მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა დიდი სლემის პირველ ტურნირში - ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლაზე უარი თქვა
მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რომ ვერ შეძლებს 2013 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლას.

მიზეზი ვირუსული ინფექცია გახლავთ.

"მუხლებთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგში მაქვს, აღდგენითი პროცესი გრძელდება, მაგრამ ვირუსული ინფექცია უკვე ერთი კვირაა არ მაძლევს ვარჯიშის საშუალებას, - ამბობს 26 წლის ჩოგბურთელი "ნიუ იორკ თაიმსისთვის" მიცემულ კომენტარში. - სამწუხაროდ, იძულებული ვარ გამოვაცხადო, რომ ვერ ვითამაშებ დოჰაში, აგრეთვე ავსტრალიის ღიაში, როგორც ეს ადრე მქონდა დაგეგმილი".

"ექიმები ამბობენ, რომ ამ სიტუაციაში საუკეთესო ვარიანტია - დასვენება და ლოდინი, როდის მოერევა ორგანიზმი ვირუსს.

ახლა, დაველოდები ტურნირს აკაპულკოში, რომელიც თებერვლის დასასრულს გაიმართება.

სწორედ იქ ვაპირებ სეზონის დაწყებას. თუმცა არ გამოვრიცხავ უფრო ადრე რომელიმე ტურნირში გამოჩენას", - დაამატა ნადალმა.

2013 წლის სეზონში "დიდი სლემის" პირველ ტურნირზე გამოსვლას ვერც იტალიელი ჩოგბურთელი ფლავია პენეტა ვერ შეძლებს.

რეიტინგის ტოპ-ათეულის ყოფილმა წევრმა შარშან, აგვისტოში გაიკეთა მხარზე ოპერაცია და მას შემდეგ აღდგენით კურსს გადის.

"ბოლომდე არ ვარ ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში, ამიტომაც არ მინდა ძველი ტრავმის გამიზეზება.

ვფიქრობდი, რომ მოვასწრებდი მელბურნისთვის ძალების აღდგენას, მაგრამ ახლა გადავწყვიტე, კარიერა თებერვლის დასაწყისში ბოგოტას ტურნირზე განვაახლო", - ამბობს პენეტა იტალიურ პრესასთან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა