"ზუგდიდის" 20 წლის ნიჭიერი მოთამაშე დიდი ხანია, წამყვანი ქართული კლუბების ყურადღებას იქცევს
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "ზესტაფონი" "ზუგდიდის" მოთამაშეებით ყოველთვის აქტიურ ინტერესს გამოხატავდა - წინა სეზონში კლუბმა გურამ სამუშია და ლუკა გუგუჩია დაიმატა, ახლა კი "ზუგდიდის" აწ უკვე ყოფილი ლიდერი ლევან კუტალია.

ცხადია, ზუგდიდურ კლუბში არსებულ გაუთავებელ და არასტაბილურ გარემოსთან შეგუება ძნელია.

შევიტყვეთ, რომ შესაძლოა, კლუბი ზვიად სიხარულიამაც დატოვოს. 20 წლის ნიჭიერი მოთამაშე დიდი ხანია, წამყვანი ქართული კლუბების ყურადღებას იქცევს. საყრდენი ნახევარმცველი უნივერსალია და ფლანგებზე თამაშიც შეუძლია.

ადრინდელი ინფორმაციების თანახმად, ზვიად სიხარულიას თბილისის "დინამო" და გორის "დილა" აკვირდებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ ის მაინც "ზუგდიდში" დარჩა. თუმცა, სავარაუდოდ, ზუგდიდური კლუბი ახლა 20 წლის მოთამაშეს ვეღარ შეინარჩუნებს.

"ჩემამდეც მოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისის "დინამო" იყო დაინტერესებული, მაგრამ ეს ადრინდელი ამბავია. ახლა არაფერი მსმენია და მეეჭვება, რეალური იყოს.

ასევე, იყო ლაპარაკი გორის "დილაზე" და ესეც წარსული ამბავია.

არ დავმალავ, უცხოეთიდან მართლა არანაირი წინადადება არ მქონია. ბოლო დროს ქუთაისის "ტორპედოსა" და "ზესტაფონის" დაინტერესებაზე მითხრეს.

რაც ვიცი, ქუთაისელებთან ჩვენები სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ, ზესტაფონელები კი დამიკავშირდნენ და ახლა მათ საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდები", - გვითხრა სიხარულიამ.

სიხარულიამ პირველ წრეში 22 შეხვედრიდან 21 ჩაატარა. აქედან 17-ჯერ "ზუგდიდის" ძირითად შემადგენლობაში იყო და გუნდს 2 გოლით შეეწია.

ფეხბურთელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატია, მაგრამ რატომღაც დღემდე არც ერთი ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზუგდიდი-მერანი 3:2 - ზუგდიდელებს სიხარული სიხარულიამ მოუტანა

ლევან კუტალია "ზესტაფონის" ფეხბურთელი გახდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა