ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ხმაურიანი დასაწყისი

ხმაურიანი დასაწყისი

რა ჰქვია, როცა ტურის 5 მატჩიდან 4 მოულოდნელი შედეგით მთავრდება?
... ზუსტად ნამდვილად ვერ ვიტყვით: სანაკრებო თამაშებით გამოწვეული პაუზისა თუ "სხვა" მიზეზის გამო ეროვნული ჩემპიონატის II წრე უცნაურად კი არა, მართლაც "უჩვეულოდ" დაიწყო. აბა, სხვა რა შეფასება უნდა მივცეთ იმ ფაქტს, როცა კონკრეტული ტურის 5 მატჩიდან, სულ მცირე... 4 მოულოდნელი შედეგით მთავრდება? რა თქმა უნდა, ამ ოთხი მოულოდნელი შედეგიდან "რაღაც" განსაკუთრებულ სენსაციად ყველას ვერ შევაფასებთ, მაგრამ, გარკვეულწილად, სიურპრიზი მაინც უნდა ვუწოდოთ. თავად განსაჯეთ: "ვიტ ჯორჯიამ" ოთხბურთიანი სხვაობით უკანასკნელად ერთი წლის წინ წააგო და აი, ამხელა პაუზის მერე იგივე დაემართა.

ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი აშკარა ფავორიტის რანგში ჩავიდა ქუთაისში, მაგრამ ზედიზედ 5 მოგების შემდეგ უქულოდ დარჩა; თავის მხრივ, "ტორპედომ" შინ პირველი გამარჯვება მოიპოვა და სტადიონზე შეკრებილი მრავალრიცხოვანი ქომაგები უზომოდ გაახარა. ფაქტობრივად, ექსპერიმენტულ-გაახალგაზრდავებულმა "ბაიამ" ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოდ ბოლნისიდან 3 ქულა წამოიღო, - არადა, ზუგდიდური გუნდის პრობლემებზე მთელი კვირის განმავლობაში არცთუ "სასიამოვნო" ხმები დადიოდა.

არც "კოლხეთს" აქვს დალხენილი ფინანსური ცხოვრება - ამ შემთხვევაშიც ბოლო მომენტში გადაწყდა სამტრედიაში მატჩზე გამგზავრება და ამის მიუხედავად, უმძიმეს და ნერვულ ბრძოლაში ჩატარებულ შეხვედრაში ფოთელებმა მაინც შეძლეს 1 ქულის წამოღება; გაგვაოცა "სპარტაკმაც" - გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ძირითადი შემადგენლობა კიდევ უფრო გადაახალისა და ჩვენ ყველაზე ტიტულოვან კლუბს ღირსეული პაექრობა გაუწია; ანუ, ის შემთხვევა იყო, "სპარტაკის" მიერ ქულის მოპოვება "საფეხბურთო უსამართლობაში" რომ არ უნდა ჩათვლილიყო...

როგორ გგონიათ, მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებით იყო მეორე წრის სასტარტო ტური გამორჩეული? ეგ კი არა, აღარც ვიცით, საიდან დავიწყოთ: "ოლიმპის" ახალი მწვრთნელის შთამბეჭდავი სადებიუტო გამარჯვებით თუ იმ ფაქტით, საქართველოს ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი რეპორტაჟების ტელეტრანსლაცია რომ აღდგა; რუსთავში ჩატარებული მატჩის მართლაც კურიოზული გოლებითა და ტურის ერთდრულად ორ "ავტოგოლზე"; "სამტრედია"-"კოლხეთისა" და "სპარტაკი"-"დინამოს" შეხვედრებში წარმოქმნილ სადავო საკითხებზე (მსაჯობას რომ უკავშირდებოდა) თუ ახალგაზრდა ფეხბურთელთა სადებიუტო გოლებზე უმაღლეს ლიგაში; ბომბარდირთა დავაში დაწინაურებულ კონკრეტულ მოთამაშეზე თუ იმ ფაქტზე, როცა ჩვენი ჩემპიონატის მატჩებზეც შესაძლებელი ყოფილა... 7-8 ათასი ქომაგის ხილვა ტრიბუნებზე!

თუმცა მეორე წრის სასტარტო ტურმა, ამდენ "მოსალოდნელ თუ მოულოდნელ" ინტრიგასთან ერთად მწარე რეალობაც დაგვანახა; ეროვნული ჩემპიონატის საფეხბურთო დონეს არ ვგულისხმობთ, უბრალოდ, "აღმოჩნდა", რომ თურმე ჩვენი გუნდების თითქმის ნახევარს (თუ მეტს არა), სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. ჰოდა, ამ შემთხვევაში, მართლაც ბუნებრივი კითხვაც დაიბადება: სად არიან ის "დაპირებული" თუ "გაპიარებული" სპონსორები?

ახალი სახე(ლ)ები

მეორე წრის სასტარტო ტურის მომიხილვა ყველაზე გვიანი მატჩით გვინდა დავიწყოთ; როგორც ვივარაუდეთ, "ტორპედოსა" და "ზესტაფონის" მონაწილეობით ჩატარებული "იმერული დერბი" მართლაც ტურის მშვენება გამოდგა! იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ეთერით ასე ნანატრი პირდაპირი ტრანსლაცია გადაიცემოდა, ქუთაისის სტადიონის ტრიბუნები, ფაქტობრივად, სავსე იყო. ჰოდა, გულშემატკივრებმაც არ ინანეს: ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე მართლაც არცთუ ურიგო ფეხბურთი ვიხილეთ; თანაც, მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე ისეთი უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა, სატურნირო ცხრილის ერთ-ერთი აუტსაიდერისა და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის დაპირისპირებას ნამდვილად რომ არ ჰგავდა.

თუმცა ისიც ვაღიაროთ, რომ "ტორპედოს", როცა იქნებოდა, ის მართლაც დანავსული სერია უნდა შეეწყვიტა და ასეც მოხდა: ოთხი ფრის შემდეგ გია გიგატაძის გუნდმა, როგორც იქნა, პირველი საშინაო გამარჯვება მოიპოვა! წარუმატებელი სტარტის მქონე გუნდისათვის ნებისმიერი მოგება ფასეულია, მაგრამ ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ და ასევე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან გამარჯვებას მაინც სხვა ფასი აქვს. სხვათა შორის, გია გიგატაძეს მართლაც იღბლიანი დებიუტი გამოუვიდა: მისი ხელმძღვანელობით "ტორპედომ" 3 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 2 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

"ტორპედო"-"ზესტაფონის" მატჩზე დაწვრილებით არ შევჩერდებით; უბრალოდ, კიდევ ერთხელ გვინდა აღტაცება გამოვთქვათ მერაბ გიგაურის გამარჯვების მომტან გოლზე - მასპინძელთა 17 წლის ნახევარმცველმა ისეთი ბურთი შეაგდო, ბევრ გამოცდილ ოსტატს რომ შეშურდებოდა. გოლის გარდა, ამ ჭაბუკმა ისედაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა (როგორც სხვა მატჩებში) და ამიტომაც გვეჩვენება უცნაურად ის ფაქტი, გიგაური და მისი თანაგუნდელი ლაშა კემუხტაშვილი საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში რომ ვერ მოხვდნენ...

...ამ შეხვედრამდე "ზესტაფონს" ჩინებული სერია ჰქონდა: ზედიზედ 5 გამარჯვება (აქედან სამი - სტუმრად); გია გეგუჩაძის გუნდს არც შაბათის შეხვედრაში უასპარეზია ცუდად, პირიქით: თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობასაც ფლობდა, არაერთი მწვავე შეტევაც მიიტანა მასპინძელთა კართან, მაგრამ უაღრესად მოტივირებულ და მონდომებულ "ტორპედოსთან" ქულის აღებაც ვერ მოახერხა.

"იმერულ დერბიში" არაერთი დინამიური ეპიზოდი იყო. თუნდაც ნიკა გელაშვილის ჩინებული სოლო-რეიდი რად ღირდა, როცა "ზესტაფონის" ფორვარდმა ბურთიანად ლამის ნახევარი მოედანი გაირბინა და მისი ეფექტური გარღვევის შედეგად ბურთი "ტორპედოს" კარის ძელს მოხვდა. ერთ ეპიზოდში კი სტუმართა ხარიხას მოხვდა ბურთი, თორემ მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდებოდნენ...

ლიდერთა რბოლა

ამ წაგების მიუხედავად, "ზესტაფონმა" ერთპიროვნული ლიდერობა მაინც შეინარჩუნა, მაგრამ უშუალო მდევართან სხვაობა შემცირდა. ქვეყნის ჩემპიონის ასეთ არასტაბილურ ასპარეზობას, როცა იქნებოდა, ბოლო უნდა მოღებოდა; მით უფრო, "ვიტ ჯორჯიასთან" სტუმრად მატჩში (თან, რუსთავში!..) "ოლიმპი" ახალ მწვრთნელს უნდა გამოეყვანა - რამაზ მუმლაძეს. ასეც მოხდა: თითქმის იგივე შემადგენლობით ოღონდ, ტაქტიკაშეცვლილმა "ოლიმპმა" თავის ერთ-ერთ უხერხულ მეტოქეს საკმაოდ მწარე მარცხი აგემა: "ვეტერინარები", ფაქტობრივად, წელიწადში ერთხელ თუ აგებენ ხოლმე ოთხბურთიანი სხვაობით.

"ოლიმპის" უპირატესობა განსაკუთრებით თვალშისაცემი მეორე ტაიმში გახდა, როცა, ბევრისთვის მოულოდნელად, "ვიტ ჯორჯიამ" მეტოქეს ფაქტობრივად, უბრძოლველად დაუთმო მოედნის ცენტრი. თუმცა, "ოლიმპის" შეტევები ფლანგებიდანაც არანაკლებ სახიფათო იყო: თემურ ღონღაძე, გიორგი ჭელიძე და ლაშა ჯაფარიძე მთელი მატჩის განმავლობაში ავიწროებდნენ მეტოქის ფეხბურთელებს. ცალკე უნდა აღვნიშნოთ ირაკლი მოდებაძე - "ოლიმპის" 26 წლის ახალწვეული რამაზ მუმლაძემ, "თავის ადგილზე", შეტევის წინა ხაზში დააყენა და მოდებაძე-გიორგი ბერიაშვილის "დუეტმა" მოწინაღმდეგეებს არაერთი თავსატეხი გაუჩინა.

ისე, ამ შეხვედრაში ოთხივე გოლი... კურიოზული გამოდგა: ხან მეკარეს უვარდებოდა ბურთი "უდროოდ" და "უადგილო ადგილას", ხან - მასპინძელთა მცველებს ხვდებოდა ბურთი და რიკოშეტით ბადეში შედიოდა და ასე შემდეგ თუმცა, ყოველივე ეს სულაც არ აკნინებს "ოლიმპისა" და ამ გუნდის ახალი თავკაცის სოლიდურ გამარჯვებას. რაც მთავარია, ამ მოგებით "ოლიმპი" კვლავაც საჩემპიონო რბოლაშია ჩართული.

აი, "დინამოს" კი ზედიზედ მეორე საყაიმო ანგარიშით "ზესტაფონთან" მიახლოების საშუალება არ მიეცა: ბევრისთვის მოულოდნელად, კახა კაჭარავას გუნდმა ერთ-ერთ აუტსაიდერ "სპარტაკს" ვერ აჯობა. რა თქმა უნდა, ის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ ყველაზე ტიტულოვან კლუბს შეტევაში პრობლემები აქვს და "სპარტაკთან" მატჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურები არიან "დინამოსათვის" მათე ვაწაძე და რობერტინიო (ორივე ახალგაზრდა შემტევი კვლავაც ტრავმირებულია).

ასეთი სოლიდური დანაკლისის მიუხედავად, "დინამო" მეტოქის კარს არაერთხელ დაემუქრა, მაგრამ იმ დღეს ჩინებულად ასპარეზობდა "სპარტაკის" გამოცდილი მეკარე, 36 წლის სოსო გრიშიკაშვილი. სხვათა შორის, ამ ტურში კიდევ ერთი ვეტერანი მეკარე გამოირჩა: სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა "ოლიმპში" დაბრუნებულმა გრიგოლ ჭანტურიამ, ვინც 37 წლისა ამ ცოტა ხნის წინ გახდა! ისევ "სპარტაკი"-"დინამოს" მატჩს დავუბრუნდეთ, მასპინძლებმა თავიანთთვის ესოდენ საჭირო ქულა რომ მოიპოვეს.

სხვათა შორის, ზემოთნახსენები გიგატაძისა და მუმლაძის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთი გადამწყვეტი აღმოჩნდა ახალი მწვრთნელის ფაქტორი. ბადრი კვარაცხელიამ "სპარტაკის" დამრიგებლის რანგში მეორე შეხვედრა ჩაატარა და ამ გუნდის თამაშზე ყოველივე ეს დადებითად აისახა. თანაც, ისე როგორც წინა ტურში "კოლხეთთან", "სპარტაკში" კვლავაც გამოჩნდნენ ყველასათვის უცნობი ჭაბუკი ფეხბურთელები, რომლებიც კვარაცხელიამ დუბლშემადგენლობიდან დააწინაურა. სამწუხაროდ, ამ შეხვედრაში ერთობ აქტუალური იყო სამსაჯო თემა: მასპინძლები მიიჩნევდნენ, რომ მატჩის მიწურულს პენალტი ეკუთნოდათ, ხოლო "დინამოს" წარმომადგენელთა აზრით, დონალდ ჯუისს გაფრთხილება "შეგნებულად" მისცეს, რათა... მომავალი მატჩი ("ზესტაფონთან") გამოეტოებინა...

ფული და... მოტივაცია

"სპარტაკი"-"დინამოს" შეხვედრაზე "აქტუალური" იყო სამსაჯო თემა "სამტრედია"-"კოლხეთის" დაპირისპირებაშიც, ერთი შეხედვით, "მშვიდობიანი" საყაიმო ანგარიშით დასრულდა. 7 გაფრთხილება, 1 გაძევება და ორივე მხარის მიერ საჯაროდ გამოხატული უკმაყოფილება მსაჯების მიმართ, - აი, ასეთი "ფონი" ახლდა ამ დაძაბულ და საინტერესო შეხვედრას, კინაღამ სერიოზული სკანდალით რომ დასრულდა. კიდევ კარგი, "სამტრედიას" პრეზიდენტის ზაზა ადეიშვილის აქტიური ჩარევით მდგომარეობა განიმუხტა, თუმცა ადვილი სათქმელია იმას "განმუხტვა" ვუწოდოთ, როცა მატჩის დასრულების შემდეგ მსაჯები, ფაქტობრივად, 40-წუთიან ალყაში იყვნენ მოქცეულნი.

სხვათა შორის, ამ მატჩის ჩატარება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა: "სამტრედიას" ფინანსური პრობლემები სეზონის დაწყებიდანვე თან სდევს, აი, "კოლხეთში" კი არანაკლებ უიმედო სიტუაცია რომ ყოფილა, მხოლოდ ერთი-ორი კვირის წინ გაცხადდა. საბედნიეროდ, "კოლხეთმა"... ეს მატჩი ჩაატარა - როგორც ჩვენმა კორესპონდენტმა მამუკა ქანთარიამ გვამცნო, ფეხბურთელებისათვის 1 თვის ხელფასი თამაშის დაწყებამდე 2 საათით ადრე დაურიგებიათ და სწორედ მაშინ გადაწყვეტილა კიდეც გუნდის სამტრედიაში გამგზავრება...

...ანალოგიური საფრთხე იყო "ბაიასთან" მიმართებაშიც, თუმცა ზუგდიდური გუნდი მაინც ჩავიდა ბოლნისში და ტურის ერთ-ერთი ხმაურიანი სენსაციაც შემოგვთავაზა! გიორგი სომხიშვილი, დავით ჭიჭვეიშვილი, ალექსანდრე გოგობერიშვილი, გრიგოლ დოლიძე, კახა ჩხეტიანი, გიორგი მეგრელაძე, ლადო ახალაია, გიორგი ხიდეშელი, ვლადიმერ ზუხბაია, ლევან ვართაგავა, გიორგი კვესეიშვილი, ზვიად სიხარულია, ნიკა კვეკვესკირი, ლუკა გუგუჩია, გელა ხუბუა - "სიონთან" მატჩში "ბაიას" აი, ეს 15 (!) ფეხბურთელი აკლდა! აქედან უმეტესობას (ეს უფრო მოწვეულ მოთამაშეებს ეხება) პირობების შეუსრულებლობის გამო "სიონთან" მატჩამდე არც უვარჯიშია და ზუგდიდური გუნდის თავკაცმა ელგუჯა ქომეთიანმაც ბოლნისში, ფაქტობრივდ, დუბლშემადგენლობა ჩაიყვანა პლუს ძირითადის სამი ფეხბურთელი (როინ ონიანი, ლევან აკობია, ლევან წურწუმია).

ამის მიუხედავად, სტუმრებმა არნახული მონდომებით იასპარეზეს და წაგებული პირველი ტაიმის მიუხედავად, შეხვედრის მეორე ნახევარში მეტოქის კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს! "ბაიას" შემადგენლობაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო და მათგან განსაკუთრებით დათა რიგვავა გამოირჩა: 20 წლის მცველმა "დუბლი" შეასრულა! არადა, ამ ახალგაზრდა ფეხბურთელს "ბაიას" შემადგენლობაში მანამდე მხოლოდ ერთხელ, ისიც შეცვლაზე ჰქონდა 4 წუთი ნათამაშები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!