"ოკლაჰომამ" ზედიზედ მეშვიდედ დაამარცხა "დალასი", რომელიც სერიოზულ კრიზისში იმყოფება
28 დეკემბერს, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციაში მხოლოდ ორი მატჩი გაიმართა.

"ოკლაჰომამ" ზედიზედ მეშვიდედ დაამარცხა "დალასი", რომელიც სერიოზულ კრიზისში იმყოფება. "კოვბოებმა" მიმდინარე რეგულარულში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა დათმეს, სულ კი ბოლო რვა მატჩში მეშვიდედ დამარცხდნენ.

"თანდერის" საშინაო მოგებათა სერია 11 მატჩამდე გაიზარდა, თუმცა მატჩის მსვლელობისას გამოჩნდა, რომ სკოტ ბრუქსის შეგირდებს ყველაფერი წესრიგში ვერ ჰქონდათ.

პირველ მეოთხედში ჩანდა, რომ "ოკლაჰომა" ვერ გამოვიდა იმ მარცხიდან, რომელიც "მაიამისთან" განიცადა, თან აშკარად არ შეაფასა მეტოქის შესაძლებლობები. მოულოდნელად, მასპინძლები ნელ ტემპში თამაშობდნენ, იმ დროს, როცა "დალასმა" მისთვის უჩვეულო ტემპი განავითარა და მარტო პირველ მეოთხედში ცხრაჯერ გაიქცა კონტრშეტევაში.

"ოკლაჰომას" მხრიდან სტუმრებისთვის წინააღმდეგობის გაწევას მხოლოდ დურანტისა და იბაკას წყვილი ცდილობდა. ისინი ახერხებდნენ ჩამორჩენის გაბათილებას, რომელიც ხანდახან 11 ქულას აღწევდა, გარდა ამისა, ასწორებდნენ უესტბრუკისა და რეზერვისტების მუდმივ შეცდომებს.

სათადარიგოებს შორის გამონაკლისი მხოლოდ მარტინი იყო, რომელმაც სარგებლიანობის "+10" კოეფიციენტი დააფიქსირა.

ამ მატჩის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება გახდა რასელ უესტბრუკისა და დარენ კოლისონის დუელი. "ოკლაჰომას" გამთამაშებელმა სერიოზული განაცხადი გააკეთა შეხვედრის ანტიგმირობაზე, როცა პირველი ათი ტყორცნიდან ცხრა ააცილა. კოლისონმა კი პირიქით, სეზონში თავისი ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა, ხოლო მისი ტყორცნა, რომელმაც შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა, ნამდვილი შედევრი იყო. მან სამქულიანის ხაზთან სირენამდე წამით ადრე მიიღო ბურთი და ცალ ფეხზე მდგომმა და თითქმის წაქცეულმა გაისროლა შორიდან.

მაგრამ ამით კოლისონის სიხარული დასრულდა და უესტბრუკის დრო დადგა. მას შემდეგ, რაც დამატებით დროში სტუმრები კრის კამანის ზუსტი ტყორცნით 104:101 დაწინაურდნენ, "თანდერის" რეაქტიულმა მცველმა ზედიზედ ექვსი ქულა ჩაიწერა აქტივში: ფარქვეშ შესვლა, საშუალო ტყორცნა დირკ ნოვიცკის წინააღმდეგობის მიუხედავად და ო ჯეი მაიოს ჩაჭრილი გადაცემა და სწრაფი გარღვევა.

სანამ ეს მოხდებოდა და რასელ უესტბრუკი საბოლოოდ გაიღვიძებდა, "ოკლაჰომა" მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 7 წუთით ადრე 10 ქულას აგებდა. გუნდი ბოლო სამი სეზონის საუკეთესო სნაიპერმა კევინ დურანტმა გადაარჩინა, რომელიც პირადად ჩაუდგა სათავეში 17:6 სპურტს. თუმცა ოვერტაიმში მისი სამივე ტყორცნა მიზანს აცდა, მაგრამ დამატებით დროს, როგორც უკვე მოგიყევით, თავისი გმირი ჰყავდა.

"კლიპერსმა" საკუთარ მოედანზე გაანადგურა "ბოსტონი" და 15 მატჩამდე აიყვანა თავისი მოგებათა სერია.

კალიფორნიელები პირველივე წუთებიდან დომინირებდნენ და მალე მიაღწიეს ათქულიან უპირატესობას, რომელიც მხოლოდ იზრდებოდა.

დღეისთვის, ვინი დელ ნეგროს განკარგულებაში ფაქტობრივად ორი შემადგენლობაა - პირველი სასტარტო ხუთეული ზუსტი და მკაცრი სქმებით და მეორე - სათადარიგო, რომელშიც ყველა თავისი სიამოვნებისთვის თამაშობს. სწორედ მეორე შემადგენლობიდან ბარნსი და კროუფორდი გახდნენ მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელები (შესაბამისად 21 და 17 ქულა დააგროვეს).

ჯერჯერობით "ბოსტონს" და NBA-ს არც ერთ სხვა გუნდს არ აქვს ასეთი როტაცია.

სერიოზულად იმოქმედა "ბოსტონის" თამაშზე სოლიდური რაოდენობის შეცდომამ. მესამე მეოთხედის შემდეგ, სტუმრების ანგარიშზე უკვე 13 დაკარგვა იყო, რაც 18 გაშვებულ ქულაში გადაიზარდა.

"სელტიქსს" ჰქონდა მეტოქის დაწევის რამდენიმე მცდელობა, მაგრამ არ გამოუვიდა, შესაბამისად, კრის პოლმა და კომპანიამ მშვიდად ჩაამთავრა მეოთხე მეოთხედი და მოიგო ზედიზედ მე-15 მატჩი.

საინტერესო, რომ ბოლოს ასეთი სერია სწორედ "ბოსტონს" ჰქონდა 2009 წელს.

ოკლაჰომა-დალასი 111:105 (ო)

21:29, 22:16, 30:36, 25:17, 13:7

ო: დურანტი (40+8 ჩაჭრა+5 პასი+3 დაფარება), იბაკა (19+17 მოხსნა+5 დაფარება), მარტინი (18+7 მოხსნა), უესტბრუკი (16+6 მოხსნა+10 პასი+3 ჩაჭრა).

დ: კოლისონი (32+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), კამანი (17+8 მოხსნა), მერიონი (14+9 მოხსნა+7 პასი), ნოვიცკი (9+6 მოხსნა).

კლიპერსი-ბოსტონი 106:77

30:20, 30:27, 22:20, 24:10

კ: ბარნსი (21), კროუფორდი (17), გრიფინი (15+8 მოხსნა), ბატლერი (14), პოლი (8+11 პასი), ოდომი (4+13 მოხსნა+5 პასი+4 დაფარება).

ბ: გარნეტი (16), პირსი (12), ლი (12), რონდო (10+5 მოხსნა+6 პასი), ტერი (10+5 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა