გუშინ პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფისში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის კალენდრის კენჭისყრა გაიმართა. საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნოდარ კაკულიამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ...

ყვითლები ცალ-ცალკე დაითვლება

გუშინ პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფისში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის კალენდრის კენჭისყრა გაიმართა. საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნოდარ კაკულიამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პირველობა ოთხ წრედ გაიმართება: პირველი ეტაპი იწყება 6-7 აგვისტოს და მთავრდება 12 დეკემბერს. მეორე ეტაპის პირველი ტური 12-13 თებერვალს ჩატარდება და 27 მაისს ჩემპიონატი მთავრდება. მოგეხსენებათ, დიდთოვლობის გამო, თებერვალში რამდენიმე მატჩი გადაიდო და ამ პერიოდში ჩემპიონატის განახლება მიზანშეუწონლად ჩაითვალა - თებერვალში სტადიონები მოუმზადებელია, ბალახის საფარი არასასურველ მდგომარეობაშია და გამოითქვა მოსაზრება, რომ მეორე ეტაპი თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში დაწყებულიყო.

კაკულიას თქმით, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მარტში სანაკრებო შეკრებებია დაგეგმილი და დროს ვერ დაკარგავენ, რადგან ახალ ჩემპიონატში 36 ტურია გასამართი. მჭიდრო გრაფიკი კი ამხელა პაუზის უფლებას არ ტოვებს - სანაკრებო შეკრებების გამო კი, ფაქტობრივად, თვე-ნახევარზე მეტი უქმეა. თუმცა, ეს ფაქტია, რომელსაც ვერაფერი შეცვლის.

კაკულიას თქმით, კალენდარი I-III და II-IV წრეებში იდენტური იქნება, როგორც ეს ზოგადად ბერგერის სისტემითაა გათვალისწინებული. მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ საქართველოს ჩემპიონატზე და თასზე ამიერიდან ყვითელი ბარათები დაითვლება არა ერთად (როგორც ადრე იყო), არამედ ცალ-ცალკე. ეროვნულ თასზე, მოთამაშე შეხვედრას ორი ყვითელი ბარათის შემდეგ გამოტოვებს, ჩემპიონატში კი - სამის შემდეგ.

მერაბ მამულაშვილი

საქართველოს ჩემპიონატი. I წრის კალენდარი

I ტური

დინამო (თბილისი)-სპარტაკი (ცხინვალი)

ზესტაფონი (ზესტაფონი)-ტორპედო (ქუთაისი)

ოლიმპი (რუსთავი)-ვიტ ჯორჯია (თბილისი)

ბაია (ზუგდიდი)-სიონი (ბოლნისი)

კოლხეთი (ფოთი)-სამტრედია (სამტრედია)

სრულად "ლელოს" სამშაბათის ნომერში

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა