უცნაური შემთხვევა მოხდა სიდნეიში WTA-ის ტურნირის ფინალში

ჩოგბურთელებმა დაასრულეს ბოლო რეპეტიცია ავსტრალიის ღიას წინ და ისინი დღეიდან ჩაებნენ "დიდი სლემის" პირველ ტურნირში.

გასულ კვირას ორ-ორი ტურნირი გაიმართა ქალთა და მამაკაცთა პროფესიულ ტურში.

უცნაური შემთხვევა მოხდა სიდნეიში WTA-ის ტურნირის ფინალში. პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ 6:0, 6:0 გაანადგურა სლოვაკი დომინიკა ციბულკოვა. საინტერესოა, რომ ბოლოს, სიდნეის ტურნირის ფინალში ასეთი ანგარიში 1890 წელს დაფიქსირდა.

23 წლის რადვანკამ კარიერაში მეცხრე ტიტული მოიგო. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ის დაუმარცხებლად თამაშობს - სიდნეიმდე მან ოკლენდის ტურნირზე აიღო მთავარი პრიზი.

ქალებს შორის მეორე ტურნირი ჩატარდა ახალი ზელანდიის ქალაქ ჰობარტში და იქაც ფინალში ყველაფერი ორ სეტში გადაწყდა. რუსმა ელენა ვესნინამ ხუთი ბრეიკი შეასრულა გერმანელ მონა ბარტელთან მატჩში, თავად ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება და 6:3, 6:4 მოიგო. ამით, ვესნინამ კარიერაში პირველი ტიტულის მოგება მოახერხა.

ასევე გატეხა ნავსი და კარიერაში პირველი ტიტული აიღო ავსტრალიელმა ბერნარდ ტომიჩმა. მან სიდნეის ფინალში სამ სეტში მოუგო 26 წლის სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს - 6:3, 6:7, 6:3. გადამწყვეტი მატჩი საათი და 55 წუთი გაგრძელდა, რომლის დროსაც, ტომიჩმა ორი ბრეიკი და შვიდი ეისი შეასრულა, ანდერსონმა ერთხელაც ვერ აიღო მეტოქის მოწოდება, თუმცა 13 ეისის ჩაწოდება მოახერხა.

როგორც ჩანს, ავსტრალიური ჩოგბურთის მთავარი იმედი ბერნარდ ტომიჩი კარგად მოემზადა ახალი სეზონისთვის. შეგახსენებთ, რომ 20 წლის ჩოგბურთელმა გასულ კვირას, ჰოპმანის თასზე მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა ორ სეტში.

ტრადიციულად, სეზონის დასაწყისში ოკლენდის ტურნირი მოიგო მსოფლიოს მეოთხე ნომერმა დავიდ ფერერმა. 30 წლის ესპანელმა ამ შეჯიბრში პოკერი შეასრულა - მეოთხედ აიღო მთავარი პრიზი.

ამისთვის, ფერერს ფინალში დიდი ჯაფა არ დადგომია. გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერთან მატჩში პირველი სეტის ტაი-ბრეიკზე მოგების შემდეგ, დავიდმა მეორე სეტში მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო მეტოქეს - 7:6(5), 6:1.

შეხვედრა საათსა და 18 წუთს გაგრძელდა, რომლის დროსაც ფერერმა ხუთი ბრეიკი გააკეთა და ორჯერ წააგო თავისი მოწოდება. ესპანელისთვის ეს იყო მე-19 ტიტული კარიერაში.

აქვე ვთქვათ, რომ კუიონგში, ავსტრალიის ღია პირველობის ძველ კორტებზე გაიმართა ტრადიციული საგამოფენო ტურნირი, რომელიც 1988 წლიდან ტარდება. ვარსკვლავებიდან აქ მხოლოდ ორი ჩოგბურთელი ჩავიდა - არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო და ჩეხი ტომაშ ბერდიხი, მაგრამ ამ დუეტიდან ჩემპიონი არც ერთი გამხდარა. პირველობა მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა ლეიტონ ჰიუიტმა მოიპოვა.

თავდაპირველად, ავსტრალიელმასამ სეტში მოუგო კანადელ მილოშ რაონიჩს, შემდეგ კი დამაჯერებლად გაუსწროდა ბერდიხსაც და დელ პოტროსაც. აღვნიშნავთ, რომ ჰიუიტი უკვე იყო კუიონგის ჩემპიონი 2011 წელს და ახლა, ამ საგამოფენო ტურნირზე გამარჯვებების რაოდენობით შვეიცარიელ როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა