ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა "ბოქსინგ დეის" ფინიში გადაღლილობის გამო ჩააგდო
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა "ბოქსინგ დეის" ფინიში გადაღლილობის გამო ჩააგდო.

ინგლისის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში "ჩელსი" შინ ცხრილის მაჩანჩალა "ქუინზ პარკთან" დამარცხდა. ერთადერთი გოლი 78-ე წუთზე "ლურჯების" ყოფილმა ფეხბურთელმა შონ რაიტ-ფილიპსმა გაიტანა.

"შობის დღესასწაულის პერიოდი კარგად დავიწყეთ და ამ მატჩამდეც თავდაჯერებულები მოვედით.

შემადგენლობაში გარკვეული კორექტივები შევიტანეთ, თუმცა მოედანზე მყოფებთაგან რეგულარული სათამაშო პრაქტიკა მხოლოდ მარკო მარინს არ ჰქონდა. მოზესმა და ოსკარმა ბოლო შეხვედრებში საკმაოდ ითამაშეს.

აშკარა იყო, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი გადაიღალა. ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებდით გადაცემებისას და საკმაოდ დუნედაც ვთამაშობდით.

შეცდომა, რომელიც მატჩის მიწურულს დავუშვით, სხვადასხვა ფაქტორის გავლენით, საბედისწერო აღმოჩნდა", - აქვეყნებს ბენიტესის ნათქვამს "ჩელსის" ოფიციალური საიტი.

Video

ჩელსი - ქპრ 0:1

"ქუინზ პარკთან" არ უთამაშიათ ტრავმირებულ პეტრ ჩეხსა და ჯონ ტერის. ლონდონელთა თავკაცმა გუნდის წამყვანი ფეხბურთელების გამოჯანმრთელების ვადებზეც ისაუბრა.

"სამედიცინო შტაბის მონაცემების თანახმად, ჩეხის გამოკეთებას ორი-სამი კვირა დასჭირდება. მასთან მიმართებაში ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი.

რაც შეეხება ტერის, ის უახლოეს მომავალში გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს. ამის შემდეგ დავაკვირდებით, როგორ წარიმართება მისი გამოჯანმრთელების პროცესი. ზუსტი ვადების დასახელება კი ამ ეტაპზე გამიჭირდება", - დასძინა ბენიტესმა.

ასევე იხილეთ:

ინგლისი. პრემიერლიგა. XXI ტური: სიგიჟის დასასრული [VIDEO]

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო