ჩემპიონატის დასაწყისიდან ტურის ერთ მატჩში საშუალოდ 2-ზე ნაკლები გოლი არ გასულა!
საქართველოში საფეხბურთო სეზონი, სავარაუდოდ, 22 თებერვალს განახლდება: წინასწარი ინფორმაციით, სწორედ ამ დღეს არის დაგეგმილი 2012 წლის სუპერთასის მატჩი ქვეყნის ჩემპიონ "ზესტაფონსა" და თასის მფლობელ "დილას" შორის.

ამჟამად კი უმაღლესი ლიგის 12-ივე გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელები მართლაც დამსახურებულ შვებულებაში არიან.

ჩვენ კი, ქართულ სპორტულ მედიას, ახლახან დასრულებული პირველი ეტაპის შეჯამება გვმართებს.

XXIV ჩემპიონატის პირველი ეტაპის გამორჩეულ ფეხბურთელებზე, სეზონის აღმოჩენის კანდიდატებსა თუ პირველი ეტაპის სიმბოლურ ნაკრებზე "ლელოს" უახლოეს ნომრებში მოგითხრობთ. მანამდე კი მიმდინარე სეზონის ერთობ საინტერესო ტენდენციაზე გვინდა ყურადღების გამახვილება.

წინა ჩემპიონატთან შედარებით გაზრდილ შედეგიანობას ვგულისხმობთ, რისი "აკორდიც" პირველი ეტაპის ბოლო ტური იყო: ექვს შეხვედრაში 23 გოლი გავიდა!

როცა ტურის ერთ მატჩში საშუალოდ 3 გოლი გადის, ვერაფერს ვიტყვით, მართლაც ჩინებული მაჩვენებელია, ისევე, როგორც, საერთოდ, პირველი ეტაპის შედეგიანობის საშუალო მაჩვენებელი: ჩემპიონატის დასაწყისიდან ტურის ერთ მატჩში საშუალოდ 2-ზე ნაკლები გოლი არ გასულა!

ჰოდა, ასეთი მაჩვენებლ(ებ)იდან გამომდინარე, ნურავის გაუკვირდება კიდევ ერთი აღსანიშნავი ტენდენციაც: პირველ ეტაპზე 132 მატჩი ჩატარდა და აქედან მხოლოდ 11 შეხვედრა დამთავრდა ისე, გოლი რომ არ გასულა (ანუ 0:0 მორჩა).

ახლა კი გამორჩეულ მეგოლეებზეც ვთქვათ. ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი კლუბი თბილისის "დინამოა": დუშან უჰრინის დამოძღვრილმა გუნდმა 22 მატჩში 63 გოლი გაიტანა! აღსანიშნავია, რომ აქედან 44 გოლი სამი ფეხბურთელის ანგარიშზეა: 32 წლის ჩისკომ 17 გოლი გაიტანა, 27 წლის ჯაბა დვალმა - 16, 30 წლის მიკელ ალვარომ კი - 11.

აღსანიშნავია, რომ ჩისკომ ეს 17 გოლი 20 შეხვედრაში გაიტანა, როცა შარშან მთელი სეზონის განმავლობაში 15 ბურთი შეაგდო (25 მატჩში).

ჩისკო სხვა "ნომინაციებშიც" ლიდერობს: უმაღლესი ლიგის ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტჯერ, ოთხჯერ შეასრულა დუბლი, ერთხელ კი - ჰეთ თრიქი.

ჩისკოს, დვალისა თუ გიორგი მერებაშვილის შედეგიანი თამაში არავის უკვირს; აი, რაც შეეხება მიხეილ ჯორბენაძესა და საბა ლომიას, ამ ორი შემტევის ასეთ კომპანიაში მოხვედრა მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობაა.

25 წლის მიხეილ ჯორბენაძე ბათუმის "დინამოში" თამაშობს და თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია - 6 გოლი გაიტანა (ერთხელ ჰეთ თრიქი შეასრულა). სამწუხაროდ, ჯორბენაძემ მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა (დანარჩენი ტრავმის გამო გაუცდა), თორემ შეეძლო უკეთესი შედეგიც ეჩვენებინა.

მარტვილის "მერანის" 22 წლის თავდამსხმელი საბა ლომია კი უკვე ახლავე შეგვიძლია მივიჩნიოთ "სეზონის აღმოჩენის" ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად. ეს ფეხბურთელი ადრე "ზესტაფონში" ასპარეზობდა, ისიც - ეპიზოდურად თუ გამოჩნდებოდა ხოლმე და ამ სეზონამდე 2 გოლი ჰქონდა გატანილი უმაღლეს ლიგაში.

და აი, წლევანდელი მაჩვენებლებიც: 22 მატჩი და 13 გოლი! თანაც, ჩისკოსი და ჯაბა დვალის არ იყოს, ლომიამ ჰეთ თრიქის შესრულებაც შეძლო და ორჯერ დუბლიც გაახერხა!

ახლა კი XXIV ჩემპიონატის პირველი ეტაპის ყველა ჰეთ თრიქი, დუბლი და გოლი...

ჰეთ თრიქი

ჯაბა დვალი - IV ტური, "დინამო" (თბ) - "კოლხეთი" 5:0

მიხეილ ჯორბენაძე - VII ტური, "დინამო" (ბთ) - "მერანი" 4:0

ჩისკო - XVIII ტური, "დინამო" (თბ) - "ჩიხურა" 4:0

საბა ლომია - XX ტური, "მერანი" - "კოლხეთი" 4:0

დუბლი (ტურების მიხედვით)

II ტური

ლევან კუტალია ("ზუგდიდი")

მათე ვაწაძე ("დილა")

რევაზ გოცირიძე ("ჩიხურა")

ჩისკო ("დინამო", თბ)

III ტური

რევაზ ჯიქია ("სიონი")

V ტური

დავით ოდიკაძე ("ჩიხურა")

VI ტური

ჩისკო ("დინამო", თბ)

გიორგი მერებაშვილი ("დინამო", თბ)

ლაშა შერგელაშვილი ("ტორპედო")

ირაკლი ქობალია ("ზუგდიდი")

VII ტური

ბესიკ ჩიმაკაძე ("ვიტ ჯორჯია")

რატი წინამძღვრიშვილი ("ზესტაფონი")

VIII ტური

ჯაბა დვალი ("დინამო", თბ)

გიორგი მერებაშვილი ("დინამო", თბ)

X ტური

ნიკა საბანაძე ("ტორპედო")

მიკელ ალვარო ("დინამო", თბ)

XI ტური

ნათან ჟუნიორი ("დილა")

XIII ტური

გულვერდ თომაშვილი ("დილა")

გიორგი გაბედავა ("ზუგდიდი")

ელგუჯა გრიგალაშვილი ("ტორპედო")

XIV ტური

ჩისკო ("დინამო", თბ)

ჯაბა დვალი ("დინამო", თბ)

თორნიკე ბერიძე ("დინამო", ბთ)

XVI ტური

დავით კირკიტაძე ("ჩიხურა")

XVII ტური

ირაკლი სიხარულიძე ("მეტალურგი")

XIX ტური

ჩისკო ("დინამო", თბ)

ნიკა დიასამიძე ("დინამო", ბთ)

საბა ლომია ("მერანი")

XXII ტური

საბა ლომია ("მერანი")

რომან ახალკაცი ("დილა")

დიმიტრი ტატანაშვილი ("მეტალურგი")

ლიდერები: ჩისკო - 4, დვალი - 2, ს. ლომია - 2, მერებაშვილი - 2.

I ეტაპის ყველა გოლი

დინამო (თბილისი) - 63

ჩისკო - 17, ჯ. დვალი - 16, ალვარო - 11, გ. მერებაშვილი - 6, ლ. ხმალაძე - 6. გ. კვარაცხელია - 3, რობერტინიო - 1, ვ. ვოსკობოინიკოვი - 1, ა. ტვილდიანი - 1, ა. ინწკირველი ("მეტალურგი", საკუთარ კარში).

ტორპედო - 41

ნ. საბანაძე - 10, გ. კუხიანიძე - 5, გ. ბერიაშვილი - 5, ე. გრიგალაშვილი - 5, გ. დათუნაიშვილი - 4, გ. დოლიძე - 2, ბ. ტუღუში - 2, ლ. შერგელაშვილი - 2, ნ. ფირცხალავა - 1, ვ. ბოლქვაძე - 1, მ. გიგაური - 1, გ. ფანცულაია - 1, ზ. ჭელიძე - 1, ა. კვახაძე - 1.

დილა - 36

რ. ახალკაცი - 4, ი. მოდებაძე - 4, გ. კახელიშვილი - 3, გ. ონიანი - 3, გ. თომაშვილი - 3, მ. ვაწაძე - 2, ს. გურული - 2, ი. კლიმიაშვილი - 2, ნ. ჟუნიორი - 2, დ. კვირკველია - 2, გ. გოგუა - 1, ზ. არზიანი - 1, გ. ბეჭვაია - 1, ლ. სალუქვაძე - 1, ლ. გვალია - 1, მ. გორელიშვილი - 1, კ. ალადაშვილი- 1, ვ. კაციტაძე - 1, გ. ჩადუნელი ("კოლხეთი", საკუთარ კარში).

ჩიხურა - 35

დ. ოდიკაძე - 7, დ. კირკიტაძე - 6, ნ. კვასხვაძე - 4, გ. ჩხეტიანი - 3, რ. გოცირიძე - 2, თ. შარაშენიძე - 2, ბ. დეკანოიძე - 2, ე. საჯაია - 1, ლ. ბაკურაძე - 1, ვ. ლომაშვილი - 1, დ. დიღმელაშვილი - 1, ნ. გუშარაშვილი - 1, ჯ. ბერიანიძე - 1, ლ. ჩიკვაიძე - 1, გ. ქარქუზაშვილი ("მერანი", საკუთარ კარში), ლ. კასრაძე ("ვიტ ჯორჯია", საკუთარ კარში)

ზესტაფონი - 30

თ. გორგიაშვილი - 4, რ. წინამძღვრიშვილი - 4, ლ. შარიქაძე - 3, შ. ბაბუნაშვილი - 3, ა. ბენაშვილი - 2, მ. სარდალიშვილი - 2, ზ. მენთეშაშვილი - 2, თ. აფციაური - 1, თ. ღონღაძე - 1, პ. მილხრაუმი - 1, ბოტი გოა - 1, თედ. გრიგალაშვილი - 1, თორ. გრიგალაშვილი - 1, ი. იელიჩი - 1, გ. კაჭკაჭიშვილი - 1, ო. კვერნაძე - 1, ბერდია კვერნაძე - 1.

ზუგდიდი - 27

ი. ქობალია - 7, გ. გაბედავა - 4, შ. ლომია - 3, დ. გამეზარდაშვილი - 3, ლ. კუტალია - 2, ზ. სიხარულია - 2, ა. კოშკაძე - 1, დ. ბოლქვაძე - 1, დ. ფოფხაძე - 1, რ. ონიანი - 1, გ. ლაშქარავა - 1, ი. კვეკვესკირი ("დინამო", ბთ - საკუთარ კარში)

მერანი - 23

ს. ლომია - 13, ნ. ნოზაძე - 2. მ. ტორონჯაძე - 2, გ. ამბროლაძე - 2. გ. დიდავა - 1. ვ. იობაშვილი - 1, გ. რეხვიაშვილი - 1, გ. გოგიტიძე ("დინამო", ბთ - საკუთარ კარში)

დინამო (ბათუმი) - 22

მ. ჯორბენაძე - 6, ნ. დიასამიძე - 4, თ. ბერიძე - 3, ა. ბაციკაძე - 2, ი. ცნობილაძე - 2, ა. მუჯირი - 2, დ. სიჭინავა - 1, ი. ტიჩიშინი - 1, გ. გოგიტიძე - 1, ა. ტიმჩიშინი - 1.

მეტალურგი - 21

ი. სიხარულიძე - 7, დ. ტატანაშვილი - 7, გ. მიქაბერიძე - 2, რ. გეწაძე - 1, დ. დობროვოლსკი - 1, გ. ქავთარაძე - 1, ა. სუხიაშვილი - 1, დ. ჯანელიძე - 1.

ვიტ ჯორჯია - 15

ბ. ჩიმაკაძე - 5, ე. ლობჯანიძე - 2, ლ. გაბრიჭიძე - 2, გ. ვასაძე - 1, ჯ. გოგიაშვილი - 1, გ. ადამაძე - 1, გ. კორიფაძე - 1, გურ. გურეშიძე - 1, ი. ღიბრაძე - 1.

სიონი - 14

რ. ჯიქია - 6, ჯ. უგულავა - 1, გ. ქუცურუა - 1, დ. სვანიძე - 1, გ. მანწკავა - 1, გ. ფეიქრიშვილი - 1, გ. ჭედია - 1, ვ. ისიანი - 1, გ. ჭანკოტაძე - 1.

კოლხეთი - 11

პ. დათუნაიშვილი - 3, პ. ცხვიტარია - 2, შ. კვანტალიანი - 2, ი. პავლიაშვილი - 1, ჯ. გაბუნია - 1, ო. გოგონაია - 1, ა. ინწკირველი ("მეტალურგი", საკუთარ კარში).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უმაღლესი ლიგის XXII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

zvezda
მართლაც ბატონო გია, პირველი ლიგაც გვაინტერესებს.. ვინ ლიდერობს და პირველი სამეული ვინ არიან.. მადლობელი დაგრჩებით თუ ვნახავთ ამ შედეგებს, ვერსად მოვიპოვე..
fani
პირველი ლიგის ბიჭებზეც დაწერეთ, საინტერესოა იქ რა ხდება რა შედეგებია..
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია