35 წლის შემტევი რეკორდს რეკორდზე ამყარებს და "ბებერი ქალბატონის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

"დარწმუნებული ვარ, რომ ალესანდრო დელ პიერო არასოდეს დაბერდება", - ეს სიტყვები დიეგო მარადონას ეკუთვნის. მართლაც, 35 წლის შემტევი რეკორდს რეკორდზე ამყარებს - კვირას მან "ლეჩეს" გოლი გაუტანა (თამაში "იუვენტუსმა" 4:0 მოიგო [ვიდეო]) და "ბებერი ქალბატონის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა სერია A-ში გატანილი ბურთების მიხედვით... ლეგენდარულ ჯამპიერო ბონიპერტისთან ერთად. "ლეჩეს" კარში დელ პიერომ "იუვენტუსის" მაისურით ჩემპიონატში 178-ე გოლი შეაგდო. ერთი გოლიც და ის ერთპიროვნული ბომბარდირი გახდება.

ალესანდრომ ჯერ კიდევ 2008 წელს უწია "იუვენტუსის" ყველა დროის ყველაზე მეტ კეპს, გაასწრო რა გაეტანო შირეას. ის მე-9 ადგილზეა ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში (126 მატჩი, 53 გოლი). ამ მაჩვენებლით 3 გოლით უსწრებს მე-10-ზე მყოფ ალფრედო დი სტეფანოს და სულ ერთი ბურთით ჩამორჩება ეუსებიუს. იტალიის ნაკრების ბომბარდირთა შორის დელ პიერო რობერტო ბაჯოსთან ერთად მე-4 ადგილზეა. ამ ორმა ლეგენდამ "სკუადრა აძურას" მაისურით 27-27 გოლი გაიტანა. კარიერაში თავისი მე-300 გოლი მან წლეულს 14 მარტს "სიენას" წინააღმდეგ გაიტანა.

"ბონიპერტი სულ მეუბნებოდა, რომ ბედნიერი იქნებოდა, როცა მის რეკორდს მივაღწევდი. დარწმუნებული ვარ, ახლა ის ჩემსავით გახარებულია. ხვალ აუცილებლად დავურეკავ და შთაბეჭდილებებს გავუზიარებთ ერთმანეთს. ძალიან ბედნიერი და, ამავე დროს, უზომოდ ამაყი ვარ, რომ "იუვენტუსის" ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი გავიტანე. საქმე მხოლოდ სტატისტიკაში და რეკორდების დამყარებაშიც არაა. ეს დიდი პატივია ჩემთვის. "ლეჩეს" წინააღმდეგ დიდებულად ვითამაშეთ. ვგონებ, სწორი გზა ვიპოვნეთ. თუმცა ხვალიდან ეს ეიფორიაც გაივლის და ჩვეულებისამებრ მოვემზადები მომავალი მატჩისთვის", - განაცხადა რეკორდსმენმა.

თავად ბონიპერტიმ ორიგინალურად მიულოცა დელ პიეროს რეკორდის დამყარება. მან ღია წერილი მისწერა ალექსს, რომელიც "გაზეტა დელო სპორტის" წყალობით მთელმა იტალიამ წაიკითხა:

"ძვირფასო დელ პიერო. შენ ხუთი წუთიც არ გვაცალე "ლეჩესთან" მატჩში და გაიტანე. ყოჩაღ! ამ ულამაზესი გოლით შენ 178 გოლით დამეწიე და ახლა ვინღა გაგაჩერებს! მატყუარა არა ვარ და პირდაპირ გეტყვი, რომ ამის გაფიქრებაც კი მკლავს, კიდევ კარგი, რომ ეს შენ ხარ და არა სხვა. შენ კი ბავშვობიდან გიცნობ, "იუვენტუსშიც" მე მოგიყვანე და ეს კმაყოფილების გრძნობას მიჩენს. დიახ, მე გახარებული ვარ, რომ ჩემი რეკორდი ემხობა, რადგან ამას შენ აკეთებ. ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად მოხდებოდა. ბოლოს და ბოლოს, მე ფეხბურთს 32 წლის ასაკში შევეშვი, შენ კი მალე 36 წლის გახდები და არაფრით ბერდები, კვლავ მოწადინებული ხარ და ისევ სავარჯიშოდ იწევ ისეთივე შემართებით, როგორც ადრე, შენს ბავშვობაში. გააგრძელე ასევე - ასწავლე შენს ახალბედა თანაგუნდელებს, რას ნიშნავს "იუვენტუსი". აუხსენი მათ, რატომ უნდა იყვნენ ამაყები, როცა "იუვეს" მაისურა აცვიათ, მოაშიე მათ მოგებები". ვერაფერს ვიტყვით, მართლაც დიდებული წერილია და მაგარი მილოცვა.

სხვათა შორის, ალექსს ერთ-ერთი პირველმა ფრანჩესკო ტოტიმ მიულოცა რეკორდის დამყარება. თავის ბლოგში ტოტიმ დაწერა: "ბურთის დიდებული კონტროლი, მარჯვნიდან მარცხნივ გადატანა და შეუჩერებელი დარტყმა - დელ პიეროს დღევანდელი გოლი, რომელმაც მას "იუვენტუსის" ისტორიაში საპატიო ადგილი მოუტანა, ულამაზესი იყო. გრანდე ალე! შენ ნამდვილი თილისმანი და სიმბოლო ხარ შენი გუნდის. მე შენ ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა