სამი ტურნირი ჩატარდა მამაკაცებს შორის და აქაც სამივეში ტოპ-ათეულის წევრებმა იმარჯვეს
სამი ტურნირი ჩატარდა მამაკაცებს შორის და აქაც სამივეში ტოპ-ათეულის წევრებმა იმარჯვეს: ბრისბენში ენდი მარეიმ, ჩენაიში - იანკო ტიპსარევიჩმა და დოჰაში - რიშარ გასკემ.

ტოპ-ოთხეულის წევრებიდან ATP-ის ტურნირებზე მხოლოდ მარეი ვიხილეთ საქმეში, რომელმაც საკმაოდ რთული გზა გაიარა ბრისბენში შარშანდელი ტიტულის დაცვისკენ. მაგალითად, ნახევარფინალში ის 1:4 ჩამორჩა პირველ სეტში იაპონელ კეი ნიშიკორის, მაგრამ შემდეგ ზედიზედ შვიდი გეიმი აიღო და ბოლოს, აზიელმა ტრავმის გამო შეწყვიტა მატჩი.

კიდევ უფრო რთული გამოდგა ფინალი ბულგარელი გრიგორ დიმიტროვის წინააღმდეგ, რომელსაც დებიუტი ჰქონდა ბრისბენში და კარიერაში პირველად გავიდა ATP-ის ტურნირის ფინალში.

ბულგარელს უკვე დიდი ხანია დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და აქტიურად ადარებენ როჯერ ფედერერს.

17 წლის ასაკში დიმიტროვმა მოიგო იუნიორებს შორის უიმბლდონი და ამერიკის ღია პირველობა. მისი და ფედერერის ყოფილი მწვრთნელი პეტერ ლუნდგრენი აცხადებდა, რომ გრიგორი მის ასაკში როჯერზე უკეთ თამაშობდა.

თუმცა ბულგარელს "დიდებში" გადასვლა გაუჭირდა და როგორც გითხარით, ბრისბენში ფინალი მისი პირველი დიდი წარმატება აღმოჩნდა.

ფინალამდე დიმიტროვმა მოუგო რაონიჩს, მელცერსა და ბაღდატისს და მეტი იღბალი რომ ჰქონოდა, გადამწყვეტ მატჩშიც დაამარცხებდა მარეის.

პირველ სეტში მან ადრეული ბრეიკი გააკეთა და დიდხანს ინარჩუნებდა ამ უპირატესობას, მაგრამ 5:3-ზე სეტზე ვერ ჩააწოდა, 5:4-ზე კი სეტბოლი ვერ გამოიყენა. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც მარეიმ 7:0 მოიგო.

მეორე სეტშიც პირველი ბრეიკი დიმიტროვისა იყო - შვიდი გეიმის შემდეგ, მან 4:3 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ ენდიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეხვედრა მესამე სეტში არ გადასულიყო, აიღო ზედიზედ სამი გეიმი და კარიერაში 25-ე ტიტული მოიპოვა.

ბრისბენი (ავსტრალია). ჰარდი

ფინალი

ენდი მარეი (ბრიტ, 1)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 7:6(0), 6:4.

ჩენაი (ინდოეთი). ჰარდი

ფინალი

იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 2)-რობერტო ბაუტისტა-აგუტი (ესპ) 3:6, 6:1, 6:3.

დოჰა (კატარი). ჰარდი

ფინალი

რიშარ გასკე (საფ, 2)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს) 3:6, 7:6(4), 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ენდი მიურეი - თავისუფალი შოტლანდიის პრეზიდენტი [დასაწყისი]

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის