არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა "რეალისა" და "ბარსელონას" კონკურენციაზე ისაუბრა
არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ "რეალისა" და "ბარსელონას" კონკურენციაზე ისაუბრა, ერთმანეთს კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი შეადარა და იკერ კასილიასის სათადარიგოთა სკამზე დასმის ამბავს გამოეხმაურა.

"ვფიქრობ, მაგარია, რომ მოურინიომ კასილიასი სათადარიგოთა სკამზე დასვა. მან ყველას ანახა ვინ არის ბოსი. ყველაფრის მიუხედავად ის არის მწვრთნელი, რაც არ უნდა ილაპარაკონ.

ჩემი აზრით, ჟოზე ფენომენალურია. გვარდიოლასთან ერთად მათ ყველას ანახეს, რომ ძლიერი პიროვნებები არიან.

"რეალსა" და "ბარსელონას" შორის სხვაობაზე საუბრისას ხშირად აზვიადებენ. მადრიდელები ფიზიკური ფორმის დაღმასვლას განიცდიან, ხოლო "ბარსელონაში" ეს არ ხდება.

კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შორის პაექრობას ვერ ვხედავ, ისინი ორივე სიხარულს გვანიჭებენ.

პორტუგალიელი ბურთის ართმევაზეც მუშაობს. თუ "რეალი" რონალდოს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს ეს დიდი დარტყმა იქნება "სამეფო კლუბისთვის".

თუ "ბარსელონას" ჰყავს მესი, "რეალს" უნდა ჰყავდეს რონალდო. "რეალში" თუ რონალდო არ იქნება, "ბარსელონა" დიდ უპირატესობას მიიღებს", - თქვა მარადონამ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე