სკიტას გუნდმა "ანტრანიკას" უმასპინძლა და თავ-ბედი აწყევლინა - 118:79
ნიკოლოზ ცქიტიშვილმა 2013 წელი გამარჯვებით გახსნა. მოგეხსენებათ, იგი ლიბანურ "ჩამპვილში" თამაშობს. სკიტას გუნდმა "ანტრანიკას" უმასპინძლა და თავ-ბედი აწყევლინა - 118:79.

მოგეხსენებათ, ნიკა "ჩამპვილის" ერთ-ერთი ლიდერია და გამარჯვებაშიც დიდი წვლილი შეიტანა, თუმცა მწვრთნელმა სუსტ მეტოქესთან ქართველ თავდამსხმელს მატჩისთვის განკუთვნილი დროის ნახევარი, 20 წუთი არგუნა.

ეს დრო ცქიტიშვილმა მონაგარში შეაჯამა: 11 ქულას 9 მოხსნა მიამატა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 3-3 პასი-დაფარება იყო. ნიკამ 8-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

მის შესახებ ზემოთ დავწერეთ: "ერთ-ერთი ლიდერიო". საქმე ის არის, რომ სკიტას გვერდით ერთი ჩამპვილელია შეუჩერებელი - ფადი ხატიბი, რომელმაც "ანტრანიკასთან" სამმაგი დუბლი შეასრულა: 31 ქულა, 10 მოხსნა, 12 პასი.

"ჩამპვილი" ლიბანის ჩემპიონატში მორიგ მატჩს 5 იანვარს გამართავს. მისი მეტოქე "ამჩიტი" იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა