"მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიაგავლილ ფეხბურთელებზე ბოლო ორი ათეული წელია, მოთხოვნა არა და არ მცირდება

"მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიაგავლილ ფეხბურთელებზე ბოლო ორი ათეული წელია, მოთხოვნა არა და არ მცირდება. ცხადია, ალექს ფერგიუსონის სტატუსი ბევრს ნიშნავს, მაგრამ მარტო ეს არ კმარა. სკოლა მსურველებს ხარისხიან "პროდუქციას" აწვდის.

ასე მაგალითად, ამ დღეებში ჩემპიონშიპის მეორეადგილოსანმა "ჰალ სიტიმ" "ეშმაკებისგან" 20 წლის ირლანდიელი შემტევი ნახევარმცველი რობი ბრეიდი გამოისყიდა და მასთან 3,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულებაზე ვერაფერს მოგახსენებთ, ინგლისური წყაროები ამაზე არაფერს იუწყებიან.

Peterborough Telegraph-ის ცნობით კი, "პიტერბორომ" ("ჰალისგან" განსხვავებით, ის ჩემპიონშიპის აუტსაიდერია) "იუნაიტედისგან" ორი ფეხბურთელი წაიყვანა იჯარით. დავიდე პეტრუჩიც (ნახევარმცველი) და სკოტ ვუტონიც (მცველი) 21 წლისანი არიან.

უკანასკნელი "ლონდონ როუდ სტედიუმზე" წინა სეზონში უკვე თამაშობდა და მიუხედავად იმისა, რომ მას "ბირმინგემი" და "ბლექბერნი" იწვევდნენ, უკან დაბრუნება გადაწყვიტა.

დაბოლოს, რაკი "იუნაიტედის" ტრანსფერებზე ვლაპარაკობთ, აქვე გეტყვით, რომ ბრიტანული გაზეთების ცნობით, "ეშმაკები" "კრისტალ პალასის" ფეხბურთელის, 20 წლის უილფრიდ ზაასთვის ბრძოლაში ფავორიტებად გადაიქცნენ. აქამდე ფეხმარდი გარემარბის ხელში ჩაგდების ყველაზე მეტ შანსს "არსენალი" ფლობდა.

"იუნაიტედი" დათანხმდა ტრანსფერის სრულყოფის შემდეგ სეზონის დასრულებამდე ზაას ლონდონურ კლუბში იჯარით დატოვებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

The Telegraph: ფრენკ ლემპარდი შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა