ტურნირის გახსნის პატივი წილად ხვდა ქალთა ბადის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს მარია შარაპოვას
ტურნირის გახსნის პატივი წილად ხვდა ქალთა ბადის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს მარია შარაპოვას. მსოფლიოს მეორე ჩოგნის სათამაშო ფორმის მიმართ სრული გაურკვევლობა არსებობდა.

საქმე ისაა, რომ მარიამ 2013 წელს ვერც ერთი ოფიციალური შეხვედრა ვერ ჩაატარა, რადგან ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია ბრისბენის ტურნირში. ავსტრალიის ღიას წინ რუსი აცხადებდა, რომ ტურნირის მსვლელობისას ფორმის აკრეფა მისთვის პრობლემა არ იქნებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, შარაპოვა უკვე კარგ ფორმაში იმყოფება.

მან პირველი წრის მატჩში სასტიკი დღე აყარა თანამემამულე ოლგა პუჩკოვას. მარიას პრობლემა მხოლოდ პირველ გეიმში ჰქონდა, როცა ორი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია, შემდეგ კი პუჩკოვას მეტოქის გეიმის აღების არც ერთი შანსი აღარ ჰქონია, შარაპოვამ კი ექვსი ბრეიკი გააკეთა და 55 წუთში 6:0, 6:0 მოიგო.

სხვათა შორის, ბოლო ერთ წელიწადში მარიამ მეორედ მოიგო “დიდ სლემზე” “მშრალი” ანგარიშით. შარშან როლან გაროსის პირველ წრეში 6:0, 6:0 დაამარცხა რუმინელი ალექსანდრა კადანტუ და შემდეგ ტიტულიც აიღო.

მარიას სავარაუდო მეტოქე მესამე წრეში მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, სახელოვანი ამერიკელი ვენუს უილიამსი იქნება. უკვე დიდი ხანია, 32 წლის ვენუსი სერიოზულ საფრთხეს აღარ წარმოადგენს წამყვანი ჩოგბურთელებისთვის.

ამერიკელმა შარშან, ოქტომბერში შეწყვიტა სამწლიანი სერია, რომლის დროსაც ის WTA-ს ტურნირის მოგებას ვერ ახერხებდა, მაგრამ შარაპოვასთვის, ალბათ, უმჯობესი იქნებოდა მესამე რაუნდში რანგით და გამოცდილებით უფრო დაბალ მეტოქეს შეხვედროდა, მით უმეტეს, რომ 14 იანვარს უფროსმა უილიამსმა შესანიშნავი მზადყოფნა აჩვენა ყაზახი გალინა ვოსკობოევას წინააღმდეგ.

მარიას მსგავსად, ვენუსმაც ექვსი ბრეიკი გააკეთა, ოდნავ მეტი - ოთხი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია და ხუთი წუთით მეტი გაატარა კორტზე. საბოლოოდ, ამერიკელმა 6:1, 6:0 გაიმარჯვა და უპრობლემოდ გავიდა მეორე წრეში.

მარია შარაპოვა აგრძელებს საკუთარი ტკბილეულის პოპულარიზაციას. ამჯერად რუსმა ვარსკვლავმა "შუგარპოვა" ავსტრალიის ქალაქ მელბურნში წარადგინა, მაგრამ ამასთან, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა მის პროდუქციაში შაქრის მაღალი შემცველობის გამო.

ტკბილეულის თითო შეკვრა შეიცავს 84 გრამ შაქარს, რაც დაახლოებით 20 ჩაის კოვზის ან ორი ქილა "კოკა კოლას" ეკვივალენტურია.

მარიას მიმართ პრეტენზიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ შარაპოვა თავისი ბრენდის წინსვლისთვის საკუთარ პოპულარობას იყენებს, რაც, თავის მხრივ, შეიძლება მეტად ნეგატიურად აისახოს უამრავი ბავშვის ჯანმრთელობაზე. გამოკვლევის თანახმად, მხოლოდ ბრიტანეთში დიაბეტით დაახლოებით 850 ათასი ადამიანია დაავადებული.

ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის მებრძოლი ავსტრალიური კომპანიის წარმომადგენელი კორინა ლანგელაანი მიიჩნევს, რომ შარაპოვა ჯანმრთელობისა და ცხოვრების სპორტული სტილის პოპულარიზაციისთვის უნდა იბრძოდეს და არა მავნე საკვებისგან ზედმეტი შემოსავლის მიღებისთვის.

"მარია - ძალიან პოპულარული სპორტსმენია, რომლითაც აღფრთოვანებულნი არიან როგორც ბავშვები, ასევე მათი მშობლები, - განაცხადა ლანგელაანმა. - ასეთი გავლენის მქონე შარაპოვამ პოპულარიზაცია უნდა გაუწიოს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. ბავშვებს შორის სიმსუქნე - გლობალური პრობლემაა, რომლის ფონზე საკონდიტრო ნაწარმის რეკლამა, რბილად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლობაა".

I წრე

კაცები

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-პოლ-ანრი მატიო (საფ) 6:2, 6:4, 7:5; რაიან ჰარისონი (აშშ)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 2:6, 6:4, 7:5, 6:4; ფელისიანო ლოპესი (ესპ)-არნაუ ბრუგეს-დავი (ესპ) 6:3, 6:2, 6:4; რადეკ შტეპანეკი (ჩეხ, 31)-ვიქტორ ტროიცკი (სერ) 5:7, 4:6, 6:3, 6:3, 7:5; სემ კუერი (აშშ, 20)-დანიელ მუნიოს დე ლა ნავა (ესპ) 6:7(2), 6:4, 6:2, 6:4; ბრაიან ბეიკერი (აშშ)-ალექს ბოგომოლოვი (აშშ) 7:6(4), 6:3, 6:7(0), 3:6, 6:2; ტობიას კამკე (გერ)-ფლავიო ჩიპოლა (იტა) 6:1, 6:4, 6:1; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 15)-სედრიკ-მარსელ შტებე (გერ) 6:2, 6:4, 6:3; ანდრეი კუზნეცოვი (რუს)-ხუან მონაკო (არგ, 11) 7:6(3), 6:1, 6:1; კევინ ანდერსონი (ს. აფრ)-პაოლო ლორენცი (იტა) 3:6, 7:6(3), 6:3, 6:4; ქსავიე მალისე (ბელ)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 6:3, 6:1, 6:2; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 22)-დავიდ გოფენი (ბელ) 6:3, 3:6, 4:6, 6:3, 6:4; იურგენ მელცერი (ავსტრია, 26)-მიხაილ კუკუშკინი (ყაზ) 6:1, 6:1, 6:2; რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ)-ფაბიო ფონინი (იტა) 6:0, 2:6, 6:4, 3:6, 6:1; გიიომ რუფენი (საფ)-იულიან რაისტერი (გერ) 4:6, 7:6(4), 6:1, 6:2; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 5)-მაიკლ რასელი (აშშ) 6:3, 7:5, 6:3; დავიდ ფერერი (ესპ, 4)-ოლივიე როხუსი (ბელ) 6:3, 6:4, 6:2; ტიმ შმიჩეკი (აშშ)-ივო კარლოვიჩი (ხორ) 6:4, 7:6(5), 7:5; ტაცუმა იტო (იაპ)-ჯონ მილმენი (ავსტრა) 6:4, 6:4, 3:6, 0:6, 7:5; მარკოს ბაღდატისი (კვიპ, 28)-ალბერტ რამოსი (ესპ) 6:7(0), 7:6(4), 6:4, 3:6, 6:3; მიხაილ იუჟნი (რუს, 23)-მეტიუ ებდენი (ავსტრა) 4:6, 6:7(0), 6:2, 7:6(4), 6:3; ევგენი დონსკოი (რუს)-ადრიან უნგური (რუმ) 6:4, 6:4, 6:2; კარლოს ბერლოკი (არგ)-მაქსიმ ოტომი (ბელ) 1:6, 7:6(5), 7:6(4), 6:2; კეი ნიშიკორი (იაპ, 16)-ვიქტორ ჰანესკუ (რუმ) 6:7(5), 6:3, 6:1, 6:3; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 10)-სტივ ჯონსონი (აშშ) 7:5, 6:7(4), 6:2, 6:7(6), 6:2; დანიელ ხიმენო ტრავერო (ესპ)-ლუკაშ კუბოტი (პოლ) 6:7(4), 6:4, 6:0, 4:6, 6:4; სომდევ დევარმანი (ინდ)-ბიორნ ფაუ (გერ) 6:3, 6:2, 6:3; იერჟი იანოვიჩი (პოლ, 24)-სიმონე ბოლელი (იტა) 7:5, 6:4, 6:3; ჟულიან ბენეტო (საფ, 32)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 6:4, 6:2, 6:4; ედუარდ როჟე-ვასელენი (საფ)-რუბენ ბემელმანსი (ბელ) 6:3, 6:7(5), 2:6, 7:5, 11:9; ლუკაშ ლაჩკო (სლოვაკ)-ჟილ მიულერი (ლუქ) 6:2, 6:4, 7:6(3); იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 8)-ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა) 7:6(4), 7:5, 6:3.

ქალები

ნა ლი (ჩინ, 6)-სესილ კარატანჩევა (ყაზ) 6:1, 6:3; ოლგა გოვორცოვა (ბლრ)-პოლინ პარმენტიე (საფ) 2:6, 6:3, 6:2; კრისტინა პლიშკოვა (ჩეხ)-საშა ჯონსი (ავსტრა) 6:3, 6:2; სორანა კირსტეა (რუმ, 27)-კოკო ვანდევეგე (აშშ) 6:4, 6:2; ჯულია გორგესი (გერ, 18)-ვერა დუშევინა (რუს) 7:6, 2:6, 6:4; რომინა ოპრანდი (შვეიც)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 4:6, 7:5, 6:2; ჟიე ჟენგი (ჩინ)-იუსუან ჟანგი (ჩინ) 6:1, 3:6, 6:4; სამანტა სტოსური (ავსტრა, 9)-კაი-ჩენ ჩანგი (ტაივ) 7:6(3), 6:3; ანა ივანოვიჩი (სერ, 13)-მელინდა ჩინკი (უნგ) 6:2, 6:1; იუნ-მან ჩანი (ტაივ)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 6:1, 1:6, 6:1; მარია ჟოაო კოლერი (პორ)-კარინ კნაპი (იტა) 3:6, 6:3, 6:3; ელენა იანკოვიჩი (სერ, 22)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 6:2, 6:2; ქსენია პერვაკი (ყაზ)-მონა ბარტელი (გერ, 32) 7:5, 2:6, 6:4; ჰიზერ უოტსონი (ბრიტ)-ალექსანდა კადანტუ (რუმ) 2:6, 6:3, 6:2; ირინა-კამელია ბეგუ (რუმ)-არანჩა რუსი (ჰოლ) 6:4, 6:2; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4)-ბოიანა ბობუშიჩი (ავსტრა) 7:5, 6:0; ანჟელიკ კერბერი (გერ, 5)-ელინა სვიტოლინა (უკრ) 6:2, 6:4; ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ)-კიკი ბერტენსი (ჰოლ) 6:2, 7:6(8); მედისონ კისი (აშშ)-კეისი დელაკუა (ავსტრა) 6:4, 7:6(0); ტამირა პაჩეკი (ავსტრია, 30)-სტეფანი ფოგელი (შვეიც) 4:6, 6:4, 7:5; ეკატერინა მაკაროვა (რუს, 19)-მიშელ ლარშერ დე ბრიტუ (პორ) 6:2, 7:5; სტეფანი ფორეტცი (საფ)-კამილა ჯორჯი (იტა) 6:2, 6:3; ვესნა დოლონცი (სერ)-ოლივია როგოვსკა (ავსტრა) 5:7, 7:5, 8:6; მარიონ ბარტოლი (საფ, 11)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ) 6:2, 6:4; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 15)-ეშლი ბარტი (ავსტრა) 3:6, 6:0, 6:1; ვალერია სავინიხი (რუს)-მენდი მინელა (ლუქ) 7:6(4), 6:1; კირსტენ ფლიპკენსი (ბელ)-ნინა ბრატჩიკოვა (რუს) 6:4, 6:3; კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 23)-შანელ სხეპერსი (ს. აფრ) 6:1, 6:2; ვენუს უილიამსი (აშშ, 25)-გალინა ვოსკობოევა (ყაზ) 6:1, 6:0; ალიზ კორნე (საფ)-მარინა ერაკოვიჩი (ზელ) 7:5, 6:7(3), 10:8; მისაკი დოი (იაპ)-ეტრა მარტიჩი (ხორ) 6:3, 6:4; მარია შარაპოვა (რუს, 2)-ოლგა პუჩკოვა (რუს) 6:0, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ავსტრალია: სერენა უილიამსმა ვიქტორია აზარენკა უნდა შეაჩეროს

ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!