ქუთაისელთა ღირსებას 23 წლის ცენტრალური მცველი ბიძინა (ბუკა) ცინცაძე დაიცავს
ქუთაისის "ტორპედოში" მატებაა - ქუთაისელთა ღირსებას 23 წლის ცენტრალური მცველი ბიძინა (ბუკა) ცინცაძე დაიცავს.

187 სმ სიმაღლის ცინცაძე ბოლო 2 წელი ლატვიის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე დაუგავპილსის "დაუგავაში" თამაშობდა, სადაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახლდათ.

მისი დახმარებით გუნდმა გასულ წელს ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. სულ მან ბალტიისპირულ გუნდში 51 მატჩი გამართა და 3 გოლიც გაიტანა.

ლატვიამდე იგი ცხინვალის "სპარტაკში" და ერევნის "არარატში" გამოდიოდა. მისი პროფესიონალური კარიერის პირველი გუნდი კი სოხუმის "დინამოა".

ახალწვეულის მიერ "ტორპედოსთან" გაფორმებული კონტრაქტი 5-წლიანია. იგი 16 იანვარს ახალ გუნდთან ერთად სამედიცინო შემოწმებას თბილისში გაივლის, ხოლო 3-გზის ჩემპიონი ეროვნული თასისა და ჩემპიონატის ახალი ეტაპისთვის მზადებას 18 იანვრიდან ქუთაისში შეუდგება, 1 თებერვალს კი შეკრების გასავლელად ესპანეთში გაემგზავრება და "მარბელას თასზე" მიიღებს მონაწილეობას.

fctorpedo.ge

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა