ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ათი რჩევა პრანდელის

ათი რჩევა პრანდელის

"სკუადრა აძურას" ფიასკო იტალიაში უკვე გადაიტანეს და მომავალზე დაფიქრდნენ. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ფიასკო იმაზე უფრო იოლად გადაიტანეს, ვიდრე...

"სკუადრა აძურას" ფიასკო იტალიაში უკვე გადაიტანეს და მომავალზე დაფიქრდნენ. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ფიასკო იმაზე უფრო იოლად გადაიტანეს, ვიდრე ეს თავად წარმოედგინათ. ალბათ იმიტომ, რომ ეს "აძურა" თავიდანვე არ გავდა იმ გუნდს, რომელსაც რაიმე ღირებულისთვის უნდა მიეღწია. ალბათ იმიტომ, რომ ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს. თავად ის ფაქტი, რომ იტალიამ საკმაოდ სუსტ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა, ძალიან უსიამოვნოა, მაგრამ იქნებ კიდევ უარესს გადაურჩა ჯერ კიდევ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი? - მაგალითად, განადგურებას პრინციპულ მეტოქესთან, რომელიც იტალიურ ფეხბურთს დიდ შავ ლაქად გაჰყვებოდა. დღეს კი უბრალოდ ვამბობთ, რომ ეს არ იყო ის გუნდი, რომელსაც დიდი მიზნების მიღწევა შეეძლო და ვნახოთ, რას იზამს ჩეზარე პრანდელი. შესაძლოა იკითხოთ, როდის იყო იტალია დიდი ანგარიშით აგებდაო, მაგრამ გვერწმუნეთ, ამ გუნდს არც გამანადგურებელი ანგარიშით წაგება გაუჭირდებოდა. სადაც სლოვაკებთან გაუშვეს ერთბაშად სამი ბურთი, ხოლო მთლიანობაში ხუთი, იქაც ერთი იმდენს გაუშვებდნენ მართლა მაღალი კლასის მოწინააღმდეგესთან. თუმცა, ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ იტალიას პოტენციალი არ აქვს - აქვს და საკმაოდ დიდი, მაგრამ ამას სწორი გამოყენება სჭირდება. აპენინელმა ჟურნალისტებმა ჩამოთვალეს ის ათი პირობა, რომელიც უნდა შესრულდეს, რათა "სკუადრა აძურამ" ძველი დიდება დაიბრუნოს.

1. ახალ მწვრთნელს მიეცეს სამუშაო დრო

ბოლო თხუთმეტ წელიწადში მხოლოდ ჯოვანი ტრაპატონის ჰქონდა იმის საშუალება, რომ მთელი ოთხი წლის განმავლობაში ყოფილიყო იტალიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი. ოთხი წელი ლიპიმაც იმუშავა, მაგრამ მისი პერიოდი ორ ნაწილად იყოფა და შესაბამისად, ტრაპატონის გვერდზე ვერ დავაყენებთ. ანუ, იტალიაში მწვრთნელს მხოლოდ ორი წელი ეძლევა იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი მოიმკას, რაც თავისთავად, ურთულესი საქმეა. გავიხსენოთ ლუის არაგონესი, რომელიც მუნდიალზე ვერას გახდა ესპანეთის ნაკრებთან ერთად, თუმცა ევროფორუმზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ვინ იცის, რობერტო დონადონისაც რომ დასცლოდა, იქნებ "აძურას" გაცილებით უკეთ ეასპარეზა მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე. თანაც, დღეს იტალიის ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს და პრანდელის დიდი დრო უნდა მიეცეს, რომ მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი გააკეთოს.

2. შეიქმნას მწვრთნელთა საბჭო

აუცილებლად უნდა შეიქმნას მწვრთნელთა საბჭო, რომელიც გავლენას მოახდენს მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებებზე. ნათლად გამოჩნდა, რომ არ შეიძლება მთელი ქვეყანა მხოლოდ ერთი ადამიანს შეჰყურებდეს და მისი სიტყვა განხილვას არ ექვემდებარებოდეს. ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება იმ ერთ ადამიანს ისევე დაუდგეს ცუდი დროება, როგორც ხშირად ფეხბურთელებს ემართებათ ხოლმე? - ამიტომ, აუცილებელია შეიქმნას მწვრთნელთა საბჭო, რომელიც აქტიურად იმუშავებს და ამ შემთხვევაში, პრანდელის, როგორც მინიმუმ რჩევებს მიაწვდის. ამასთან, უნდა დაისვას იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა მუშაობამ მხოლოდ უარყოფითი შედეგი გამოიღო. მარჩელო ლიპი წავიდა და ურიგო არ იქნება თუ მის ბედს ფედერკალჩოს მაღალჩინოსნებიც გაიზიარებენ.

3. ფანტაზისტა

იტალიის ნაკრებს ყოველთვის ჰყავდა ერთი ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის თავის თავზე აღება შეეძლო. თუნდაც რობერტო ბაჯო გავიხსენოთ, ფრანჩესკო ტოტი, ანაც ალესანდრო დელ პიერო. შესაძლოა, ვერც "პუპონემ" და ვერც "პინტურიკიომ" ისე ვერ გაიბრწყინეს, როგორც მაგიურმა ცხენისკუდამ, მაგრამ თავისი გასაკეთებელი მაინც გააკეთეს. ფანტაზისტა, გნებავთ ათიანი იტალიაში თითქოს ტრადიციაა, რომლის დარღვევა მარჩელო ლიპიმ სცადა და სრული კრახი განიცადა. საერთოდ რომ არ იყოს აპენინებზე ასეთი ტიპის ფეხბურთელი, ხმას არავინ ამოიღებდა, მაგრამ მან სახლში დატოვა ანტონიო კასანო, რომელსაც ამ როლის შესრულება ნამდვილად შეეძლო. დაახლოებით ანალოგიური რამ გააკეთა თავის დროზე კიდევ ერთმა დიდმა მწვრთნელმა არიგო საკიმ და თუ რა მოიმკა ამით, ისიც კარგად გემახსოვრებათ. რობერტო ბაჯოს სახლში დატოვება, იტალიას ევროპის 1996 წლის ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩენად დაუჯდა. ტრადიცია უნდა აღდგეს და თანაც აუცილებლად.

4. უარი წარსულ დამსახურებებს

იტალიამ უკვე მეორედ წაიმტვრია ცხვირი იმის გამო, რომ წარსული დამსახურებების გამო, ნაკრებში ადგილი ვეტერან ფეხბურთელებს ერგოთ. გავიხსენოთ 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი და ლეგენდარული პაოლო მალდინი, რომელსაც მერვედფინალურ ეტაპზე, სამხრეთ კორეელი იუნ ხვან ანი აუხტა და თავური დარტყმით, იტალია მუნდიალს გამოამშვიდობა. იმ ჩემპიონატზე პაოლომ არადამაჯერებლად იასპარეზა და ის წაგებული ორთაბრძოლაც თითქოს ამ ყველაფრის ლოგიკური დასასრული იყო. დაახლოებით ანალოგიური რამ მოხდა ფაბიო კანავაროსთან დაკავშირებით, რომელმაც სამხრეთაფრიკის მუნდიალზე არაერთი შეცდმა დაუშვა. სწორედ მის შეცდომებს მოჰყვა გოლები, რომლებიც იტალიელებმა პარაგვაისთან და ახალ ზელანდიასთან გაუშვეს. ვერც სლოვაკებთან პაექრობაში იდგა მოწოდების სიმაღლეზე და ეს იქიდანაც ჩანს, რომ "აძურამ" სამივე გოლი ცენტრალური ზონიდან გაუშვა. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს პრანდელიმ და მხოლოდ წარსული დამსახურების გამო, ფეხბურთელს არ ანდოს ადგილი ძირითად შემადგენლობაში.

5. ნაკლები ექსპერიმენტი

მარჩელო ლიპიმ ძალიან ბევრი ფეხბურთელი გამოსცადა ამხანაგურ თუ ოფიციალურ შეხვედრებში და ვფიქრობთ, ბოლოს თვითონვე აირია. არაერთი ფეხბურთელი ათამაშა თხუთმეტი წუთით, ნახევარი საათით ან თუნდაც ერთი ტაიმის განმავლობაში - დღევანდელი გადასახედიდან, ძნელი ასახსელია, რას ემსახურებოდა ყოველივე ეს. შეგვიძლია გავიხსენოთ კიდეც ასეთი ფეხბურთელები, მაგალითად: მატია კასანი, სალვატორე ბოკეტი, ანტონიო კანდრევა. ვფიქრობთ, მთავარმა მწვრთნელმა დაახლოებით 30 ფეხბურთელი უნდა გამოარჩიოს, საიდანაც შეავსებს განაცხადს - ამხანაგური შეხვედრები კი უფრო ფეხბურთელთა შესათამაშებლად, გუნდის დასაყენებლად უნდა გამოიყენოს, ვიდრე ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასელექციო პროვესი უნდა შეჩერდეს, მაგრამ ლიპიმ ამ მხრივ, აშკარად გადაამლაშა, ძნელი ასახსნელია, რა უნდა დაინახო ასეთი თხუთმეტ წუთში, რომ მოთამაშეზე უარი თქვა.

6. იტალიელი ფეხბურთელები საზღვარგარეთ

ბოლო ორ მუნდიალზე, "სკუადრა აძურა" გახლდათ ერთადერთი გუნდი, სადაც არც ერთი ლეგიონერი არ ირიცხებოდა. 2002 წელსაც ანალოგიური ვითარება იქნებოდა, რომ არა ფრანჩესკო კოკო და მისი საიჯარო ხელშეკრულება "ბარსელონასთან". ლიპის შეეძლო მუნდიალზე წაეყვანა ჯუზეპე როსი, რომელიც "ვილიარეალში" ირიცხება, თუმცა ბოლო მომენტში მასზე უარი განაცხადა. ვფიქრობთ, ურიგო არ იქნება თუ იტალიის ნაკრების თავკაცი უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს უცხოეთში მოასპარეზე ფეხბურთელებს. მოთამაშე, რომელიც სხვა ქვეყანაში ასპარეზებს, ბევრ ახალს სწავლობს, ეს კი ნაკრების თამაშს უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის. თუ ნაკრების მწვრთნელი უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს ლეგიონერებს, იტალიელი ფეხბურთელები უფრო აქტიურად წავლენ სათამაშოდ საზღვარგარეთ.

7. ლეგიონერთა შემცირება იტალიურ გრანდებში

განვლილ სეზონში, "ინტერმა" ისე მოიგო სამი ტურნირი, რომ ძირითად შემადგენლობაში არც ერთ იტალიელ ფეხბურთელს არ უწევდა თამაში. ბოლო შეხვედრებში მარკო მატერაციმ მიიღო მონაწილეობა, მარიო ბალოტელიმაც მოასწრო თავის გამოჩენა, მაგრამ მთლიანობაში, ეს მაინც ზღვაში წვეთი გახლდათ. ამ მხრივ, სხვა გუნდებში უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ არა იდეალური. ფაქტია, რომ ბრაზილიელი და არგენტინელი ფეხბურთელების დიდი ნაკადი ხელს უშლის ადგილობრივი ფეხბურთელების განვითარებას. ძალიან კარგი მცველია დავიდე სანტონი, რომელსაც დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია, მაგრამ ღრმა თადარიგში უწევს ყოფნა. ვინ იცის, რომ არა დუგლას მაიკონი, დღეს მსოფლიო დონის ვარსკვლავი ყოფილიყო და საკუთარ ქვეყანას მუნდიალზე გამოსდგომოდა.

8. საკუთარი სკოლის აღზრდილების წინა პლანზე წამოწევა

ეს თემა ზემოთნათქვამის გაგრძელებაა. ანუ, უნდა შემცირდეს ლეგიონერები და მეტი ყურადღება მიექცეთ საკუთარი სკოლის აღზრდილებს. ამაზე კლუბებთან ერთად, ფედერკალჩომაც" უნდა იზრუნოს. მუდმივად ისმის საუბრები იმის შესახებ, რომ კლუბებმა გარკვეული ლიმიტი უნდა დააწესონ ლეგიონერებზე, თუმცა ამის საქმედ ქცევა ერთობ რთული ამბავია. ეს შეიძლება შეფასდეს დისკრიმინაციად, რადგან ჩვენ გლობალიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ. ამიტომ, ურიგო არ იქნება თუ ფედერკალჩო გარკვეულ პრემიალურებს დააწესებს და თითოეულ იმ ფეხბურთელეზე გადაუხდის კლუბს, რომელიც საკუთარი სკოლის აღზრდილია და მთავარ გუნდში ასპარეზობს. ეს ერთგვარი წახალისება იქნება იმის, რომ კლუბების მესვეურები უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებული სკოლის აღზრდილი ფეხბურთელების მთავარ გუნდში გადაყვანით.

9. უფრო ახლო ურთიერთობა ნაკრების მწვრთნელსა და კლუბებს შორის

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, მარჩელო ლიპიმ ტურნე დაგეგმა და იტალიური კლუბების ბაზებს ესტუმრა. თუმცა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ მხოლოდ რამდენიმე კლუბს ესტუმრა. თანაც, ეს მხოლოდ ერთხელ გააკეთა ორწლიანი მუშაობის პერიოდში. აშკარაა, რომ ნაკრების მწვრთნელს კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს კლუბებთან და გუნდების მწვრთნელებთან, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან როგორ ფორმაშია ესა თუ ის ფეხბურთელი. საერთოდაც, მწვრთნელმა უფრო მეტად უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, თუ როგორ ასპარეზობს ფეხბურთელი თავის გუნდში, ვიდრე ამას ლიპი აკეთებდა. მან მუნდიალის სამივე შეხვედრაში ათამაშა ვინჩენცო იაკვინტა, რომელსაც პრაქტიკულად მთელი სეზონი გაუცდა. საქმისადმი ასეთმა მიდგომამ განაპირობა "აძურას" ფიასკო.

10. უფრო მეტი კოორდინირება ახალგაზრდულ ნაკრებთან

ბოლო წლებში, იტალიის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ, როგორც ტაქტიკურ, ისე სტრატეგიულ ასპექტში. წლების განმავლობაში, პიერლუიჯი კაზირაგი კლასიკურ 4-4-2 სქემას იყენებდა, მაშინ როდესაც ლიპი 4-3-2-1-ს ანიჭებდა უპირატესობას. ამასთან, მარჩელო თითქმის არ აქცევდა ყურადღებას იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ახალგაზრდულ გუნდში წარმატებით ასპარეზობდნენ. მაგალითად: სებასტიან ჯოვინკოს, რობერტ აკვაფრესკას, მარკო მოტას... არადა, ბევრ ქვეყანაში ეროვნული და 21-წლამდელთა ნაკრებები ერთი ტაქტიკური მოდელით ასპარეზობენ, რათა ახალგაზრდა ფეხბურთელმა უფრო იოლად შეძლოს ადაპტირება ქვეყნის მთავარ გუნდთან. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ესპანეთია, სადაც ყველა ასაკობრივი ნაკრები ერთი სქემით ასპარეზობს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ვისენტე დელ ბოსკეს გუნდში მოასპარეზე ფეხბურთელთა უმეტესობა ასაკობრივი ნაკრებებიდან ერთად მოდიან. ვფიქრობთ, ფედერკალჩომ ამ კუთხით ბევრი უნდა იმუშავოს.

55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო

პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"ნაპოლიმ" ისევ მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ