ავსტრიის ქალაქ ლინცსა და იაპონიის ქალაქ ოსაკაში WTA-ის International-ის სერიის ორი ტურნირი გაიმართა

2010 წლის საჩოგბურთო სეზონი თანდათან დასასრულს უახლოვდება. მთავარი გმირები წლის შემაჯამებელი ტურნირებისთვის ემზადებიან, მანამდე კი ავსტრიის ქალაქ ლინცსა და იაპონიის ქალაქ ოსაკაში WTA-ის International-ის სერიის ორი ტურნირი გაიმართა. საუკეთესო ათეულის არც ერთ წევრს არ გამოუთქვამს აქ გამოსვლის სურვილი. იაპონიაში შემადგენლობა უფრო წარმომადგენლობითი იყო. აქ ტიტულს იცავდა ავსტრალიელი სამანტა სტოსური. ოსაკაში ჩავიდნენ პირველი ოცდაათეულის წევრები - ფრანგი მარიონ ბარტოლი, ისრაელელი შაარ პეერი და რუსი მარია კირილენკო.

ავსტრიაში კი ტოპ-ოცეულის ვერც ერთი წევრი ვერ ვიხილეთ, თუმცა შემადგენლობა გაცილებით თანაბარი იყო. განთესვის პირველი ნომერი სერენა უილიამსი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამერიკელმა კიდევ ერთხელ გადადო ტურში დაბრუნება, მისი ადგილი კი სლოვაკმა დანიელა ჰანტუხოვამ დაიკავა.

ლინცში სენსაციური შედეგები არ დაფიქსირებულა. მოულოდნელობად უნდა აღვიქვათ სლოვაკი დომინიკა ციბულკოვას უიმედო მარცხი ბერძენ ელენი დანილიდუსთან - 2:6, 4:6 და უკრიანელი ალიონა ბონდარენკოს წაგება იტალიელ რობერტა ვინჩისთან - 2:6, 2:6. დანარჩენი განთესილები და ფავორიტები უპრობლემოდ გავიდნენ მეორე წრეში.

სატურნირო ბადის ზედა მხარეს დამაჯერებლად მიიწევდნენ ნახევარფინალისკენ ანა ივანოვიჩი და სარა ერანი. მაგრამ თუ სერბმა სამ მატჩში არც ერთი სეტი არ დათმო და მხოლოდ 15 გეიმი გაიმეტა მეტოქეებისთვის, იტალიელმა მეოთხედფინალში მოულოდნელად წააგო თანამემამულე რობერტა ვინჩისთან. სწორედ ვინჩი გახდა ტურნირზე სიტუაციის მთავარი "ამრევი". მასთან ნახევარფინალში ივანოვიჩს ყველაზე მეტად გაუჭირდა, მაგრამ მაინც ორ პარტიაში გაიმარჯვა - 6:3, 7:5 და ფინალში გავიდა.

ბადის ქვედა მხარეს არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ გერმანელ ანდრეა პეტკოვიჩსა და შვეიცარიელ პატი შნიდერს. ისინი არ ჩამორჩნენ ივანოვიჩის გრაფიკს და მათაც 15 გეიმი წააგეს ნახევარფინალამდე. გერმანელისა და შვეიცარიელის შეხვედრა პირველ ნახევარფინალზე დაძაბული გამოვიდა. პირველი სეტი შნიდერმა მოიგო - 6:2, მეორეში უფრო ძლიერი პეტკოვიჩი იყო - 6:4. გადამწყვეტი პარტია თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ბოლოსკენ უფრო მეტი ძალა შვეიცარიელს აღმოაჩნდა და საჭირო მომენტში შნიდერმა გადამწყვეტი ბრეიკი გააკეთა. პარტიის ანგარიშია - 7:5.

გადამწყვეტ მატჩში ივანოვიჩმა ყველას გაახსენა ის ჩოგბურთელი, რომელიც თავის დროზე მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა, შნიდერი კი საკუთარ აჩრდილს ჰგავდა. შეხვედრა მხოლოდ 47 წუთს გაგრძელდა და 6:1, 6:2 დასრულდა. საინტერესოა, რომ შვეიცარიელმა საკუთარ მოწოდებაზე მხოლოდ ერთი გეიმი აიღო. ივანოვიჩმა 2008 წლის შემდეგ პირველი ტურნირი მოიგო. სხვათა შორის, ანას ბოლო ტრიუმფი სწორედ ლინცში შედგა.

ოსაკაში მთავარ პრეტენდენტებად მიიჩნეოდნენ სტოსური, ბარტოლი, პეერი და კირილენკო, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ფინალამდე ვერ მიაღწია. პირველი ბრძოლას რუსი გამოეთიშა - მეორე წრეში ტაივანელ ჩანთან პირველი სეტი 4:6 დათმო, რის შემდეგაც უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე.

ფავორიტთა შორის შემდეგი დანაკლისი გახდა სამანტა სტოსური. მოქმედმა ჩემპიონმა მასპინძლების მთავარ იმედთან - კიმიკო დატესთან წააგო - 7:5, 3:6, 6:7(4). ამით იაპონელი "ბებიას" გმირობები არ დასრულებულა. ნახევარფინალში დატემ მეორე ფავორტს - შაარ პეერს მოუგო. აქაც პირველი პარტია დათმო, მაგრამ ისევ შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა - 3:6, 7:6, 7:5.

ასევე ნახევარფინალში დაასრულა ბრძოლა ბარტოლიმ. ფრანგმა ტაილანდელ ტამარინ ტანასუგარნთან წააგო - 2:6, 5:7. საბოლოოდ, ფინალის წყვილი სრული მოულოდნელი აღმოჩნდა - დატე ტანასუგარნის წინააღმდეგ. ამჯერად დატეს ვერ უშველა ადგილობრივი პუბლიკის მხარდაჭერამ, თანაც ორი სამსეტიანმა მარათონმაც ნეგატიური როლი ითამაშა. პირველი სეტი კიმიკომ 5:7 წააგო, მეორეში ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა საქმე და მოიგო - 7:6 (4), მაგრამ ბოლოსთვის ძალები აღარ შერჩა. გადამწყვეტ სეტში ტაილანდელის უპირატესობა აშკარა იყო - 6:1, რამაც კარიერაში მეოთხე ტიტული მოუტანა.

WTA

Generali Ladies Linz

ლინცი (ავსტრია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

ანა ივანოვიჩი (სერ, 7)-პატი შნიდერი (შვეიც) 6:1, 6:2.

HP Open

ოსაკა (იაპონია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

ტამარინ ტანასუგარნი (ტაილ)-კიმიკო დატე (იაპ, 6) 7:5, 6:7(4), 6:1.

ჰოფმანზე გუნდები დააჯგუფეს

გუშინ, ავსტრალიის ქალაქ პერტში ჰოფმანის თასის წილისყრა გაიმართა. ეს ტურნირი, რომელსაც მეორენაირად შერეულ წყვილებს შორის არაოფიციალურ ჩემპიონატს უწოდებენ, 1-8 იანვარს გაიმართება.

ტურნირში რვა ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ისინი ორ ჯგუფად დაიყვნენ:

A ჯგუფი - ავსტრალია, სერბეთი, ბელგია, ყაზახეთი.

B ჯგუფი - ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი, იტალია.

ასევე ცნობილია მონაწილეთა შემადგენლობა:

ავსტრალია - ლეიტონ ჰიუიტი, ალისია მოლიკი

აშშ - სერენა უილიამსი, ჯონ ისნერი

ბელგია - ჟუსტინ ანენი, სტივ დარცისი

იტალია - ფრანჩესკა სკიავონე, პოტიტო სტარაჩე

საფრანგეთი - კრისტინა მლადენოვიჩი, გაელ მონფილსი

სერბეთი - ანა ივანოვიჩი, ნოვაკ ჯოკოვიჩი

ყაზახეთი - იაროსლავა შვედოვა, ანდრეი გოლუბევი

ბრიტანეთი - ლორა რობსონი, ენდი მიურეი.

მოქმედი ჩემპიონი - ესპანეთის ნაკრები ტურნირში არ მონაწილეობს. შარშან ესპანელებმა (მარია ხოსა მარტინეს სანჩესი, ტომი რობრედო) ფინალში ბრიტანეთის ნაკრები (რობსონი, მიურეი) დაამარცხეს - 2:1. მაშინ ორივე საკუთარი მატჩი წააგო მიურეიმ.

ჰოფმანის თასი 1989 წლიდან ტარდება და მისმა საპრიზო ფონდმა მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის