2012 წლის სპორტულ სეზონში ჩვენი სამბისტები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გუნდურ ჩათვლაში სამეულს მიღმა არ დარჩენილან
2012 წლის სპორტულ სეზონში ჩვენმა სამბისტებმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე (დიდები, ახალგაზრდები, ჭაბუკები, კადეტები) ისე იასპარეზეს, რომ გუნდურ ჩათვლაში სამეულს მიღმა არ დარჩენილან. ჭაბუკთა და კადეტთა ნაკრებები კი სულაც ევროპის გუნდური ჩემპიონები გახდნენ...

წლეულს სამბისტებმა ოფიციალურ შეჯიბრებებზე - 50, საერთაშორისო ტურნირებზე კი - 21 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს.

2012 წლის 30 მარტიდან ფედერაციის პრეზიდენტია დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ქართველი ოლიმპიური მედალოსანი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი სოსო ლიპარტელიანი.

2012 წელს სამბისტებს მსოფლიოს ჩემპიონი გაუხდათ გიორგი ბაინდუროვი (90 კგ), ვიცე-ჩემპიონი ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ), ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ნუკრი ბერაიამ (52 კგ), ბესარიონ ბერულავამ (74 კგ), ნიკო კუციამ (82 კგ) და ირინე ლეონიძემ (80 კგ).

- როგორ შეაფასებდით განვლილ სპორტულ სეზონს? - ასეთი იყო ჩვენი პირველი შეკითხვა ფედერაციის პრეზიდენტთან.

- როდესაც გვყავს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები, გუნდური პირველი ადგილები ევროპის პირველობებზე ჭაბუკებსა და კადეტებს შორის, თანაც იმ დროს, როცა სამბოს გეოგრაფია მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა, საერთაშორისო შეჯიბრებებზე მოპოვებული 71 მედალი წარმატებად უნდა ჩაითვალოს. თუმცა კიდევ მეტია საჭირო და ამისათვის უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ.

- ცოტა რამ თქვენ შესახებაც გვითხარით.

- დავიბადე 1971 წლის 3 თებერვალს სოფელ ხოფურში (ლენტეხი). ვსწავლობდი ხოფურის რვაწლიან და შემდეგ ლენტეხის საშუალო სკოლებში.

დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. ვიყავი ახალგაზრდული და ძიუდოს ეროვნული ნაკრების უფროსი მწვრთნელი, ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

მყავს მეუღლე და სამი შვილი. უფროსი ვაჟი, 15 წლის ირაკლი საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების წევრია. ის შარშან თანატოლებში გახდა საქართველოს ჩემპიონი.

- თქვენი ყველაზე დიდი სპორტული მიღწევის შესახებ...

- ეს იყო 1996 წელს, როცა საქართველო პირველად გამოვიდა დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ატლანტაში (აშშ).

ძიუდოისტთა ტურნირში ექვსიდან ხუთი ორთაბრძოლა იპონით მოვიგე და ჩვენებიდან ერთადერთი და როგორც აღმოჩნდა, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური მედალი "ბრინჯაო" მოვიპოვე (78 კგ). ის წარმატება მივუძღვენი მამაჩემს, ჯიბილო ლიპარტელიანს, რომელიც 3 დღე და ღამე მკერდით ატარებდა იმ ჩემს მედალს...

- ქართულ ჭიდაობაში თუ გიცდიათ ძალა?

- მეოთხე თუ მეხუთეკლასელი ვიყავი ხოფურის რვაწლიან სკოლაში, როცა ჩვენი ფიზკულტურის მასწავლებლისა და მწვრთნელის, თენგიზ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, დავიწყე ქართული ჭიდაობა.

მერე ლენტეხში გადავედი და იქ ჯერ გურამ, მერე ბერდია გუგავასთან გავაგრძელე ძიუდოში წვრთნა. ასე რომ, ყველაფერი ქართულით დაიწყო...

- სამბო?

- ძიუდოს პარალელურად, სამბოს შეჯიბრებებზეც გამოვდიოდი საქართველოს პირველობებში. ოლიმპიური თამაშების პრიზიორობამდე სამი წლით ადრე, 1993 წელს ქ. ომსკში (რუსეთი), სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი მოვიპოვე (82 კგ).

სხვათა შორის, იმავე წელს ათენში (საბერძნეთი) გავხდი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ძიუდოში (78 კგ).

- ხოფურში თუ ადიხართ ხოლმე?

- 1988 წლის ზამთარში სვანეთს დიდი სტიქია დაატყდა თავს. ბევრი სახლი განადგურდა, მათ შორის ჩვენიც. ამჟამად იქ 3-4 ოჯახიღა შემორჩა.

ყოველ ზაფხულს ავდივარ ძველი ნასახლარის მოსანახულებლად. ჩვენი ოჯახი და სხვა ხოფურელები კი 1988 წელსვე კასპის რაიონის სოფელ საქადაგიანოში ჩაგვასახლეს...

- ლენტეხში როგორ მიდის ჩოხიანი ჭიდაობების საქმე?

- ჩვენს რაიონში ბევრი კარგი მოჭიდავე აღიზარდა - ჯიბილო ნიჟარაძე, დილარ ხაბულიანი, ოლეგ ზურაბიანი, ბერდია გუგავა... საჭიდაო დარბაზს ამჟამად არა უშავს, მწვრთნელების საქმე კი მოსაგვარებელია...

- ცხრა თვეა, რაც სამბოს თავკაცობთ. რისი გაკეთება მოასწარით და რას გეგმავთ უახლოეს მომავალში?

- რეგიონებში დავნიშნეთ სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელები.

დიდი ყურადღება დავუთმეთ ქალთა სამბოს და შედეგიც გვაქვს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე - 3 მედალი მოვიპოვეთ 2012-ში.

ახალგაზრდების და მოზრდილების მსგავსად, წარმატებული სამბისტებისთვის დაწესდა ფულადი პრემიები ჭაბუკებისთვისაც, შევქმენით მწვრთნელთა ახალი შტატები.

მალე შევიძენთ ახალ საჭიდაო ლეიბებს, საჭიდაო ჩოხებს, საჭიდაო ფეხსაცმელებს და ყველა ასაკობრივ ნაკრებ გუნდში დავნიშნავთ ახალ მწვრთნელებს.

პრიორიტეტულად მივიჩნევთ რეგიონებში სამბოს რაც შეიძლება მეტი ჯგუფის ამოქმედებას. გვქონდა წარმატებები, გვექნება უფრო მეტი...

საქართველოს 2012 წლის საუკეთესო სამბისტები და მწვრთნელი

საუკეთესო სპორტსმენი: გიორგი ბაინდუროვი (90 კგ), მსოფლიოს ჩემპიონი.

საუკეთესო ახალგაზრდებს შორის: ამირან იანვარაშვილი (82 კგ), მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში.

საუკეთესო ჭაბუკებს შორის: ომარ ნიაზაშვილი (70 კგ), მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ჭაბუკებს შორის.

საუკეთესო მწვრთნელი: ელიზბარ ბიგანიშვილი (თბილისი).

გაბრიელ ბარჯაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით
"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი
[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" გამარჯვება "ბაიერნთან"
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს
"ჯგუფიდან გასასვლელად სასწაული გვჭირდება" - ნაკრების შეკრების მესამე დღე
"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს
უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს
მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა
[VIDEO] ზაბარნიმ საფონოვს ხელი ჩამოართვა და მიესალმა - ინტერნეტში კადრები ვირუსულად გავრცელდა
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა