4 იანვარს, გამთენიისას, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გეზი მალტისკენ აიღო, სადაც საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს
4 იანვარს, გამთენიისას, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გეზი მალტისკენ აიღო, სადაც საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს.

ავთანდილ ასათიანისა (მთავარი მწვრთნელი) და ბესო არველაძის (მთავარი მწვრთნელის ასისტენტი) გაწვრთნილები კუნძულზე 10 იანვრამდე გაჩერდებიან და სამ შეხვედრას გამართავენ: 6 იანვარს საბერძნეთს დაუპირისპირდებიან, 7 იანვარს - მასპინძელ მალტას, 8 იანვარს დაისვენებენ, ხოლო 9-ში გადამწყვეტ მატჩში ინგლისელებს შეხვდებიან და თბილისში 11 იანვარს დაბრუნდებიან.

მალტაზე ჩვენი ნაკრები ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარეები: გაბუჩია, ჯამბურია;

მოთამაშეები: ალთუნაშვილი, ჯვარაშვილი, ასათიანი, ლუკავა, ჯაფარიძე, მაისაია, სებისკვერაძე, კაკაბაძე, ჭანუყვაძე, ბობოხიძე, კობაიძე, შელეგია.

წინასწარ იყო ცნობილი, რომ მალტაში არ ითამაშებდა "იბერია სტარის" გამოცდილი მოთამაშე ალეკო ძაბირაძე, რომელიც მშვენიერ ფორმაშია, ეროვნულ ჩემპიონატში საკმაოდ ბევრი გოლი გააქვს და ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა.

ძაბირაძემ კეთილშობილური ნაბიჯი გადადგა და ასათიანთან მოითათბირა, რომ აჯობებდა, გუნდის გაახალგაზრდავების პროცესში ამ ტურნირზე მთავარ მწვრთნელს გამოუცდელი მოთამაშეები გაესინჯა.

თუმცა, ასათიანის თქმით, ძაბირაძე იანვრის ბოლოს მალტაში ნაკრებთან ერთად იქნება. როგორც ცნობილია, დეკმბერში ევრო 2014 წლის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და საქართველოს მეტოქეები გაირკვა.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ნაცნობ მეტოქეებს, მოლდოვასა და მალტას შეხვდება, ტურნირს კი 22-27 იანვარს კვლავაც მალტა უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა