ფორმულა 1-ის ბიზნეს-იმპერიის ბოსს 80 წელი უსრულდება

ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერ ბერნი ექლსტოუნს 29 ოქტომბერს 80 წელი უსრულდება. იუბილეს წინ, ლონდონურმა გაზეთმა "გარდიანმა" სტატია მიუძღვნა "დიდი ცირკის" კომერციულ ბოსს. მისი მთავარი მოტივი შემდეგში მდგომარეობს: ბერნი არ აპირებს პენსიაში გასვლას, არ ფიქრობს ასაკზე და ძველებურად ხისტად ხელმძღვანელობს თავის უდიდეს ავტოსარბოლო ბიზნეს-იმპერიას. მრგვალი თარიღი მას უფრო ნაკლებად აღელვებს, ვიდრე კორეის მომავალი გრან-პრი, რომელმაც გვარიანად ანერვიულა გაჭიანურებული მშენებლობის გამო.

"ტრასა მზად არის, ყველაფერი წესრიგშია, - დაადასტურა ბერნიმ. - გასულ თვეში არ მეგონა, რომ წელს კორეაში რბოლა გაიმართებოდა. რა თქმა უნდა, ეტაპის გაუქმება მოგვიწევდა. მაგრამ ახლა ავტოდრომმა ინსპექცია გაიარა, ასე რომ, ყველაფერი ნორმალურადაა".

ექლსტოუნი დარწმუნებულია, რომ რადგან ფორმულა 1 - მსოფლიოს ჩემპიონატია, მაშინ რბოლები პლანეტის სხვადასხვა კუთხეში უნდა გაიმართოს და ეტაპების გეოგრაფია უნდა გაფართოვდეს. ამასთან, ბერნი დაუნანებლად შეელევა ისტორიულ ტრასებს, მათ შორის ლეგენდარულ სპას. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბელგიის მთავრობა ეროვნულ ეტაპს ფინანსურ დახმარებას არ გაუწევს.

"ბელგიის გრან-პრი აუცილებლად გაქრება კალენდრიდან, თუ მას მხარდაჭერას არ აღმოუჩენს ადგილობრივი მთავრობა. იგივე ისტორიაა ბრიტანეთის გრან-პრისთან დაკავშირებით. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ბრიტანეთის მთავრობამ უდიდესი თანხა დახარჯა მომავალი ოლიმპიადისთვის, რომელიც ორი კვირა გაგრძელდება და ერთ თვეში ყველას დაავიწყდება. ამას სჯობდა სილვერსტოუნისთვის დაეჭირათ მხარი და მისი მრავალი წლის განმავლობაში ჩატარების გარანტია მიეცათ. მით უმეტეს, რომ ოლიმპიადაზე ყველაზე საინტერესოა - გახსნისა და დახურვის ცერემონია. დანარჩენი - სისულელეა", - აცხადებს ბერნი.

2011 წლის კალენდარი უკვე 20 ეტაპისგან შედგება, რადგან მას დაემატა ინდოეთის გრან-პრი. 2012 წელს დაბრუნდება ამერიკის გრან-პრი, 2014 წელს ნავარაუდებია პირველი რუსული რბოლის ჩატარება. თუმცა ექლსტოუნმა ზუსტად ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია: "ვფიქრობ, მოვნახავთ გამოსავალს და ეტაპების რიცხვი ოცს არ გადასცილდება. სავარაუდოდ, სპასთან გამომშვიდობება მოგვიწევს. შესაძლოა, რომელიმე ეტაპის ორგანიზატორებმა აიღონ პაუზა, რადგან მათი რბოლა არ ამართლებს კომერციული თვალსაზრისით. კარგი მაგალითია - თურქეთი. მათ ბრწყინვალე ავტოდრომი ააშენეს, შესაძლოა, საუკეთესოც კი. მაგრამ იქაურ პუბლიკას ფორმულა 1-ის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არ ამოძრავებთ".

თავის იუბილესთან დაკავშირებით ბერნიმ ასეთი რამ თქვა: "ვფიქრობ, იქამდე მივაღწევ. სინამდვილეში, ეს ყველაფერი სისულელეა. რა მნიშვნელობა აქვს თუ დღეს 79 წლის ვარ, ხვალ კი 80-ის გავხდები?! ეს ერთი და იგივეა. არც კი ვიცი, სად ვიქნები 29 ოქტომბერს. ალბათ, სადმე სამოგზაუროდ..."

როგორც ირკვევა, ექლსტოუნი ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობას კიდევ ათი წელი აპირებს, სანამ 90-ე დაბადების დღეს არ იზეიმებს.

"დიახ, ასე იქნება! - წამოიძახა ბერნიმ. - ვერ ვხედავ შეჩერების მიზეზს. საკუთარი საქმით ვარ დაკავებული და მისგან სიამოვნებას ვიღებ. გუშინდელი დღე კი წარსულში დარჩა. არ მაღელვებს ის, რაც გუშინ მოხდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა