ჩოგბურთის ტურნირების მიმოხილვა
გასული კვირის მეშვიდე ტურნირს ავსტრალიის ქალაქმა პერტმა უმასპინძლა, სადაც გაიმართა ჰოპმანის თასი - ტრადიციული ტურნირი შერეულ წყვილებს შორის.

წელს ფორმატიც ტრადიციული იყო: რვა ქვეყანა ორ ჯგუფად გაყვეს და ქვეჯგუფების გამარჯვებულები ფინალში გადიოდნენ.

A ჯგუფში ბატონობდა სერბეთის ნაკრები. მართალია, მეორე ტურში ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოულოდნელად წააგო ბერნარდ ტომიჩთან, მაგრამ სერბებმა მაინც მოუგეს ავსტრალიას - 2:1, ხოლო იტალიასთან და გერმანიასთან მატჩებში ყველაფერი მიქსტის შეხვედრამდე გადაწყდა: ჯოკოვიჩიც და ანა ივანოვიჩიც ახერხებდნენ ერთეულთა მატჩების მოგებას.

B ჯგუფში წაუგებელი აღმოჩნდა ესპანეთის ნაკრები. ამ გუნდში სუსტი წერტილი იყო ფერნანდო ვერდასკო, რომელმაც ქვეჯგუფში სამიდან ორი ერთეულთა მატჩი წააგო, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო ანაბელ მედინა გარიგესი, თან მიქსტში ესპანელებს ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ. გარდა ამისა, აშშ-სთან გადამწყვეტ მატჩში პირენეელებს გაუმართლათ, რადგან ჯონ ისნერმა ტრავმის გამო კორტზე გასვლა ვერ შეძლო და ამერიკელებს 0:3 ტექნიკური წაგება ჩაეთვალათ.

ფინალური მატჩი გახსნეს ჯოკოვიჩმა და ვერდასკომ. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს ცხრიდან ოთხ შეხვედრაში დამარცხებული ჰყავდა სერბი, მაგრამ ამჯერად ვერაფერი გააწყო მსოფლიოს პირველ ჩოგანთან. პირველ სეტში ჯოკოვიჩმა სწრაფად გააკეთა ბრეიკი, თავის მოწოდებას კი ძალიან დამაჯერებლად ინარჩუნებდა და ფერნანდოს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა. მეორე პარტია უფრო დაძაბული გამოვიდა - ვერდასკომ მოახერხა ტემპის მომატება და რამდენიმე გეიმი მაღალ დონეზე ჩაატარა, რითაც 3:0 დაწინაურდა. თუმცა ამით ესპანელის წარმატებები დასრულდა - მან ნოვაკს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა, მე-11 გეიმში კი ისევ წააგო თავისი მოწოდება და დამარცხდა - 3:6, 5:7.

ივანოვიჩისა და მედინა გარიგესის შეხვედრა ძალიან დაძაბული და უშეღავათო გამოვიდა. თამაში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რაც იმის ბრალი იყო, რომ ესპანელმა ჩაითრია მეტოქე უკანა ხაზზე თამაშში. თანაც, ივანოვიჩი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა. საბოლოოდ, სერბმა წააგო პირველი პარტია, მეორეში სეტზე აწვდიდა, მაგრამ საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა და იქ ანამ მაინც მოიგო, თუმცა მესამე სეტში მედინა-გარიგესი ძალიან კარგად გამოიყურებოდა და მოიგო - 6:4, 6:7(3), 6:2.

ასე რომ, რიგით 25-ე ჰოპმანის თასის ბედი მიქსტში წყდებოდა. აქ ესპანეთს უფრო მეტი შანსი ჰქონდა, რადგან ჯოკოვიჩი და ივანოვიჩი წყვილში თითქმის არ თამაშობენ. პირველ სეტში ხუთი ბრეიკი აღინიშნა, აქედან სამი ესპანეთისა იყო და მან 6:4 მოიგო. მეორე პარტიაში ორივე წყვილი დამაჯერებლად ინარჩუნებდა თავის მოწოდებას და ყველაფერი მე-11 გეიმში გადაწყდა, როცა ესპანურმა დუეტმა აიღო გეიმი ივანოვიჩის მოწოდებაზე. სერბეთმა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო და ესპანეთმა ბოლო ოთხ წელიწადში მეორედ (სულ მეოთხედ) მოიგო ჰოპმანის თასი

ჰოპმანის თასი

პერტი (ავსტრალია). ჰარდი

საპრიხო ფონდი: $1 000 000

ესპანეთი-სერბეთი 2:1

0:1 ვერდასკო-ჯოკოვიჩი 3:6, 5:7

1:1 მედინა გარიგესი-ივანოვიჩი 6:4, 6:7(3), 6:2

2:1 მედინა გარიგესი/ვერდასკო-ივანოვიჩი/ჯოკოვიჩი 6:4, 7:5

განთესილები ავსტრალიის ღიაზე

სეზონში "დიდი შლემის" პირველი ტურნირის - ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებმა გუშინ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით მამაკაცთა და ქალთა ტურნირში განთესილთა სია შეადგინეს. ორივე შემთხვევაში, ჩამონათვალს სათავეში ჩაუდგნენ მსოფლიოს პირველი ნომრები და ავსტრალიის ღიას მოქმედი ჩემპიონები - სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ბელარუსი ვიქტორია აზარენკა.

მამაკაცები

1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი), 2. როჯერ ფედერერი (შვეიცარია), 3. ენდი მარეი (ბრიტანეთი), 4. დავიდ ფერერი (ესპანეთი), 5. ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი), 6. ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა), 7. ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი), 8. იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი), 9. რიშარ გასკე (საფრანგეთი), 10. ნიკოლას ალმაგრო (ესპანეთი), 11. ხუან მონაკო (არგენტინა), 12. ჯონ ისნერი (აშშ), 13. მარინ ჩილიჩი (ხორვატია), 14. მილოშ რაონიჩი (კანადა), 15. ჟილ სიმონი (საფრანგეთი), 16. სტანისლას ვავრინკა (შვეიცარია), 17. კეი ნიშიკორი (იაპონია), 18. ფილიპ კოლშრაიბერი (გერმანია), 19. ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრაინა), 20. ტომი ჰაასი (გერმანია), 21. სემ კუერი (აშშ), 22. ანდრეას სეპი (იტალია), 23. ფერნანდო ვერდასკო (ესპანეთი), 24. მიხაილ იუჟნი (რუსეთი), 25. იერჟი იანოვიჩი (პოლონეთი), 26. ფლორიან მაიერი (გერმანია), 27. იურგენ მელცერი (ავსტრია), 28. მარტინ კლიჟანი (სლოვაკეთი), 29. მარკოს ბაღდატისი (კვიპროსი), 30. ტომაშ ბელუჩი (ბრაზილია), 31. რადეკ შტეპანეკი (ჩეხეთი), 32. მარსელ გრანოლერსი (ესპანეთი).

ქალები

1. ვიქტორია აზარენკა (ბელარუსი), 2. მარია შარაპოვა (რუსეთი), 3. სერენა უილიამსი (აშშ), 4. აგნიეშკა რადვანსკა (პოლონეთი), 5. ანჟელიკ კერბერი (გერმანია), 6. ნა ლი (ჩინეთი), 7. სარა ერანი (იტალია), 8. პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი), 9. სამანტა სტოსური (ავსტრალია), 10. კაროლინ ვოზნიაცკი (დანია), 11. მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი), 12. ნადია პეტროვა (რუსეთი), 13. ანა ივანოვიჩი (სერბეთი), 14. მარია კირილენკო (რუსეთი), 15. დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკეთი), 16. რობერტა ვინჩი (იტალია), 17. ლუსი საფაროვა (ჩეხეთი), 18. იულია გორგესი (გერმანია), 19. ეკატერინა მაკაროვა (რუსეთი), 20. იანინა ვიკმაიერი (ბელგია), 21. ვარვარა ლეპჩენკო (აშშ), 22. ელენა იანკოვიჩი (სერბეთი); 23. კლარა ზაკოპალოვა (ჩეხეთი), 24. ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუსეთი), 25. ვენუს უილიამსი (აშშ); 26. სუ-ვეი ჰსიე (ტაივანი), 27. სორანა კირსტეა (რუმინეთი), 28. იაროსლავა შვედოვა (ყაზახეთი), 29. სლოუნ სტივენსი (აშშ); 30. ტამირა პაჩეკი (ავსტრია), 31. ურსულა რადვანსკა (პოლონეთი), 32. მონა ბარტელი (გერმანია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა