ტრავმის გამო აზარენკა სერენას ვერ შეხვდა

ამ კვირას, ქალებს შორის საინტერესო ტურნირი მიმდინარეობს ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში, სადაც მსოფლიო რეიტინგის პირველ სამ ნომერს უნდა მიეღო მონაწილეობა. მაგრამ, როგორც იცით, ბოლო მომენტში იქ თამაშზე უარი განაცხადა მეორე ჩოგანმა, რუსმა მარია შარაპოვამ.

სამაგიეროდ, ტურნირში ჩაებნენ პირველი და მესამე ჩოგნები - ბელარუსი ვიქტორია აზარენკა და ამერიკელი სერენა უილიამსი.

მათ წარმატებით დაძლიეს ორი რაუნდი და დღეს ნახევარფინალში უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს საინტერესო მატჩი არ შედგა. როგორც გაირკვა, 23 წლის აზარენკას ერთ-ერთ წინა მატჩში ტრავმა მიუღია და ამის გამო ვერ შეძლო კორტზე გასვლა. ასე რომ, სერენა უბრძოლველად გავიდა ფინალში.

"პრობლემები მაქვს მარჯვენა ფეხის თითთან დაკავშირებით. დაახლოებით ათი დღის წინ ინფექცია შემეჭრა. თავიდან ტკივილი ასატანი იყო, მაგრამ უსიამოვნო შეგრძნება თანდათან ძლიერდებოდა. გუშინ იმდენად ცუდად გავხდი, რომ პატარა ოპერაცია გამიკეთეს - რაღაც ამომაჭრეს თითიდან. სამწუხაროდ, ვერ ვასწრებ სერენასთან მატჩისთვის აღდგენას.

იმედია, შევძლებ ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშს. სწორედ ამის გამო ვთქვი დღეს კორტზე გასვლაზე უარი. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ, რომ მოვასწარი ბრისბენში ორი მატჩის ჩატარება.

ოპერაციის შემდეგ, ექიმმა მითხრა, რომ ვერ შევძლებდი კიდევ სამი-ოთხი დღე კორტზე გასვლას. ბოლო გამოკვლევის თანახმად, ყველაფერი იმაზე უკეთესადაა, ვიდრე მეგონა", - მოჰყავს აზარენკას სიტყვები WTA-ის ოფიციალურ ვებგვერდს.

რაც შეეხება ფინალს, სერენა უილიამსი გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ანასტასია პავლიუჩენკოვას დაუპირისპირდება, რომელმაც გუშინ სამ სეტში მოუგო უკრაინელ ლესია ცურენკოს. სხვათა შორის, სწორედ ამ უკანასკნელმა შეცვალა სატურნირო ბადეში ტრავმირებული მარია შარაპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე