გუნდი სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას 10 იანვარს, საკუთარ ბაზაზე დაიწყებს, 29 იანვარს კი შეკრებაზე ანთალიაში გაემგზავრება
"ზესტაფონი" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას 10 იანვარს დაიწყებს.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, რომლისთვისაც მიმდინარე სეზონი არასტაბილურად მიმდინარეობს, პროგრამა-მინიმუმი შეასრულა და უმაღლესი ლიგის ექვს საუკეთესო კლუბში მოხვდა, ჩემპიონატის მეორე ეტაპზე კი ფეროელთა მთავარი ამოცანა ევროსაგზურის მოპოვება იქნება.

შეგახსენებთ, "ზესტაფონმა" ჩემპიონატის პირველი ეტაპი კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით ჩაამთავრა და შედეგიანადაც - სამ მატჩში ცხრა ქულას მოუყარა თავი. შედეგად, კაჭარავა, რომელიც "ზესტაფონში" მწვრთნელ-კონსულტანტის სტატუსით მუშაობდა, ოფიციალურად გახდა გუნდის მთავარი მწვრთნელი.

რაც შეეხება ზამთრის გეგმებს, "ზესტაფონი" ვარჯიშს საკუთარ ბაზაზე დაიწყებს, 29 იანვარს კი შეკრებაზე ანთალიაში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს.

"ზესტაფონი" უკვე დატოვა მეკარე ზურაბ მამალაძემ, რომელიც წლების განმავლობაში გუნდის კაპიტანი გახლდათ. ჩვენი ინფორმაციით, ფეროელებში კარიერას აღარც ზურაბ მენთეშაშვილი გააგრძელებს. გამოცდილი ნახევარმცველი გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.

ბოლოს მცირე სტატისტიკასაც შემოგთავაზებთ, რომელიც "ზესტაფონის" ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული:

- თორნიკე აფციაური და თორნიკე გორგიაშვილი "ზესტაფონის" მეათე და მეთერთმეტე ფეხბურთელები არიან, ფეროელთა მაისურით საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასმატჩიანი ზღვარი რომ გადალახეს. უმაღლეს ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით როინ კვასხვაძე ლიდერობს - 132 შეხვედრა;

- ყველაზე მეტ, 8 ეროვნულ ჩემპიონატში "ზესტაფონის" ღირსება კვასხვაძესა და ალექსი ბენაშვილს დაუცავთ;

- "ზესტაფონის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ნიკოლოზ გელაშვილია 63 გოლით. მეორე ადგილზეა ზურაბ იონანიძე (48 გოლი), მესამეზე - ჯაბა დვალი (44 გოლი);

- მიმდინარე ჩემპიონატში "ზესტაფონმა" 22 მატჩი ჩაატარა. გუნდის ღირსება ყველაზე მეტჯერ, 21-ჯერ, როინ კვასხვაძემ და თედორე გრიგალაშვილმა დაიცვეს.

სულ ამ ჩემპიონატში იმერელთა მაისურით 30-მა ფეხბურთელმა ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა