"ინტერი" "გალათასარაის" შეუთანხმდა. რას იტყვის თავად სნეიდერი?
ჰოლანდიის ნაკრების გამთამაშებლის, ვესლი სნეიდერის მილანის "ინტერიდან" "გალათასარაიში" ტრანსფერი უფრო რეალური გახდა.

მილანური გრანდის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ დაადასტურა, რომ თურქულმა გრანდმა "ნერაძურის" ოფიციალური შეთავაზებით მიმართა და "ინტერი" და "გალა" უკვე მორიგებულები არიან.

შესაბამისად, ახლა ჯერი თავად ფეხბურთელზეა! თუმცა მორატიმ იქვე დასძინა, რომ სნეიდერს "ინტერში" დარჩენაც შეუძლია - თუკი იმ პირობებს დათანხმდება, სადაც ერთ-ერთ პუნქტად ხელფასის შემცირებაა ჩადებული.

"გალათასარაიმ" მისაღები წინადადებით მოგვმართა. ახლა ყველაფერი თავად ვესლიზეა დამოკიდებული. ბოლო სიტყვა მან უნდა თქვას," - უთხრა მორატიმ ჩვენს იტალიელ კოლეგებს.

ოფიციალურად უცნობია, რა თანხა შესთავაზეს თურქებმა მილანელებს. იქაური გაზეთი "მილიეთი" კი წერს, რომ "გალა" მზადაა, 28 წლის ჰოლანდიელს წელიწადში 6 მილიონი ევრო (ბონუსების გარეშე) უხადოს. იტალიური მედია ირწმუნება, რომ ჰოლანდიელს პრემიერლიგაში გადასვლა ურჩევნია და ინგლისური კლუბებისგან წინადადებებს ელის.

შეგახსენებთ, რომ ვესლი სნეიდერი "ინტერში" 2009 წლიდან თამაშობს და მას მერე "ნერაძურის" ფორმით ჩატარებულ 76 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა. "ინტერთან" მას კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული. "ტრანსფერმარკტზე" სნეიდერი 28 მილიონ ევროდაა შეფასებული...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ლივერპულმა" "ინტერს" ვესლი სნეიდერის ტრანსფერზე მიმართა

"ტოტენჰემს" ვესლი სნეიდერის შეძენა სურს

ვესლი სნეიდერის ნაადრევი შვებულება

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა