საქართველოს ჩემპიონატი. პირველი ეტაპის შეჯამება. "ვიტ ჯორჯია" (თბილისი). ადგილი IX
"ვიტ ჯორჯია" მიმდინარე სეზონში ზუსტად იმ შედეგს აჩვენებს, როგორსაც ამ გუნდისგან ველოდით.

თავიდანვე ნათელი იყო, რომ კლუბი, რომელიც ახლო წარსულში საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოდა და ამ მიზნისთვის ორჯერ მიუღწევია, ამჯერად მოკრძალებულ ამოცანებს შეეჭიდებოდა.

ბოლო რამდენიმე სეზონია, ვეტერინართა მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. წინა სეზონში "ვიტ ჯორჯიამ" ამას საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში მიაღწია და საამისოდ ახლაც სერიოზული ბატალიები ელის, თუმცა ვიტელებმა ჩემპიონატის პირველ ეტაპზე იმდენი შეძლეს, რომ თამამად შეგვიძლია, გადარჩენისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ ფავორიტად მოვიხსენიოთ.

ნაკლებად მოსალოდნელი იყო, "ვიტ ჯორჯიას" საუკეთესო ექვსეულის საგზური მოეპოვებინა, თუმცა მერაბ კოჭლაშვილის გუნდმა ჩემპიონატი რიხიანად დაიწყო - გორის "დილას" სძლია. ამას ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია მოჰყვა, რამაც ნათელი გახადა, რომ სეზონის მეორე ნახევარს "მცხეთა პარკის" ბინადრები ქვედა ექვსეულში გაატარებდნენ.

"ვიტ ჯორჯია" ამ სეზონში რამდენიმე ხმაურიანი სენსაციის შემოქმედი გახდა. ამ მხრივ გასახსენებელი მართლაც ბევრია - გასვლითი გამარჯვება "დილასთან", ასევე, სტუმრად ძლეული რუსთავის "მეტალურგი" და "ზესტაფონი"... არც თბილისის "დინამოსთან" მიღწეული ფრე არის ხელწამოსაკრავი შედეგი.

სამაგიეროდ, ვეტერინარები მეტად არასტაბილურად გამოიყურებოდნენ უშუალო კონკურენტებთან ბრძოლაში და რომ არა ქვედა ექვსეულის ბინადრებთან დაკარგული ძალიან ბევრი ქულა, "ვიტ ჯორჯიას" უმაღლეს ლიგაში დარჩენა უკვე დაბევებული ექნებოდა. თუმცა ახალგაზრდული გუნდისთვის არასტაბილური ასპარეზობა დამახასიათებელია და სწორედ ამას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, ხმაურიან გამარჯვებას გუნდი არცთუ ძლიერ მეტოქესთან წაფორხილებას რომ მოაყოლებდა ხოლმე.

მიმდინარე ჩემპიონატში "ვიტ ჯორჯიას" თამაშის კიდევ ერთი თავისებურება ის არის, რომ გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენა სტუმრად, ვიდრე შინ. პირველ ეტაპზე მოპოვებული ხუთი გამარჯვებიდან ვიტელებმა ოთხს გასვლით შეხვედრებში მიაღწიეს.

"ვიტ ჯორჯიას" კურსი უცვლელია და გუნდი კვლავ ძალიან ახალგაზრდულია. როგორც ყოველთვის, ვეტერინართა შემადგენლობაში ამჯერადაც მოიძებნებიან პერსპექტიული ბიჭები, რომლებსაც კარიერის მაღალ დონეზე გაგრძელების პოტენციალი აქვთ. იმის თქმა კი ძნელია, როდის ეყოლება "ვიტ ჯორჯიას" ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი. ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს.

თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ "ვიტ ჯორჯია" ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ქართულ კლუბად რჩება და უმაღლეს ლიგას გარკვეულ ხიბლსაც მატებს.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ "ვიტ ჯორჯიამ" საქართველოს თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალური ეტაპი წარმატებით დასძლია და მერვედფინალში მისი მეტოქე ცხინვალის "სპარტაკი" იქნება.

მეკარე

"ვიტ ჯორჯიას" გამოკვეთილი პირველი ნომერი ნიკა დაუშვილია, რომელსაც ბოლო დროს შესამჩნევი პროგრესი აქვს და ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარეა. ვეტერინარებს ამ პოზიციაზე პრობლემები არ აქვთ, 23 წლის დაუშვილი მათ კარს საიმედოდ იცავს.

დაცვა

პირველი ეტაპის მატჩების უმრავლესობა "ვიტ ჯორჯიამ" ხუთკაციანი დაცვით ჩაატარა და თუ სტატისტიკას გადავხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სიახლემ გაამართლა. 22 მატჩში კოჭლაშვილის გუნდმა 29 ბურთი მიიღო. ქვედა ექვსეულის ბინადართაგან ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "მეტალურგს" აქვს.

ნახევარდაცვა

სხვა რგოლების მსგავსად, ძირითადი ბირთვი შუა ხაზშიც მკვეთრად იყო გამოკვეთილი. გურამ გურეშიძე, გიორგი ვასაძე და გიორგი კორიფაძე ძირითად შემადგენლობაში სისტემატურად ხვდებოდნენ, თუმცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა სხვა ახალგაზრდებსაც ეძლეოდათ.

თავდასხმა

5 გოლით "ვიტ ჯორჯიას" საუკეთესო ბომბარდირი ბესიკ ჩიმაკაძეა, რომელიც დიდი ალბათობით, კლუბს შეიცვლის. რამდენიმე მატჩი მას ტრავმის გამო გაუცდა და 2-2 გოლით ვიტელთა მონაგარში საკუთარი წვლილი ელგუჯა ლობჯანიძემ და ლაშა გაბრიჭიძემაც შეიტანეს.

საუკეთესო მატჩი

"ვიტ ჯორჯია" იმდენი სენსაციის ავტორად მოგვევლინა, რომ რომელიმე კონკრეტული შეხვედრის გამოყოფა გაგვიჭირდება. ვეტერინართა ოთხი გამორჩეული მატჩი კი უკვე ვახსენეთ.

ლიდერი

"ვიტ ჯორჯია", უპირველესად, გუნდური თამაშით გამოირჩევა და როცა ტრავმის ან დისკვალიფიკაციის გამო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები აკლია, ამით გუნდის თამაშს გამოუსწორებელი ზიანი არ ადგება.

თუმცა ვიტელთა ლიდერად მაინც გურამ გურეშიძე უნდა დავასახელოთ. 23 წლის საყრდენს უკვე საკმარისი უმაღლესლიგური გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ "ვიტ ჯორჯიას" წამყვანი ფიგურა იყოს. ამ ფუნქციას გურეშიძე, უმეტეს შემთხვევაში, დამაჯერებლად ასრულებს.

მიზანი

"ვიტ ჯორჯიას" პროგრამა-მინიმუმიცა და პროგრამა-მაქსიმუმიც უმაღლეს ლიგაში დარჩენაა. მეორე ეტაპი, როგორც იცით, ათი ტურისგან შედგება, კოჭლაშვილის გუნდი კი ბოლოსწინა, ანუ გასავარდნ ადგილზე მყოფ ბათუმის "დინამოს" ცხრა ქულით უსწრებს.

ეს საკმაო უპირატესობაა, მაგრამ არც ბათუმელებთან და არც სხვა კონკურენტებთან ბრძოლა იოლი არ იქნება.

ფაქტია, რომ "ვიტ ჯორჯიას" მიზნის მიღწევის კარგი შანსი აქვს, მაგრამ ყველაზე უკეთ თვით ამ გუნდის წევრებმა იციან, რომ მოდუნება არაფერს არგებთ.

ვიტ ჯორჯია 2012/2013

მეკარე: ნიკა დაუშვილი - 22;

მცველები: ჯემალ გოგიაშვილი - 21 (1), დავით ხურცილავა - 21, გიორგი გეთიაშვილი - 21, ლაშა კასრაძე - 18, ოთარ ჯავაშვილი - 16, გურამ ადამაძე - 11 (1), რევაზ ღანიაშვილი - 9, ბადრი ტეტუნაშვილი - 3, დავით უბილავა - 1;

ნახევარმცველები: გურამ გურეშიძე - 22 (1), გიორგი ვასაძე - 20 (1), გიორგი კორიფაძე - 20 (1), ირაკლი ღიბრაძე - 16 (1), შოთა დავლაშელიძე - 16, გიგა ჯუღელი - 9;

თავდამსხმელები: ბესიკ ჩიმაკაძე - 16 (5), ელგუჯა ლობჯანიძე - 15 (2), ლაშა გაბრიჭიძე - 14 (2), ბექა ზაქრაძე - 7, ლევან კუხალეიშვილი - 4.

მწვრთნელი: მერაბ კოჭლაშვილი

ვიტ ჯორჯიას ყველა მატჩი პირველ ეტაპზე

I ტური

დილა-ვიტ ჯორჯია 0:1

II ტური

მერანი-ვიტ ჯორჯია 1:0

III ტური

ვიტ ჯორჯია-ჩიხურა 0:1

IV ტური

სიონი-ვიტ ჯორჯია 1:1

V ტური

ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი 0:0

VI ტური

დინამო (თბ)-ვიტ ჯორჯია 5:0

VII ტური

ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი 2:3

VIII ტური

მეტალურგი-ვიტ ჯორჯია 0:2

IX ტური

ვიტ ჯორჯია-ტორპედო 1:3

X ტური

დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია 0:1

XI ტური

ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 2:0

XII ტური

ვიტ ჯორჯია-დილა 0:2

XIII ტური

ვიტ ჯორჯია-მერანი 0:0

XIV ტური

ჩიხურა-ვიტ ჯორჯია 4:0

XV ტური

ვიტ ჯორჯია-სიონი 0:0

XVI ტური

ზუგდიდი-ვიტ ჯორჯია 2:0

XVII ტური

ვიტ ჯორჯია-დინამო (თბ) 1:1

XVIII ტური

ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 1:2

XIX ტური

ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 0:1

XX ტური

ტორპედო-ვიტ ჯორჯია 2:0

XXI ტური

ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ) 1:1

XXII ტური

კოლხეთი-ვიტ ჯორჯია 1:1

სატურნირო ცხრილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გორის "დილა" - დიდი ამბიციები და გაურკვევლობა

ფოთის "კოლხეთი" - საუკუნოვანი იუბილე არასაზეიმო განწყობით

ქუთაისის "ტორპედო" - კარგად ნაცნობი კურსი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!