"ჩელსის" ბენიატ ეჩებარია ძალიან კი მოსწონს, მაგრამ 20 მილიონს მასში ჯერ ვერ იმეტებს

“ჩელსის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებელმა რაფა ბენიტესმა გულწრფელად განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში მის გუნდს სერიოზული ამოცანების გადაჭრა საკმაოდ გაუჭირდება, რადგან გუნდი, პრაქტიკულად, თავიდან იქმნება.

პრინციპში, ლოგიკა გასაგებია, რადგან არა ერთ და ორ ექსპერტს აღუნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიო “სტემფორდ ბრიჯიდან” დიდი ხანია წავიდა, “ჩელსი” ისევ მისეული სტილითა და კლიშეებით განაგრძობდა თამაშს.

პირველი, ვინც “განსაკუთრებული კაცის” გავლენისგან გათავისუფლება სცადა, ანდრე ვილაშ ბოაში იყო, მაგრამ მას საკმარისი დრო არ მისცეს.

“ჩემგან იმის მტკიცება, რომ “ჩელსიში” დიდი გარდაქმნების ეპოქის მომსწრენი ვართ, ზედმეტი მგონია. გულშემატკივრებს ეს კარგად უნდა ესმოდეთ. ცხადია, შედეგები უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ გუნდი მშენებლობის ფაზაშია, ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ. ყველამ, ვინც ჩვენს თამაშს აანალიზებს, უნდა გაითვალისწინოს, რომ გვყავს ახალწვეულები, რომელთაც გამოცდილება ჯერ კიდევ აკლიათ სათანადო დონეზე სათამაშოდ. გვყავს ასევე ვეტერანი ფეხბურთელებიც და ამ ორ კატეგორიას ერთმანეთთან საერთო ენა ჯერ კიდევ გამოსანახი აქვს. როცა ეს მოხდება, სასურველ შედეგსაც მხოლოდ მაშინ ვნახავთ,” – აცხადებს რაფა ბენიტესი.

ლამპარდის მანჩესტერული მომავალი

ინგლისური პრესის ვარაუდით, ფრენკ ლამპარდი კარიერის გასაგრძელებლად პრემიერლიგის კლუბს არ აირჩევდა. თუმცა ვარაუდი იმისია, რომ ის ან გამართლდება, ან – არა.

იმპერატიული ტონით ამაზე წერას, ცხადია, ჩვენ ვერ შევუდგებით. რიგი წყაროების მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუკი პოლ სქოულზი ზაფხულზე “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს (რისი ალბათობაც ძალიან დიდია), “ეშმაკები” ლამპარდს ერთწლიან თანამშრომლობას შესთავაზებენ, თანაც გაგრძელების პერსპექტივით.

მოლაპარაკებები მხარეთა შორის უკვე დაწყებულია. მიუხედავად იმისა, რომ ლამპარდი წლების განმავლობაში “ჩელსის” ლიდერი და შესაბამისად, “იუნაიტედის” “დაუძინებელი მტერი” იყო, მანკუნიანელთა ფანები მის მიმართ ზიზღს ნამდვილად არ გრძნობენ. ინგლისში ანალოგიური დადებითი განწყობილება კიდევ ერთი ფეხბურთელის მიმართ არსებობს; რასაკვირველია, სტივ ჯერარდზე მოგახსენებთ.

დედაქალაქელთა სამიზნეში: ფელაინი, ბენიატი...

“ჩელსის” “ევერტონიდან” მარუან ფელაინის ყიდვა რომ სურს, ამაზე არაერთხელ დაგვიწერია. ლონდონელები მერსისაიდელებს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 22 მილიონ ფუნტად სთავაზობდნენ ფეხბურთელის გაყიდვას. როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე გარიგება არ შედგება. დევიდ მოიესის თქმით, “ევერტონი” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაშია ჩაბმული და 24 წლის ლიდერთან გამოთხოვება მისი მხრიდან დანაშაული იქნებოდა. “ჩელსის” იმედი აქვს, რომ ბელგიელს სეზონის დასრულების შემდეგ მაინც ჩაიგდებს ხელთ.

დასავლეთლონდონელები ლამპარდის შეცვლას სწორედ ფელაინით აპირებენ. თავის მხრივ, “ევერტონს” ნამდვილად არსად ეჩქარება. ბელგიელის კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ფელაინის გარდა, “ჩელსის” “ბეტისის" ცენტრალური ნახევარმცველის, 25 წლის ბენიატ ეჩებარიას ყიდვა აქვს ჩაფიქრებული. AS-ის მტკიცებით, სევილიელები ლიდერს 20 მილიონ ევროდ აფასებენ. ლონდონელები კი მხოლოდ ამის ნახევარს ჩამოდიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რომან აბრამოვიჩი: აქ მე ვარ ბოსი!

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა