ფორმაში შესულ მარკო მარინს "ჩელსის" გაძლიერება შეუძლია, მაგრამ ამისთვის მას ჯერ სათამაშო პრაქტიკა სჭირდება

"ჩელსიში" 23 წლის გერმანელი გარემარბის, მარკო მარინის კარიერა იმედისმომცემად დაიწყო.

მოსამზადებელ ეტაპზე გულშემატკივრებმა ის გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ის იყო, სეზონის ოფიციალური ნაწილი უნდა დაწყებულიყო, რომ მარკომ მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც თვენახევარზე მეტი გამოტოვა. ამ დროისთვის "ჩელსის" თამაშის რიტმი უკვე ნაპოვნი ჰქონდა და გერმანელიც, პრაქტიკულად, სათადარიგოთა სკამზე ჯდომისთვის აღმოჩნდა განწირული. მაგრამ მერე დასავლეთლონდონელებმა ფორმა დაკარგეს და რაფა ბენიტესს იძულებითი ცვლილებების გაკეთება მოუხდა.

თამაშის შანსი (ძირითადად შეცვლებზე) მარინსაც მიეცა. "ჩელსიში" მარინის კარიერა თითქოს არ შედგა, თუმცა ახლა ამას ასე ხელაღებით უკვე ვეღარ ვიტყვით. ფეხბურთელმა 8 იანვარს კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს მისცა ინტერვიუ. აი, რას ამბობს ის:

- ყველაფერი კარგად მესმის. სეზონის სტარტზე ერთი დაზიანება არ მქონდა მოშუშებული, რომ მეორე მივიღე და ამიტომაც არ მომცემია თამაშის შანსი. თუმცა ახლა თავს უკვე კარგად ვგრძნობ. ფიზიკური კონდიციები თითქმის სრულად აღვიდგინე. ეს უკვე ადვილად შესამჩნევია.

მთავარია, თამაშის შანსი, რაც შეიძლება, ხშირად მომეცეს. მხოლოდ ასე თუ შევძლებ ფორმის პიკზე გასვლას. ვარჯიში მნიშვნელოვანია, მაგრამ მოედანზე გატარებულ დროს ის ვერ შეცვლის. ლიგის თასი ("ჩელსი" 1/2-ფინალში წუხელ, 9 იანვარს "სუონსის" უნდა შეხვედროდა) მნიშვნელოვანი ტურნირია და ჩვენ მასში გამარჯვებას ვაპირებთ. თებერვალში პირველი ტიტულის მოგება ცოტა ადრეა, მაგრამ ამას გარდა, ასოციაციის თასიც გვრჩება. თუკი ამ ტურნირებზე წარმატებით ვითამაშებთ, ეს ჩემპიონატშიც წაგვადგება. პრემიერლიგაში დასახული მიზნის მიღწევა ყველაზე მეტად გაგვიჭირდება, მაგრამ შანსი გვაქვს და ამისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ.

ტიტულების მოგება ყველაზე მეტად იმ მოთამაშეებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომელთაც საკლუბო დონეზე ჯერ არაფერი მოუგიათ, მაგალითად, ჩემთვის. კარიერის განმავლობაში მხოლოდ ევროპის ახალგაზრდული პირველობა მაქვს მოგებული გერმანიის ნაკრებში. "ვერდერის" შემადგენლობაში მითამაშია გერმანიის თასის ფინალშიც, მაგრამ იქ "ბაიერნთან" წავაგე. "ჩელსიში" გატარებულ პირველივე სეზონში რაიმეს მოგება ჩემთვის უდიდესი მიღწევა იქნება. ამისთვის კი სეზონის დარჩენილ ნაწილში ყველაფერს გავიღებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მარკო მარინი: ლონდონის "ჩელსის" ძირითად შემადგენლობაში ვიქნები

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა