კაჭარავა აქამდე "ზესტაფონში" მწვრთნელ-კონსულტანტის რანგში მუშაობდა
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - საქართველოს ორგზის ჩემპიონებს მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის მსვლელობისას კლუბში მწვრთნელ-კონსულტანტის რანგში მოსული კახა კაჭარავა გაუძღვება.

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და კახა კაჭარავას შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ძალაშია 2013 წლის 1 იანვრიდან და მისი ხანგრძლივობა განისაზღვრა სამი წლით.

როგორც მოგეხსენებათ, კახა კაჭარავა გუნდში მიმდინარე პირველობის ზესტაფონელთათვის ყველაზე რთულ და გადამწყვეტ მომენტში მწვრთნელ-კონსულტანტის სტატუსით მოვიდა.

46 წლის სპეციალისტი პასუხისმგებლობას არ შეუშინდა და ძალიან რთულ ვითარებაში გუნდს ღირსეულად გაუძღვა.

კახა კაჭარავა კარგადაა ცნობილი საფეხბურთო სამყაროში, როგორც მწვრთნელი, რომელმაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში წარმატებით იმუშავა თბილისის "დინამოში".

ბოლო პერიოდში კი ის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს უძღვებოდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა დაძლია უეფას ევროპის 2012-13 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და ხორვატიასთან ერთად, ელიტრაუნდში შეაბიჯა.

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობაზე დანიშნულია წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი კახა გოგიჩაიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი გახლდათ. მასთანაც სამწლიან შრომით ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

fczestafoni.ge

vasiko basiladze
გილოცავ,აბა შენ იცი დაგვიბრუნე ზესტაფონის ხალისიანი და შემტევითი ფეხბურთი,ძალიან მიყვარს ლამაზი და შემტევითი ფეხბურთი,ჯერ არაფერია დაკარგული ყველაფერი წინაა,მიდით ბიჭებო
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა