მანაგაძე იმერეთის რეგიონულ ფედერაციას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თუმცა შარშან იგი იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა ჩაანაცვლა
იმერეთის ფეხბურთის რეგიონულ ფედერაციას ერთწლიანი შესვენების შემდეგ ვალერი მანაგაძე უხელმძღვანელებს, რომელმაც აღმასკომის წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ამ პოსტზე გიორგი აბესარაშვილი შეცვალა.

ვალერი მანაგაძე იმერეთის რეგიონულ ფედერაციას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თუმცა შარშან იგი იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა აბესარაშვილმა ჩაანაცვლა.

ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების შეცვლის შემდეგ აბესარაშვილმა იფფ-ს თავკაცის პოსტი დატოვა და რიგგარეშე სხდომაზე ახალ პრეზიდენტად (რომელიც პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო) ვალერი მანაგაძე აირჩიეს.

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მხარდაჭერისთვის აღმასკომს და რაიონების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა, შემდეგ კი ფედერაციის გეგმებზე ისაუბრა:

"ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი ბავშვთა ფეხბურთი იქნება. სხვა გზა არ გვაქვს, თუ გვინდა, რომ საქართველოში ფეხბურთი წინ წავიდეს, პირველ რიგში, ბავშვებს უნდა მივხედოთ.

ის კურსი, რასაც ამ მხრივ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ატარებს, რეგიონის დონეზეც უნდა გადმოვიტანოთ და ნიჭიერ ახალგაზრდებს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. ბავშვთა ფეხბურთთან ერთად, შესაძლებლობების ფარგლებში დიდ გუნდებსაც დავეხმარებით.

ჩვენი ფედერაცია სხვადასხვა ასაკის ფეხბურთელთა შორის 6 ჩემპიონატს ატერებს და ამ მხრივ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურები ვართ. პირობები გამკაცრდება და ჩემპიონატებში ის გუნდები იასპარეზებენ, რომლებსაც ბავშვებს ელემენტარულ სავარჯიშო პირობებს მაინც შეუქმნიან.

სამწუხაროდ, ჩვენი რეგიონის ბავშვთა საფეხბურთო სკოლებში ნორმალური ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ნიჭიერი ახალგაზრდები სავარჯიშოდ დედაქალაქში გარბიან, სადაც უკეთესი პირობებია.

მიუხედავად ასეთი რთული ვითარებისა, ქუთაისში აღზრდილი 150 ბავშვი თამაშობს საქართველოს უმაღლეს და პირველი ლიგის გუნდებში.

სასიხარულოა, რომ "ტორპედო" და "ზესტაფონი" ბოლო დროს უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ ბავშთა ფეხბურთს. მოედნებსაც აკეთებენ, რაც ადგილობრივი ფეხბურთელების გადინებას შეანელებს...

დიდ ყურადღებას ვუთმობთ ახალგაზრდა მსაჯების მომზადებას და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

ჩვენს სამსაჯო კომიტეტში გაწვრთნილი არბიტრები: გოგა კიკაჩეიშვილი, ირაკლი კვირიკაშვილი და მიხეილ კუპატაძე წლეულს დააწინაურეს და უმაღლესი ლიგის მატჩებს ამსაჯებენ.

გარდა ამისა, ვგეგმავთ სხვადასხვა საინტერესო პროექტის განხორციელებასაც", - აღნიშნა იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის პოსტზე დაბრუნებულმა ვალერი მანაგაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე