ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ვინ გაწვრთნის "ბაიერნს"?

ვინ გაწვრთნის "ბაიერნს"?

რას გეგმავენ რეკორდმაისტერის შეფები იმ შემთხვევისთვის, თუ იუპ ჰაინკესი ზაფხულში წავა?
მიუნხენის "ბაიერნთან" მიმართებაში ახლა ნომერ პირველი სალაპარაკო თემა სამწვრთნელო საკითხია, რადგან სეზონის ბოლოს იუპ ჰაინკესს კონტრაქტი უმთავრდება და ჯერ კიდევ არაა გარკვეული, ვინ იქნება რეკორდმაისტერის დამრიგებელი მომდევნო სეზონში.

ეს შეიძლება ისევ ჰაინკესიც იყოს, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ზაფხულში რეკორდმაისტერს ახალი მწვრთნელი ეყოლება.

ექსპერტების აზრით, მიუნხენური გრანდის შეფები "დონ იუპის" შემცვლელზე ფიქრობენ და მას პენსიაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში არ გაუშვებენ, თუ "ბაიერნისთვის" ღირსეულ სპეციალისტს დაითანხმებენ.

ანალიზი ფაქტებით დავიწყოთ: 67 წლის ჰაინკესმა თქვა, რომ ამ თემაზე უკვე ესაუბრა მეუღლეს, მაგრამ არ გაახმაურა, რა ურჩია ცოლმა.

კლუბის ბოსებთან კი "დონ იუპს" სამომავლო გეგმებზე ჯერ არ უსაუბრია. რეკორდმაისტერის სპორტული დირექტორი მათიას ზამერი აცხადებს, რომ საჩქარო არაფერია და რომ მას და გუნდის სხვა შეფებს ჰაინკესთან შეხვედრა მარტში აქვთ დაგეგმილი.

"რაც უნდა მოხდეს და როგორც უნდა გადაწყდეს სამწვრთნელო საკითხი, გარწმუნებთ, მომდევნო სეზონში "ბაიერნს" ბრწყინვალე დამრიგებელი ეყოლება," - ეს ზამერის ამასწინანდელი სიტყვებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტამდე ბავარიული გრანდის ბოსებისგან სხვა, უფრო დეტალურ კომენტარს ამ თემაზე არ უნდა ველოდოთ.

გავა ჰაინკესი პენსიაზე, თუ არა?

მოვლენების განვითარების რამდენიმე ვარიანტი არსებობს, რომელთაგან პირველი ისაა, რომ 67 წლის ჰაინკესი პენსიაზე გასვლას გადაიფიქრებს და პოსტზე დარჩება.

მეორე ვარიანტი ისაა, რომ ჰაინკესს პენსიაზე გასვლა გადაწყვეტილი აქვს, ამის შესახებ "ბაიერნის" პრეზიდენტ ული ჰიონესსაც აცნობა, რომელიც მისი უახლოესი მეგობარია და რეკორდმაისტერის ხელმძღვანელები ახლა "დონ იუპის" შემცვლელს ეძებენ.

თუ ეს ასეა, გამოდის, რომ "ბაიერნის" შეფები ცაიტნოტში არიან, რადგან თუ მათ მოთხოვნებს გავითვალისწინებთ, "ბაიერნს" ბევრი მწვრთნელი ნამდვილად არ შეესაბამება.

"ბაიერნის" ახალი დამრიგებელი აუცილებლად მაღალი კალიბრის სპეციალისტი უნდა იყოს, გუნდის სულისკვეთებას უნდა შეესაბამებოდეს და სასურველია, რომ გერმანული ენა იცოდეს.

რაც შეეხება გვარდიოლას...

"ბარსელონას" ყოფილი თავკაცი ახლა ყველა გრანდისთვის სასურველი სპეციალისტია. გვარდიოლას მსურველთა რიცხვს "ბაიერნიც" მიეკუთვნება, რადგან პეპის სავიზიტო ბარათს "ბარსასთან" ერთად მოგებული 14 ტიტული ამშვენებს, რომელთაგან ორი ჩემპიონთა ლიგის თასია. 41 წლის პეპმა თქვა, რომ ზაფხულიდან დიდ ფეხბურთში დაბრუნება გადაწყვეტილი აქვს.

აქამდე მის დათანხმებაზე ყველაზე აქტიურად "მანჩესტერ სიტი" და "მილანი" მუშაობდნენ. ბოლო ცნობების თანახმად, "როსონერი" ამ ბრძოლას გამოეთიშა - სილვიო ბერლუსკონიმ თქვა, გვარდიოლას დათანხმების იმედი აღარ მაქვსო, თუმცა ეს შეიძლება სილვიოს მანევრი იყოს.

არაერთხელ გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ პეპმა "სიტიში" მუშაობა გადაწყვიტა, მაგრამ ეს ოფიციალურად არავის დაუდასტურებია. გვარდიოლას მსურველთა სიაშია ლონდონის "ჩელსიც", სადაც რაფა ბენიტესმა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ "ჩელსის" ბოს რომან აბრამოვიჩს პეპი ძალიან მოსწონს.

რა შანსი აქვს ბაიერნს?

რეკორდმაისტერი გვარდიოლასთვის ბრძოლაში უშანსოდ ნაღდად არ არის - მეტიც, თუ პეპის ფილოსოფიას გავითვალისწინებთ, ბავარიელებს საკმაოდ კარგი შანსი აქვთ.

პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ესპანელი სპეციალისტი კონკრეტულად არაფერს ამბობს და ამას წინათ გერმანელ ჟურნალისტს კითხვაზე "რა შანსი აქვს ბაიერნს მისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში", ასე უპასუხა: "ჩემი მხრიდან უდიდესი შეცდომა და უპატივცემულობა იქნებოდა იმ გუნდზე კონკრეტულად საუბარი, რომელსაც მწვრთნელი ჰყავს."

სენსაციური კანდიდატი: რობერტო დი მატეო

რთულია იმის გამოცნობა, რამდენად აქტიურად მუშაობენ ბავარიელები გვარდიოლას მიმართულებით. გერმანულ პრესაში კი ამ ბოლო დროს "ბაიერნთან" მიმართებაში უფრო და უფრო ხშირად ახსენებენ რობერტო დი მატეოს, რომელმაც "ჩელსის" ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა: რატომ უნდა აიყვანოს "ბაიერნმა" მაინცდამაინც ის მწვრთნელი, რომელმაც ბავარიულ გრანდს საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოუგო?

თუმცა დი მატეო გერმანულად საუბრობს, შვეიცარიაში გაიზარდა და ძალიან ახლოსაა შვეიცარიულ საფეხბურთო და ცხოვრებისეულ ფილოსოფიასთან, რომელიც "ბაიერნის" სპორტულ დირექტორ ზამერს ძალიან მოსწონს.

დი მატეომ სამწვრთნელო ასპარეზზე პირველი გამოცდილება ინგლისში მიიღო, "ჩელსიში" კი დაამტკიცა, რომ სუპერვარსკვლავებით გადაჭედილ გუნდში მუშაობა ეხერხება. ერთი ეგაა, რომ მის ხელში "ჩელსი" დაცვაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობდა, რაც მიუნხენში ნაკლებად მოსწონთ...

ექსპერიმენტი "ყოფილი ფეხბურთელი მწვრთნელად"?

დიდი შანსია, რომ "ბაიერნის" შეფებმა რომელიმე ყოფილი ფეხბურთელის სასარგებლოდ მიიღონ გადაწყვეტილება - ბოლო დროს ეს ტენდენცია ხომ ისევ მოდაში შემოვიდა.

რეკორდმაისტერს ამ მხრივ გამოცდილება აქვს: თავის დროზე გუნდი ფრანც ბეკენბაუერმა ჩაიბარა და წარმატებებს მიაღწია, იურგენ კლინსმანის სამწვრთნელო ხანა კი წარუმატებელი გამოდგა. რომელიმე ყოფილი მოთამაშის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა "ბაიერნის" მხრიდან რევოლუციური ნაბიჯი იქნებოდა, რევოლუციური ექსპერიმენტები კი ული ჰიონესს და კარლ-ჰაინც რუმენიგეს არ უყვართ.

სამაგიეროდ, ასეთი მიდგომა ზამერს მოსწონს და თუ ეს უკანასკნელი ულის და კალეს დაითანხმებს, ყოფილი მოთამაშის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა რეალურია. გერმანული პრესა მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში "ბაიერნის" დამრიგებლის რანგში ორ ექსბაიერნელს, მეჰმეთ შოლს და შტეფან ეფენბერგს განიხილავს.

შოლმა იმედები ვერ გაამართლა

თუმცა ფაქტია, რომ ბავარიელები კლინსმანის პროექტის ჩავარდნის შემდეგ ახალგაზრდა სპეციალისტებთან მიმართებაში ძალიან ფრთხილები გახდნენ. ცნობილია, რომ მეჰმეტ შოლი დიდხანს იყო ჰიონესის ფავორიტი.

ული სწორედ ბარსელონური მოდელის გამეორებაზე ფიქრობდა და როგორც კატალონიელებმა დანიშნეს გვარდიოლა, ასე სურდა შოლის რეკორდმაისტერის თავკაცად დანიშვნა. მეჰმეთს თავისი სამწვრთნელო შესაძლებლობები ჯერ "ბაიერნის" მეორე გუნდში უნდა დაემტკიცებინა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამასთან, ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ჰიონესმა მეჰმეთზე გული უფრო მას მერე აიცრუა, რაც შოლმა ევროპის ჩემპიონატის დროს სატელევიზიო ექსპერტის რანგში მარიო გომესი მკაცრად გააკრიტიკა.

ჰაინკესს ეფენბერგის სჯერა

შტეფან ეფენბერგი "ბაიერნის" ლეგენდარული და ფანების უსაყვარლესი ფეხბურთელია. 2001 წელს, როცა ბავარიელებმა ჩემპიონთა ლიგა უკანასკნელად მოიგეს, ეფე გუნდის კაპიტანი გახლდათ. თავად ჰაინკესი დარწმუნებულია იმაში, რომ ეფე დიდ ფეხბურთში მწვრთნელობისთვის უკვე მზადაა.

"ჩემი აზრით, შტეფანი სწორედ ამისთვისაა დაბადებული. ეფენბერგი დიდი ფეხბურთელი იყო და მჯერა, რომ დიდი მწვრთნელიც იქნება," - ჰაინკესმა ეს განცხადება ორიოდე დღის წინ გააკეთა.

თუმცა "დონ იუპი" 44 წლის ეფეს ჯერ პრაქტიკის მიღებას ურჩევს - როგორც იცით, შტეფანს სამწვრთნელო გამოცდილება საერთოდ არ აქვს. არის ასეთი ვარიანტიც: ჰაინკესი კიდევ ერთი წლით დარჩეს "ბაიერნში", ეფენბერგი კი მის ასისტენტად დაინიშნოს და ერთი წლის შემდეგ ჩაიბაროს რეკორდმაისტერი. სხვა მხრივ, გუნდის ეფენბერგისთვის ჩაბარება "ბაიერნისთვის" დიდი რისკია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რეკორდმაისტერის ამომავალი ვარსკვლავები

"ბაიერნი": დონ იუპი ალბათ წავა

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს

კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს

პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული

18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა

წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს

მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს

"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა

"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე

გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს

[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა