როგორც მოსალოდნელი იყო, ალეშანდრე პატო "კორინთიანსში" გადავიდა
როგორც მოსალოდნელი იყო, ალეშანდრე პატო "კორინთიანსში" გადავიდა.

23 წლის ფეხბურთელმა, რომელშიც ბრაზილიურმა კლუბმა 15 მილიონი ევრო გადაიხადა, "კორინთიანსთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 7-ნომრიანი მაისური მიიღო.

"მილანის" ფეხბურთელებთან" გამომშვიდობების შემდეგ, პატომ გულშემატკივრებისთვისაც მოიცალა და "როსონერის" ოფიციალურ საიტზე, გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა:

"ბრაზილიაში სათამაშო პრაქტიკის მიღების გამო მივდივარ, "მილანს" კი არასდროს დავივიწყებ. მინდა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ამ პერიოდში ვიმუშავე, პრეზიდენტიდან დაწყებული და ფეხბურთელებით დამთავრებული, მადლობა გადავუხადო, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც გულშემატკივრის მადლიერი ვარ, რომელიც ყოველთვის მხარში მედგა.

"მილანში" დაუვიწყარი წლები გავატარე და ამ გუნდს, მის ლოგოს, ფერებს და ქომაგებს, ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემ გულში," – წერია პატოს წერილში.

შეგახსენებთ, რომ პატო "მილანში" 2007 წელს, "ინტერნასიონალიდან" 22 მილიონი ევროს საფასურად გადავიდა.

სულ პატომ "როსონერის" რიგებში, სერია ა-ს ეგიდით 117 მატჩი ჩაატარა და 51 გოლი გაიტანა. წინა სეზონში ბრაზილიელმა სულ 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთადერთხელ გამოიჩინა, წელს კი მოედანზე მხოლოდ 4-ჯერ გავიდა და გოლის გატანა ვერ შეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პატო "მილანს" დაემშვიდობა

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა