ფლორენციელებს "რივერის" ორი ფეხბურთელის, 21 წლის როხელიო ფუნეს მორის და 20 წლის ესეკილ სირილიანოს შეძენა სურთ
"რივერ პლეიტის" პრეზიდენტი დანიელ პასარელა იტალიაში, კერძოდ, ფლორენციაში გაემგზავრა, რათა ყოფილი კლუბის, "ფიორენტინას" ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებები გამართოს.

"ფიორენტინა" წლევანდელი სერია A-ს ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა და ბევრისთვის გასაკვირად, 18 ტურის შემდეგ 35 ქულით მესამე ადგილს იკავებს. ვინჩენცო მონტელას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება სურს, ამისთვის კი გუნდის გაძლიერებაა საჭირო.

როგორც გაირკვა, ფლორენციელებს "რივერის" ორი ფეხბურთელის, 21 წლის როხელიო ფუნეს მორის და 20 წლის ესეკილ სირილიანოს შეძენა სურთ.

როხელი ფუნეს მორი ტანმაღალი (1,85 მ) ცენტრფორვარდი გახლავთ, რომელმაც არგენტინის უკანასკნელ ჩემპიონატში ყველა შეხვედრაში ითამაშა (19) და 5 გოლი გაიტანა. ესეკილ სირილიანო კი ძალიან ჭკვიანი ცენტრალური ნახევარმცველია, რომელსაც ჩაშლაც შეუძლია და შეტევის წამოწყებაც.

ფეხბურთელების გაყიდვის გარდა, "რივერ პლეიტი" გაძლიერებაზეც ფიქრობს. არგენტინის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა რამდენიმე ფეხბურთელი უკვე გაიფორმა.

კერძოდ, "მილიონერთა კლუბმა" "ნიუელსიდან" ამ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი ლეონელ ვანხიონი შეიძინა. გარდა ამისა, გუნდში ბრაზილიის სერია ა-დან გავარდნილ "პალმეირასში" განათხოვრებული მცველი, პარაგვაელი ადალბერტო რომანი დაბრუნდა.

არგენტინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, მალე "რივერში" ხუან მანუელ იტურბეც ჩაირიცხება. 19 წლის არგენტინელმა, რომელიც თავის დროზე ერთ-ერთ უნიჭიერეს ფეხბურთელად მიიჩნეოდა, "პორტუში" იმედები ვერ გაამართლა. იტურბემ წელს მხოლოდ 4 შეხვედრაში ითამაშა, ბოლო პერიოდი კი საერთოდ "პორტუს" დუბლებში გაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა