი კლუბები, როგორებიც არიან კიევის "დინამო", "ლიონი" და რატომღაც "ბოკა ხუნიორსი". ჰენრიხი ამ სიას ადასტურებს, მაგრამ თან აზუსტებს:

"ინტერესი და წინადადების მიღება - განსხვავებული ცნებებია, - ამბობს მხითარიანი. - რატომ მივიღე დონეცკის "მეტალურგის" წინადადება? კარგად ვიცნობდი მის მწვრთნელს ნიკოლაი კოსტოვს, რომელიც მანამდე სომხეთის "ბანანცში" მუშაობდა.

არმიაში სამსახურის დროს ქვეყნის დატოვება მეკრძალებოდა. როცა იქ სამსახურს მოვრჩი, "მეტალურგმა" ტრანსფერი შემომთავაზა. იქ გადასვლა კიდევ იმის გამო მინდოდა, რომ კლუბში რამდენიმე სომეხი ფეხბურთელი თამაშობდა.

დონეცკი-დონეცკი

"მეტალურგში" პირველივე სეზონის შემდეგ, მხითარიანი გუნდის კაპიტნად აირჩიეს, მაგრამ ეს პოსტი მან მხოლოდ თვენახევარი შეინარჩუნა. "შახტარს" 7.5 მილიონი დოლარი დაუჯდა ფორვარდის ერთი დონეცკური ბაზიდან მეორეში გადაყვანა.

"მოლაპარაკებები ორი-სამი დღე გრძელდებოდა და მე დამეხმარა "მეტალურგის" სპორტული დირექტორი ვარდან ისრაელიანი. ისიც სომეხი გახლავთ. ჩემთვის კარგი უნდოდა, ამიტომაც ერთად განვიხილავდით კონტრაქტის პირობებს", - ყვება მხითარიანი.

თუ დევიდ ბექჰემთან შედარება გულშემატკივართა შორის პოპულარობიდან გამომდინარეობს, მეორე მეტსახელი - "ბაზის დირექტორი" მხითარიანმა იმის გამო მიიღო, რომ სულ რაღაც სამ წელიწადში იცხოვრა "მეტალურგისა" და "შახტარის" ბაზებზე.

- ჩემთვის აქ მოხერხებულია. ყველაფერი მაქვს ვარჯიშების შემდეგ დასვენებისთვის, ვარჯიშების წინ მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრისთვის. იმას არ ვამბობ, რომ ყოველ დღე მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ და თავში სხვა აზრები არ მიტრიალებს. უბრალოდ, მინდა კარგ ფეხბურთელად გავიზარდო, ამიტომაც მირჩევნია ბაზაზე ცხოვრება.

- არ გბეზრდებათ?

- არა, რადგან თუ დრო და სურვილი გაქვს, თუ ვარჯიშის შემდეგ დაღლილი არ ხარ, ქალაქში გასეირნებას არავინ გიკრძალავს. დონეცკში ბევრი მეგობარი და ნაცნობი მყავს და სწორედ მათთან ვატარებ დროს.

- დონეცკში არ არის ბევრი გასართობი ადგილი.

- რატომაც არა. ასეთი ადგილი ბევრია. მაგალითად, მე მაინტერესებს მაღაროების მონახულება. იქ ჯერ არ ვყოფილვარ.

საკმაოდ სახიფათო ადგილია, მაგრამ მინდა ვნახო, როგორ მუშაობენ ადამიანები და როგორ იბრძვიან გადარჩენისთვის. ჩემი რიგი ჯერ არ მოსულა. კლუბი ვერ გარისკავს და ყველა ფეხბურთელს ერთად არ ჩაუშვებს მაღაროში (იცინის).

- თქვენ თქვით, რომ მხოლოდ ფეხბურთზე არ ფიქრობთ. კიდევ რა გაინტერესებთ?

- ვფიქრობ ცხოვრებაზე... რა მაინტერესებს? გაზეთებში ახალ ამბებს ვკითხულობ, მიყვარს წიგნის კითხვა, ახალ ფილმებს ვუყურებ, მეგობრებთან "სკაიპის" მეშვეობით ვლაპარაკობ...

წლევანდელ სეზონში "შახტარი" გვაკვირვებს არა მხოლოდ შედეგებით, არამედ თავდაჯერებული და აგრესიული თამაშით ისეთი კლუბების წინააღმდეგ, როგორებიც არიან "იუვენტუსი" ან "ჩელსი".

- ეს იმით არის გამოწვეული, რომ ყოველ წელს ფეხბურთელები უფრო მეტ გამოცდილებას იღებენ.

შეუძლებელია არ გაიზარდო ისეთ მწვრთნელთან, როგორიც "მისტერია" (მირჩა ლუჩესკუ), თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი გაგაჩნია. იმის გამო, რომ ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავდა და ყველას უნდოდა სწავლა, ამან ნაყოფი გამოიღო.

ჩვენ ახლა კარგად ვიცით, კონკრეტულად რომელ ეპიზოდში როგორ უნდა ვითამაშოთ. ჩვენ გვესმის, რომ იმავე "ჩელსის" წინააღმდეგ უბრალოდ ბურთი კი არ უნდა მოვიგერიოთ, არამედ უნდა ვითამაშოთ, რადგან ეს შეგვიძლია. "მისტერიც" უფრო მეტად გვენდობა და უფრო იშვიათად იმაღლებს ხმას ჩვენთან ურთიერთობისას.

- სიმართლე თქვით, მოსაწყენი არ არის უკრაინის ჩემპიონატში თამაში? ბევრი მატჩი საშინელი სანახავია.

- ჩემთვის მოსაწყენი არ არის, რადგან ვთამაშობ და არა ვუყურებ. შესაძლოა, ზოგიერთისთვის მოსაწყენი იყოს, ვინაიდან ჩვენ ქულებს არ ვკარგავთ აუთსაიდერებთან.

არის რამდენიმე გუნდი, რომელიც ამას აკეთებს და ამიტომაც ეკარგება აზრი მათთვის ჩემპიონობისთვის ბრძოლას. ვფიქრობ, "მისტერი" კარგად ახერხებს ჩვენს საბრძოლოდ განწყობას იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან.

- მაგრამ თქვენ ხომ წინასწარ იცით, რომ მოიგებთ შეხვედრას.

- არ, არ ვიცით, რომ მოვიგებთ. წინასწარ შედეგის გამოცნობა შეუძლებელია.

- ანუ თქვენ ამტკიცებთ, რომ "შახტარს" რეალურად უჭირს ჩემპიონატში თამაში?

- არ უჭირს, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩემპიონატში და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში - მართლაც რთულია, რადგან სხვაგვარად უნდა განეწყო.

არავისთვის დასამალი არ არის, რომ ჩემპიონატში არიან გუნდები, რომლებიც მოედანზე მხოლოდ იმისთვის გამოდიან, რომ დიდი ანგარიშით არ წააგონ, ჩემპიონთა ლიგაზე კი ერთი პატარა შეცდომაც კი შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.

- რატომ მიდიხართ სომხეთის ნაკრებში სათამაშოდ? ეს ხომ დროისა და ენერგიის ფუჭი ხარჯვაა, თან იქ ფულს ვერ გამოიმუშავებ.

- იმიტომ, რომ ჩემმა ქვეყანამ ბევრი რამ მომცა და მინდა ვალი დავუბრუნო. ჩემთვის ნაკრებში თამაში - ყოველთვის დიდი სიამოვნებაა, რადგან ახლო მეგობრების მხარდამხარ ვთამაშობ. ჩვენ იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს.

მინდა, რომ ჩემი ნაკრები ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეს ევროპაში და მთელს მსოფლიოში ლაპარაკობდნენ სომხეთზე. ფული კი ჩემთვის ცხოვრებაში პირველ ადგილზე არ არის. ჩემთვის მთავარია ჯანმრთელობა, დიდება, რომელსაც ფეხბურთი მაძლევს. ფულს გაუგებრად არ ვხარჯავ. ფული საკმარისად მაქვს, მაგრამ მას თანდათანობით ვხარჯავ. ვიცი სად დავხარჯო და სად არა.

ჰენრიხ მხითარიანი

დაიბადა: 21 იანვარი 1989

დაბადების ადგილი: ერევანი, სომხეთი

სიმაღლე: 1.78 მ

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი, ფორვარდი

კარიერა

2006-2009 პიუნიკი 70 (30)

2009-2010 მეტალურგი (დ) 37 (12)

2010- შახტარი 60 (31)

ნაკრები

2006 სომხეთი U-17 5 (1)

2006-2007 სომხეთი U-19 6 (1)

2006-2010 სომხეთი U-21 13 (9)

2007- სომხეთი 35 (10)

ტიტულები

სომხეთის ჩემპიონი (4): 2006, 2007, 2008, 2009

სომხეთის სუპერთასი (2): 2007, 2009

სომხეთის თასი (1): 2009

უკრაინის ჩემპიონი (2): 2011, 2012

უკრაინის თასი (2): 2011, 2012

უკრაინის სუპერთასი (1): 2012

სომხეთის წლის ფეხბურთელი: 2009, 2011

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვხედავ ფეხბურთელების ხელფასს და მსოფლიო ჩემპიონატზე მეც ვითამაშებ" - დონალდ ტრამპი
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა