ფიდემ საახალწლოდ მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა რეიტინგები გამოაქვეყნა
ფიდემ საახალწლოდ მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა რეიტინგები გამოაქვეყნა.

საგულისხმო ის არის, რომ ნორვეგიელმა მაგნუს კარლსენმა მსოფლიოს მე-13 ჩემპიონის - გარი კასპაროვის უნიკალური რეკორდი გააუმჯობესა და 2861 პუნქტით მამაკაცთა ასეულს უდგას სათავეში.

2800-იანთა კლუბში დაიმკვიდრა ადგილი ვლადიმირ კარიაკინმა (რუსეთი) - 2810 პუნქტით მეორეა. მესამე ადგილზე ჩაიჩოჩა ლევონ არონიანმა (სომხეთი, 2802). ათეულში შემდეგ მოდიან: თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2793), ფაბიანო კარუანა (იტალია, 2781), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2780), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2772), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2771), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2769), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2766).

პირველი ასეულის 45-ე ადგილზე გადაინაცვლა ბაადურ ჯობავამ (2702), თუმცა 2700-იანთა კლუბში ადგილი შეინარჩუნა.

ქართველ ვაჟ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო ასეულში სხვა არავინ გვყავს. სამაგიეროდ, ქალებში 9 ჩვენებურია.

ნანა ძაგნიძემ ერთი საფეხურით წინ წაიწია და 2555 პუნქტით მეხუთე ადგილზეა. პირველი საფეხური კი უწინდებურად უნგრელ იუდით პოლგარს (2696) უკავია.

მეორე ადგილზეა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2603), მესამე-მეოთხე ადგილებზე არიან ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2597) და ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2582).

პირველ ათეულში ძაგნიძის შემდეგ მოდიან: ჟაო სიუ (ჩინეთი, 2554), კატერინა ლაგნო (უკრაინა, 2547), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2531), მარი სებაგი (საფრანგეთი, 2530), პია კრამლინგი (შვედეთი, 2518)... 17. ბელა ხოტენაშვილი (2498), 31. ლელა ჯავახიშვილი (2461), 43. ნინო ხურციძე (2437), 54. სოფიკო გურამიშვილი (2414), 57. ნინო ბაციაშვილი (2407), 65. სალომე მელია (2403), 73. ნაზი პაიკიძე (2391), 76. სოფიკო ხუხაშვილი (2386). სამწუხაროდ, მერი არაბიძე ამჯერად ასეულში ვეღარ მოხვდა.

რაც შეეხება სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკს: რაპიდსაც მაგნუს კარსლენი მეწინავეობს 2845 პუნქტით. ასეულში არიან ბაადურ ჯობავა (2714) და მიხეილ მჭედლიშვილი (2641), ხოლო ბლიცში სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2906) ლიდერობს. ქართველთაგან აქ ბაადურ ჯობავამ (2696), თამაზ გელაშვილმა (2653) და მიხეილ მჭედლიშვილმა (2649) დაიდეს ბინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა