ქართველ ფეხბურთელს რუსული კლუბიდან წასვლა სურს, მაგრამ ამას კონტრაქტის გამო ვერ ახერხებს
გიორგი ნავალოვსკი ნოვოკუზნეცკის "მეტალურგ-კუზბასში" ზაფხულში ჩაირიცხა. 26 წლის მცველი კლუბში მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ფედოტოვმა წაიყვანა.

ნოვოკუზნეცკელებმა რუსეთის ნაციონალურ საფეხბურთო ლიგაში (პირველი ლიგა) პირველი წრე უფერულად ჩაატარეს და 21 შეხვედრაში დაგროვილი 18 ქულით 17-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოდან მეორე ადგილზე იმყოფებიან.

გიორგიმ საშემოდგომო ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრა გამოტოვა. სწორედ მაშინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ გუნდს საქართველოს ნაკრებში ნათამაშები მარცხენაფლანგელი დატოვებდა და ახალი კლუბის ძიება სურდა.

მანამდე ეს სურვილი გიორგიმ "ლელოსთან" გამოხატა. მაგრამ სურვილი ერთია, მეორე კი "მეტალურგ-კუზბასის" პოზიცია...

"ბოლო შეხვედრა იმიტომ გამოვტოვე, რომ საქართველოში საქმე მქონდა და გამომიშვეს. კლუბიდან წამოსვლაც მინდოდა, გუნდი ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზეა და არ შეიძლება ეს მომწონდეს.

შესაძლებლობის შემთხვევაში, სხვაგან გადასვლაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი, მაგრამ კლუბთან კონტრაქტი მაისამდე მაკავშირებს და ვერ მოვდივარ. ასე რომ, მეორე წრისთვისაც "მეტალურგ-კუზბასში" მოვემზადები" - გვითხრა ნავალოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს გიორგი თამაშობდა თბილისის "დინამოში", რუსთავის "ოლიმპში", მახაჭყალის "ანჟიში", ბაქოს "ინტერში", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგასა" და "ხიმკიში", საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა კი 2-ჯერ მოირგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა