კახა ცახადაძე: "მოსკოვში "თანამეგობრობის თასს" რომ მოვიგებ და სეზონს დავასრულებ, მერე მოვიფიქრებ, რა გზას დავადგე"

კახა ცახადაძე და მისი "ინტერი" აზერბაიჯანულ მედიასა თუ საფეხბურთო სამყაროში კვლავაც ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. იქაური ჩემპიონატის ბოლო ტურში ცხადაძის "ინტერმა" მოულოდნელად 0:5 წააგო ნაზიმ სულეიმანოვის აზალ-თან. ამ მატჩის შემდეგ ხმები დაირხა, კახა გუნდიდან გაუშვესო, მაგრამ გადავამოწმეთ და ჭორი გამოდგა.

ქართველ მწვრთნელსა და "ინტერში" შეკრებილ ჩვენებურთა მრავალრიცხოვან დიასპორას აზერბაიჯანში არაერთგვაროვნად აფასებენ. ისევე, როგორც ჩვენთან, უცხოელთა სიმრავლე ბევრს აზერბაიჯანშიც არ სიამოვნებს, საკუთარ შესაძლებლობებს ვერ აფასებენ და მიიჩნევენ, რომ მათ ხელთ არსებული უზარმაზარი ფულით, უპრიანი იქნებოდა საკუთარი კადრების გაზრდა და წარმოჩენა. თანაც, როცა ფული ჩნდება, ამბიციაც იზრდება, მაგრამ ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ არსებობენ საფეხბურთო და არასაფეხბურთო ქვეყნები...

აზერბაიჯანულ ინტერნეტგაზეთ "ექსტრატაიმში" გამოქვეყნებული სტატია "ინტერში" არსებულ ვითარებაში უკეთ გაგვარკვევს. ჟურნალისტი ბოლო ტურის კატასტროფულ მარცხში არა მთავარ მწვრთნელს, არამედ კლუბის ხელმძღვანელებს ადანაშაულებს.

"ალბათ, ამ წაგებამ ძალიან გაახარა "ინტერის" მრავალრიცხოვანი არაკეთილმოსურნე. ახლა ისინი მეტისმეტად ემოციური მთავარი მწვრთნელის, მისი ასისტენტის გადადგომასა და ახალი ფეხბურთელების მოსვლას ელოდებიან. სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, არამეგობრულად განწყობილმა ამ ადამიანებმა, რომლებიც კარგად ინიღბებიან, მალე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი გუნდის "დახმარების" სურვილი გამოთქვან", - წერს ჟურნალისტი და ცხადია, აზერბაიჯანელ მწვრთნელებს გულისხმობს, რომელთა ნაწილიც უცხოელ მწვრთნელებს ვერ იტანს, რაკი მიაჩნიათ, რომ ისინი მათ ადგილებს იკავებენ...

როგორც "ექსტრატაიმის" ჟურნალისტი წერს, "ინტერის" ფუნქციონერებმა გულშემატკივრებისთვის უცნობი პრობლემები გაამხილეს: "პრობლემებიდან აშკარად იკვეთება, რომ ამ წაგებაში ყველაზე ნაკლები წვლილი სამწვრთნელო შტაბს მიუძღვის. თავად კლუბში ყველაზე მეტად "ინტერის" ადმინისტრაციას ადანაშაულებენ, რომლებიც პრეზიდენტსა და გუნდს შორის ხიდის გადებას ვერ ახერხებენ".

ცნობილი ხდება, რომ მდიდარ ბაქოს "ინტერში" სერიოზული ფინანსური პრობლემებია. გავლენიანმა სპონსორებმა ბოლო დროს ვერ უზრუნველყვეს ხელფასებისა და პრემიერის დროული გაცემა - მწვრთნელები, სამედიცინო და ტექნიკური შტაბის წევრები დიდი ხანია გასამრჯელოს ვერ იღებენ. გარდა ამისა, ლეგიონერები, რომლებიც გუნდის ბირთვს შეადგენენ, დიდი ხანია ბინის ქირას ვეღარ იხდიან.

"ცხადია, ასეთ ვითარებაში გუნდის ფსიქოლოგიურ მომზადებაზე ლაპარაკი ზედმეტია და არა მხოლოდ ცხადაძე, უკეთესს ვერც მოურინიო გააკეთებდა. მოთამაშეები ფიქრობენ არა ფეხბურთზე, არამედ საკუთარ პრობლემებზე", - ამბობს "ინტერის" ფუნქციონერი, რომელიც ვინაობას არ ამხელს.

გუშინ საღამოს ცხადაძეს დავუკავშირდით და მის გარშემო აგორებულ ხმებზე ვკითხეთ. აი, რა გვითხრა "ინტერის" მწვრთნელმა:

"ძალიან მძიმე მარცხი ვიწვნიეთ და ცხადია, კარგ ხასიათზე ვერ ვიქნებით. ფინანსებს რაც შეეხება, ეს თემა ჩემს კომპეტენციაში არ შედის და მასზე ლაპარაკს მოვერიდები. მე წმინდა საფეხბურთო პრობლემებზე ვილაპარაკებ: არც გადაღლილობაა წაგების მიზეზი. ან გადაღლაზე როგორ ვილაპარაკო, როცა პირველ ტაიმში აზალ-ს ბურთი "თავზე დავახიეთ". სამი რეალური მომენტი ვერ გამოვიყენეთ. თუმცა ასე ბევრ გუნდთან მომხდარა და ვფიქრობდი, რომ მეოთხე ან მეხუთე მომენტს მაინც გამოვიყენებდით, თუმცა... მოულოდნელად დაცვაში ძალიან უხეშად შევცდით და გოლი გავუშვით, რასაც მეორეც მოყვა და მერე რაც მოხდა, ამის გაანალიზება ძალიან მიჭირს. ყველა წინ წავიდა, სულ 8 წუთში ოთხი გოლი გავუშვით, ბიჭები ფსიქოლოგიურად მოკვდნენ და გაჩერდნენ... თუმცა ჩემი მტრები მინდა დავამშვიდო და მათ გასაგონად ვთქვა - ნუ ინერვიულებენ, "ინტერის" მთავარ მწვრთნელად ვრჩები, არავინ მიშვებს და მოსკოვში "თანამეგობრობის თასს" რომ მოვიგებ და სეზონს დავასრულებ, მერე მოვიფიქრებ, რა გზას დავადგე", - გვითხრა ცხადაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა