ოჯახური გარჩევები: რას ფიქრობს მამა-შვილი ერთმანეთზე და რას უსურვებენ ახალ 2013 წელს
მამა-შვილის ურთიერთობა ყოველთვის რთული, მაგრამ საინტერესოა, მით უფრო, როდესაც ერთ კლუბში არიან.

კახა ცხადაძე ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელია, მისი ვაჟი ბაჩანა ცხადაძე კი 6 გოლით - გუნდის საუკეთესო ბომბარდირი.

რას ფიქრობს მამა-შვილი ერთმანეთზე და რას უსურვებენ ახალ 2013 წელს, ჩვენი მასალიდან გაიგებთ.

კახა ცხადაძე:

- როგორ შეაფასებდით ბაჩანას განვლილ 2012 წელს?

- მიმაჩნია, რომ ბაჩანას საკმაოდ წარმატებული წელი ჰქონდა. 13 გოლი გაიტანა მიმდინარე და დასრულებულ სეზონებში. საკმაოდ კარგი შედეგია, მაგრამ არაფრით შეიძლება, ადამიანი ერთ ადგილზე გაჩერდეს.

კიდევ ბევრი მუშაობა სჭირდება, კუნთის ხარჯზე წონა რომ მოიმატოს და ბევრი მინუსი აღმოფხვრას.

- ასე მგონია, შვილის ნაკლი უფრო გაღიზიანებთ, ვიდრე უფრო სუსტი მოთამაშეების.

- მინდორზე ჩემთვის ყველა ერთია, მაგრამ თამაშს რომ ვარჩევ, ჯერ გუნდურ პრობლემებს ვარჩევ და შემდეგ მოთამაშეების შეცდომებს და ალბათ, მართალი ხართ, შვილის მიმართ უფრო მომთხოვნი ვარ ხოლმე.

- ბაჩანა ფეხბურთზე საკუთარი სურვილით შევიდათუ თქვენ მიიყვანეთ?

- სხვათა შორის, ჩვენს გვარში ბაჩანა მესამე თაობის ფეხბურთელია. ახალგაზრდობაში მამაჩემი თერჯოლაში თამაშობდა და ამბობენ, საკმაოდ პერსპექტიული ფეხბურთელიც ყოფილა. ცხონებული ჩემი ძმაც ფეხბურთზე დადიოდა.

ბაჩანა თავიდანვე ასეთ საფეხბურთო გარემოში გაიზარდა და სხვა სახეობაზე როგორ იფიქრებდა? 8 წლის იყო, გერმანიაში რომ დავსახლდით. ეზოში სულ ბურთს ვაგორებდით, მერე კი იმხელა ინტერესი გამოავლინა, "აინტრახტის" საფეხბურთო სკოლაში შევიყვანე.

- თქვენი კარიერული და სამწვრთნელო მოგზაურობებიდან გამომდინარე, რამდენ ქვეყანაში უვარჯიშია?

- საკმაოდ ბევრგან: გერმანიაზე უკვე გითხარით. ინგლისში "მანჩესტერ სიტის" სკოლაში დადიოდა. მერე რუსეთში, "ალანიაში" გადავედი და ვლადიკავკაზში ვარჯიშობდა, ბოლოს კი - საქართველოში. ამას გარდა, ერთი ხანობა, საფრანგეთშიც ვარჯიშობდა.

მიმაჩნია, რომ ამ განსხვავებული მიმდინარეობის სკოლებში ბევრი სასიკეთო რამ შეისწავლა. სადაც დავდიოდი, ყველგან ოჯახი მიმყავდა; მხოლოდ მახაჩყალის "ანჟიში" აღარ მახლდნენ, რადგან ამ დროისთვის უკვე 15 წლის იყო და დამოუკიდებელ ცხოვრებას ეჩვეოდა.

- დამჯერი ბავშვი იყო?

- არასოდეს ყოფილა, ძალიან რთული ბავშვი იყო და "ოფოფებს" ხშირად ავლენდა. თუმცა ისიც სათქმელია, ყველაზე რთული პერიოდი რომ ჰქონდა, "ანჟიში" ვთამაშობდი და იქ ოჯახი არ მყავდა. ამიტომ ამ პერიოდში ოჯახის და აღზრდის მთელი სიმძიმე ჩემმა მეუღლემ, თინიკომ იკისრა.

სხვათა შორის, ბაჩანამ მაშინ ისწავლა დამოუკიდებელი ცხოვრება, რაც მე ძალიან მომწონდა. ახლა ბაჩანა 25 წლის კაცია და მის ცხოვრებაში არ და ვერც ჩავერევი.

- "ინტერში" დარჩება თუ მიდის?

- მამა ვარ და მწვრთნელიც, ცხადია, საკუთარ გადაწყვეტილებას არ დამიმალავს, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერია.

- 2013 წელს ბაჩანას რას უსურვებდით?

- რას და ცხადია, რაც შეიძლება მეტი გოლის გატანას და სადაც იქნება, იმ გუნდს მეტი სარგებლობა მოუტანოს. კონტრაქტი უმთავრდება და ან "ინტერთან" უნდა გაახანგრძლივოს, ან სხვა გუნდში გადავიდეს. ვისურვებდი, რომ კარიერა კარგად გააგრძელოს.

ბაჩანა ცხადაძე:

- 2012 წელი კახასთვის როგორიც იყო, შედეგი მეტყველებს. "ინტერი" აზერბაიჯანის ვიცე-ჩემპიონი გახადა. მერე ევროპის ლიგაზე არ გაგვიმართლა. ბერძნული "ასტერასის" გამოგდება რეალური იყო, მაგრამ სტუმრად ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პენალტების სერიაში დავმარცხდით. არადა, ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის მშვენიერი შანსი გვქონდა.

მიმდინარე სეზონში კი აზერბაიჯანის ჩემპიონატში ვლიდერობთ და თასის მეოთხედფინალში გავედით. ასე რომ, 2012 წელს კახას მუშაობას დადებითად თამამად შევაფასებ.

- კახა ამბობს, რომ შენ მიმართ განსაკუთრებით მომთხოვნია.

- ვინმეს თუ ჰგონია, რომ მამაჩემის გუნდში შეღავათებს მიწევენ, შემიძლია, ადგილი გავუცვალო. პირიქით, ათმაგი პასუხისმგებლობაა. ყველამ იცის, რომ კახა მკაცრი მწვრთნელია, მაგრამ ჩემთან კიდევ უფრო მკაცრია. რაც უნდა შედეგიანი ვიყო, მე მაინც ათმაგს მომთხოვს.

კახასი კარგად მესმის, რომ მამის გუნდში მე განსაკუთრებული, გაათმაგებული მონდომება მჭირდება, ვერ დავიზარებ და კახას ნდობის გასამართლებლად, მუდამ თავს უნდა გადავახტე. ჯერჯერობით ორივე ვცდილობთ, ჩვენს გულშემატკივრებს იმედები არ გავუცრუოთ.

- "ინტერის" ბომბარდირობა კარგია, მაგრამ თავდამსხმელს მეტი შედეგიანობა მოეთხოვება.

- ყველაზე მეტს საკუთარ თავს თავად ვთხოვ. მთავარია, რომ წლეულს მართლაც ფორმაში შევედი. თუ შარშან მთელ სეზონში 7 გოლი გავიტანე, ახლა პირველ წრეში უკვე 6 დამიგროვდა და ახლა შედეგის გაუმჯობესების სერიოზული შანსი მაქვს.

- როგორც ფეხბურთელი, კახას უნდა დაემორჩილო - ოჯახშიც იგივე ურთიერთობა გაქვთ?

- საერთოდ, პროფესიონალი ფეხბურთელი მწვრთნელს უჯერებს, ნორმალურ ოჯახში კი შვილი მამას ანგარიშს უწევს. მას ჩემი ყველაზე მეტად სტკივა და უხარია. კახამ მეგობრული მიდგომა იცის, მაგრამ ყოველთვის მამა-შვილის ურთიერთობა ასე ვერ იქნება, გარკვეული დისტანცია ბუნებრივად არსებობს - ამ ბალანსით ვცხოვრობთ.

- ტრანსფერის ან სხვა საფეხბურთო საკითხის მოსაგვარებლად პირველად რჩევას კახას ეკითხები?

- რა თქმა უნდა, მასზე უკეთესი და გულიანი მრჩეველი ამ სფეროში არ მეგულება.

- კახას გუნდიდან წასვლაზე თუ გიფიქრია?

- ვარიანტები იყო და მიფიქრია, მაგრამ საბოლოოდ, "ინტერში" დარჩენა ვამჯობინე. ასეთ ამბიციურ გუნდში მოთამაშე აუცილებლად გაიზრდები, მით უფრო, ჩემს შემთხვევაში, რადგან განსაკუთრებით მომეთხოვება - პასუხისმგებლობა პიროვნულადაც მზრდის და პროფესიული კუთხითაც.

- რომელ გუნდებში გიწვევდნენ?

- სხვათა შორის, ევროპული ვარიანტები იყო, გერმანიასა და პოლონეთში მიწვევდნენ, თავად აზერბაიჯანშიც დაინტერესდნენ, მაგრამ "ინტერის" ფეხბურთელი აზერბაიჯანში სხვაგან არ წავა, რადგან ბოლო 4 წელია, გუნდი მუდამ ჩემპიონობისთვის იბრძვის.

მაგრამ, სიმართლე გითხრათ, წინასწარ ტრანსფერზე ფიქრი არც მიყვარს, სადაც ვარ, იქ ბოლომდე უნდა დავიხარჯო. სამომავლო გეგმებზე რაც უფრო მეტს ფიქრობ, მით უფრო ნაკლებს გააკეთებ შენს იმჟამინდელ კლუბში.

- საქართველოდან წინადადება არ გქონია?

- სამწუხაროდ, არა.

- დიდი ხანია, რაც ორივე ზღაპრების ასაკიდან გამოვედით, მაგრამ ახალ წელს დიდიც და პატარაც საოცნებო ცვლილების იმედად არის. შენი ნება რომ იყოს, მამაშენს რომელ ქვეყანაში დაასაქმებდი?

- დაუფიქრებლად - ინგლისში. ეს არის ყველაზე საფეხბურთო ქვეყანა, სადაც ხალხს უყვარს ფეხბურთი და კარგადაც ერკვევიან. მე ვუშვებ და ახლა თოვლის ბაბუამ წაიყვანოს (იცინის). სანამ ინგლისში მოხვედრილა, ვუსურვებდი, რომ "ინტერი" ჩემპიონთა ან თუნდაც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანოს. მიმაჩნია, რომ კახას ხელმძღვანელობით ეს შესაძლებელია. ბოლო წლებში, როგორც მწვრთნელი, ძალიან გაიზარდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აზერბაიჯანის თასზე ქართველების გაწვრთნილი გუნდები მეოთხედფინალში გავიდნენ

ბაჩანა ცხადაძე: ჩვენი ამოცანა აზერბაიჯანის ჩემპიონობა და თასის მოპოვებაა

ლეგიონერები: ალექსანდრე იაშვილისა და ბაჩანა ცხადაძის გოლები [VIDEO]

gizog
ახალ წელას გილოცავთ, მამა-შვილს კახას და ბაჩანას, ღმერმა დაგლოცოთ და სულ გამარჯვებით გატაროთ. 3013 წელი ისეთი ყოფილიყოს , რომ ევროპაში გამარჯვებულები გვენახეთ. და საქართველოც არ დაგვიწყებოდეთ, მაღალ კვალიფიციური თქვენნაირი მწვრთვნელები და თავდამსხმელებიც ძალიან სჭირდება ჩვენ ფეხბურთს.
დღეს: ქართველი მეკარე "ჩელსის" წინააღმდეგ, ფორვარდი - "რეალის" - "კვარას" დაბრუნება ძალიან გვინდა
[VIDEO] "ჩემთვის პრიორიტეტი ფული არაა, იყო საუდის არაბეთიდან წინადადებები, მაგრამ..." - მიქაუტაძემ ზაფხულში განვითარებულ სატრანსფერო მოვლენებზე ისაუბრა
"კვარაცხელია შეიძლება "ლილთან" მატჩის განაცხადში მოხვდეს" - Le Parisien-ი AS-ის საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს
პსჟ "ბარსელონას" მცველის ხელში უფასოდ ჩაგდებას შეეცდება
კანავარო უზბეკეთის ნაკრებში კაპაძეს შეცვლის და სოლიდურ თანხასაც გამოიმუშავებს
უარი სუპერლიგას - ''ბარსელონა" გაზრდილი შემოსავლებით კმაყოფილია
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" დიუსელდორფში გაიმარჯვა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"ჩაკვეტაძე რთულ სიტუაციაშია, მას 7 თვეა არ უთამაშია... ბოლო დროს ხაჭაპურსა და ხინკალს ნაკლებად მივირთმევ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
"ყველა დროის საუკეთესო ვარ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ" - მერაბ დვალიშვილი
ფოტო უკვე სხვა ფასი ღირს - ცნობილია, რა დაგიჯდებათ იამალის დედასთან ერთად ვახშმობა
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
[VIDEO] თურქი მეკარის ეს სიგიჟე ნახეთ? - ოზერმა "რომასთან" 2 წუთში 3 პენალტი მოიგერია
"პსჟ კი არა, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ეს გუნდია" - ლუის ენრიკეს მოულოდნელი არჩევანი
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის