მაგრამ დამნაშავე მანჩინი ყოფილა

"მანჩესტერ სიტის" ბაზაზე რობერტო მანჩინისა და მარიო ბალოტელის შორის მომხდარ კონფლიქტზე "ლელო" უკვე წერდა. დეტალებზე, თუ რა გახდა შეგირდსა და ოსტატს შორის ხელჩართული ჩხუბის მიზეზი, დღეს მოგახსენებთ. მაშ ასე:

მარიო მინდვრის კიდეზე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, როცა მანჩინიმ მას გუნდთან შეერთება და ორმხრივ სპარინგში მონაწილეობა დაავალა. მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ორკარა გრძელდებოდა, ერთადერთი რასაც მანჩინი აკეთებდა, ეს ბალოტელისთვის შენიშვნების მიცემა გახლდათ.

მწვრთნელი ფეხბურთელს ინგლისურ და იტალიურ ენებზე აძლევდა დარიგებებს. ერთ არცთუ რიგით ეპიზოდში კი, როცა 22 წლის სკანდალისტი სკოტ სინკლერს ზღვარსგადასულად უხეშად ჩაუვარდა ფეხებში, მანჩინი აფეთქდა.

თვითმხილველების ცნობით, პირველმა სწორედ გუნდის თავკაცმა დაკარგა თავის თავზე კონტროლი, რამაც იტალიელებს შორის კონფლიქტს დაუდო სათავე. დანარჩენი უკვე იცით. ისინი ერთმანეთს ხელით შეეხნენ, თუმცა დანარჩენმა ფეხბურთელებმა მათი გაშველება დროულად მოახერხეს.

"სიტის" თანამშრომელი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა მოისურვა, ჰყვება: "ფეხბურთელებს იმ ყველაფრის დაჯერებაც კი გაუჭირდათ, რაც საკუთარი თვალით იხილეს. მანჩინი ნამდვილ გიჟს დაემსგავსა და მას ბალოტელიც ისეთივე გაოცებული უყურებდა, როგორც დანარჩენები. კონფლიქტს პროვოცირება მწვრთნელმა გაუკეთა,” – აცხადებს ის.

როგორც SkySports წერს, რობერტო მანჩინიმ გადაწყვიტა, რომ მარიო “ქალაქელების” ღირსებას აღარასოდეს დაიცავს.

მან უკვე მიმართა კლუბის ხელმძღვანელობას, ბალოტელის ტრანსფერზე დაყენების მოთხოვნით. იმის გათვალისწინებით, რომ სატრანსფერო ფანჯარა სულ ახლახან გაიხსნა, მანკუნიანელებმა მისი გასხვისება უნდა მოასწრონ.

სხვა შემთხვევაში 22 წლის თავდამსხმელი სეზონის ბოლომდე უთამაშებელი დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რობერტო მანჩინი: მოთმინება ორი წამით დავკარგე, ხდება ხოლმე...

მარიო ბალოტელიმ და რობერტო მანჩინიმ ვარჯიშზე იჩხუბეს

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა