ეს ის დრენტე აღარ არის... თქვენ რომ იცნობდით
ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდა ესპანეთის ჩემპიონატი და Goal.com-იც ლა ლიგის მე-7 ტურის სიმბოლურ ნაკრებს წარმოგიდგენთ. ორ-ორი წარმომადგენლები სიმბოლურ ნარკებში "რეალს", "ბარსელონას" და "სპორტინგს" ჰყავთ, თითო - კიდევ ხუთ გუნდს... დღევანდელი ნაკრები 4-4-2 ტაქტიკური სქემითაა შედგენილი.

მეკარე

სესარი (ვალენსია): მართალია, "ვალენსიამ" პირველ ტაიმში აჯობა მეტოქეს, მაგრამ მეორეში "ბარსელონამ" რომ მხოლოდ ორი გოლი გაიტანა 39 წლის სესარის დამსახურებაა, რომ არა ის საბოლოოდ ანგარიშში სოლიდური სხვაობა დაფიქსირდებოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, თუ როგორ გაბედულად ჩაუხტა ვეტერანი ფეხებში ყოფილ თანაკლუბელ დავიდ ვილიას, როცა ფორვარდმა მისი მოტყუება და ცარიელ კარში გატანა განიზრახა. გაშვებულ ბურთებში მისი ბრალი მინიმალურია.

მცველები

დავიდ გარსია (ესპანიოლი): "ბლანკ ი ბლაუმ" სტუმრად 3 ქულა იზეიმა, თანაც სად - სრულიად არასტუმართმოყვარე "იბეროსტარზე" (ყოფილი ონო-ესტადი). გარსიამ წვლილი შეიტანა გამარჯვების გოლში და დაცვაში უშეცდომოდ ითამაშა. უკვე მე-11 სეზონია, რაც 29 წლის გარსია ბარსელონური კლუბის ღირსებას იცავს. აქვე აღვნიშნოთ, რომ "ესპანიოლი" თითქმის საათი 10 კაცით იცავდა თავს ოსვალდოს გაძევების შემდეგ.

კარლეს პუიოლი (ბარსელონა): "ბარსელონა" აგებდა. სწორედ ამ დროს კაპიტანმა თანაგუნდელები აიყოლია. მას შემდეგ რაც ინიესტამ ანგარიში გაათანაბრა, პუიოლს თითქოს ფრთები შეესხა, ჩავის ჩაწოდებულსაც თავი დროულად დაუხვედრა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

ხოსე ანხელი (სპორტინგი): "სევილიასთან" მატჩში საუკეთესო ხიხონელთა მარცხენა მცველი იყო. ხოსე ანხელი ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია. ანხელმა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში დიდი სამუშაო გასწია, ხოლო მისი ვიზავი ალფარო ლამის მაყურებლად აქცია.

ნახევარმცველები

დიეგო კასტრო (სპორტინგი): ვინგერმა აჩვენა, თუ რატომ დაადგა თვალი "ვალენსიამ" მას და მომავალი სეზონისთვის დაიბევა. 28 წლის კასტრომ "სევილიას" დაცვის ოთხეულს ბევრი თავსატეხი გაუჩინა. კასტროს გოლი კი უბრალოდ შედევრი იყო.

მარკელ სუსაეტა (ბილბაო): სამი წელია, რაც სუსაეტას არ უჭირს "ბილბაოს" ძირითადში მოხვედრა, თუმცა ამ სეზონში 22 წლის ნახევარმცველს უფრო მაღალი მიზნები აქვს დასახული, ვიდრე უბრალოდ სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრაა. შუახაზიდან ძალიან კარგად ამარაგებდა პასებით ბასკური გუნდის ფორვარდებს, ფერნანდო ლორენტეს კი ისეთი პასი გადააწოდა, რომ ამ უკანასკნელს "სხვა გზა აღარ რჩებოდა", გოლი უნდა გაეტანა. სამომავლოდ, სუსაეტამ შეიძლება ნაკრებში მოხვედრაზეც სერიოზული განაცხადი გააკეთოს, თუ ასე გააგრძელა.

ანდრეს ინიესტა (ბარსელონა): "ბარსელონას" რომ ყველაზე მეტად (თამაშით) "ვალენსიასთან" გაუჭირდა, უკვე ვახსენეთ, სწორედ მაშინ გამოჩნდა, რა მარგალიტი ჰყავს "ბლაუგრანას" ინიესტას სახით - მან ჩავისთან "ტელეპატიური" კავშირი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ კი სულ სხვა ფეხბურთი ვიხილეთ "კამპ ნოუზე".

სანტი კასორლა (ვილიარეალი): ყველაფერი პოზიტიური, რაც კი "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" ალიკანტეში შეძლო, კასორლადან მომდინარეობს. მისი დამსახურებაა, რომ "ვილიარეალმა" ორჯერ შეძლო გათანაბრება და წაგებისგან თავის დაძვრენა. "ვილიარეალი" ლიდერთა შორისაა, იმიტომ რომ კასორლამ ძველი ფორმა დაიბრუნა.

როისტონ დრენტე (ერკულესი): ვინ? დიახ, როისტონ დრენტე! ჩვენ მას პირველად არ ვასახელებთ სიმბოლურ ნაკრებში. არ შეგეშალოთ, ეს ის დრენტე აღარ არის, რომელსაც "რეალიდან" იცნობთ - ჰოლანდიელმა თავისი გუნდი იპოვნა. მისმა ენერგიულმა შეტევებმა "ვილიარეალის" დაცვა გატანჯა.

თავდამსხმელები

გონსალო იგუაინი (რეალი): არგენტინელს მომენტების განიავებისთვის აკრიტიკებდნენ, თუმცა მან აშკარად გაასწორა მიზანი. ყოველ შემთხვევაში, "ლა როსალედაზე" მას პრობლემა არ ჰქონია, დუბლიც მიითვალა.

კრიშტიანო რონალდო (რეალი): რონალდო-იგუაინის მძვინვარე წყვილი აღდგა. პორტუგალიელმა კი მარტომ მოუგო "მალაგას" - ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასიც მიითვალა. ტურის საუკეთესო ფეხბურთელია.

სხვები, ვისი აღნიშვნაც გვსურდა: ჩავი (ბარსელონა), ჩაბი ალონსო (რეალი), პაბლო ერნანდესი (ვალენსია), ანდონი ირაოლა (ბილბაო), ნელსონ ვალდესი (ერკულესი), სიმაო (ატლეტიკო), რივერა (სპორტინგი).

ესპანურენოვანი Goal.com-ის ვერსიით მე-7 ტურის სიმბოლური ნაკრები ცოტა სხვაგვარად გამოიყურება. ამიტომ მასაც გთავაზობთ: ვალდესი (ბარსელონა) - დელ ორნო (ლევანტე), ფორლინი (ესპანიოლი), მარსელო (რეალი) - იოზილი (რეალი), ჩავი (ბარსელონა), ინიესტა (ბარსელონა), მუნიტისი (რასინგი) - ლორენტე (ბილბაო), იგუაინი (რეალი), რონალდო (რეალი). გთავაზობთ ე.წ. ანტი-ნაკრებსაც. იმ ფეხბურთელთაგან შედგენილ "გუნდს", რომელთაც ყველაზე მეტი დაუშავეს საკუთარ გუნდებს მე-7 ტურში: დობლასი (სარაგოსა) - ველიგტონი (მალაგა), მანე (ხეტაფე), ბრუნო (ვალენსია), ნავარო (სევილია) - ფერნანდეში (ვალენსია), ფერნანდო (მალაგა), მერიდა (ატლეტიკო), კამუნიასი (ოსასუნა) - ვილია (ბარსელონა), ადრიანი (დეპორტივო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
თუ კონტრაქტს არ გააგრძელებს - მიატოვიჩმა "რეალს" ვინისიუსის გაყიდვა ურჩია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა